მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142521.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
სწორედ აქ აღივსო ჩემი რელიგიური სულისკვეთება სასიცოცხლო ძალით.
Here it was that the religious spirit within me became a living force.
142522.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
გამიჩნდა იმის რწმენა, რომ ბოლოს და ბოლოს ჩემგანაც დადგებოდა ვექილი.
I gained confidence that I should not after all fail as a lawyer.
142523.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
მოდავე მხარეებს საუკეთესო იურისტები და ვექილები მოეწვიათ.
Both parties had engaged the best attorneys and counsel.
142524.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
ასე რომ, შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა, მათ მუშაობას დავკვირვებოდი.
I thus had a fine opportunity of studying their work.
142525.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
საუკეთესო წვრთნა იყო იმაზე დაკვირვება, თუ ჩემი შერჩეული მასალიდან რომელ ფაქტს მიიღებდა იურისტი და რომელს — უკუაგდებდა.
It was the best education to see how much the attorney accepted, and how much he rejected from my preparation.
142526.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
მე ვხედავდი, რომ განსახილველი საქმის სასამართლოსათვის მომზადება დიდად დამეხმარებოდა საქმის არსში წვდომისა და მტკიცებულებების სწორად შერჩევის უნარის გაღრმავებაში.
I saw that this preparation for the case would give me a fair measure of my powers of comprehension and my capacity for marshalling evidence.
142527.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
საქმემ უაღრესად დამაინტერესა.
I took the keenest interest in the case.
142528.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
მართლა მთელი არსებით მოვეკიდე მას.
Indeed I threw myself into it.
142529.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
ჩემი კლიენტი ძალიან გონიერი კაცი იყო და სრული ნდობა გამომიცხადა, რამაც საქმის გაძღოლა გამიადვილა.
My client was a man of great ability and reposed absolute confidence in me, and this rendered my work easy.
142530.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
კარგად შევისწავლე საბუღალტრო დოკუმენტები.
I made a fair study of book-keeping.
142531.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
მართალია, როგორც ადრე გითხარით, რელიგიური და საზოგადოებრივი საქმიანობა ძლიერ მაინტერესებდა და ამისათვის ყოველთვის ვპოულობდი დროს, მაგრამ იმხანად ეს არ იყო ჩემთვის მთავარი.
Although, as I have said before, I took a keen interest in religious communion and in public work and always gave some of my time to them, they were not then my primary interest.
142532.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
მთავარი პროცესისათვის საქმის მომზადება გახლდათ.
The preparation of the case was my primary interest.
142533.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
მომაგონდა ცხონებული მისტერ პინკატის რჩევა - ფაქტები სამართლის სამი მეოთხედიაო.
I recalled the late Mr. Pincutt's advice – facts are three-fourths of the law.
142534.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
მოგვიანებით ეს კიდევ უფრო თვალსაჩინოდ დაამტკიცა აწ გარდაცვლილმა მისტერ ლენარდმა, სამხრეთ აფრიკაში სახელმოხვეჭილმა ვექილმა.
At a later date it was amply borne out by that famous barrister of South Africa, the late Mr. Leonard.
142535.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
ერთ სასამართლო საქმეში, რომელსაც მე ვუძღვებოდი, დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ სამართალი ჩემი კლიენტის მხარეზე იყო, კანონი, თითქოს, მის წინააღმდეგ გამოდიოდა.
In a certain case in my charge I saw that, though justice was on the side of my client, the law seemed to be against him.
142536.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
შეძრწუნებულმა მისტერ ლენარდს მივმართე რჩევისთვის.
In despair I approached Mr. Leonard for help.
142537.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
„ჩვენ თუ საქმეში არსებულ ფაქტებს მივხედავთ, კანონი თავის თავს თვითონ მიხედავს“.
'If we take care of the facts of a case, the law will take care of itself'.
142538.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
„მოდი, ამ საქმის ფაქტებს ჩავუღრმავდეთ“.
'Let us dive deeper into the facts of this case'.
142539.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
მან მთხოვა, საქმე უფრო ღრმად შემესწავლა და მერე ისევ მივსულიყავი მასთან.
He asked me to study the case further and then see him again.
142540.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
როცა ფაქტები ხელახლა შევამოწმე, ყველაფერი სხვა თვალით დავინახე, ის კი არა, ერთ ძველ სამხრეთ აფრიკულ საქმესაც გადავეყარე, რომელიც იმავე თემას შეეხებოდა.
On a re-examination of the facts I saw them in an entirely new light, and I also hit upon an old South African case bearing on the point.