მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142541.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
გახარებული მისტერ ლენარდთან მივედი და ყველაფერი ვუამბე.
I was delighted and went to Mr. Leonard and told him everything.
142542.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
როცა მე დადა აბდულას საქმეზე ვმუშაობდი, ბოლომდე არ მესმოდა, რომ სწორედ ფაქტებს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა.
When I was making preparation for Dada Abdulla's case, I had not fully realized this paramount importance of facts.
142543.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
ფაქტები ჭეშმარიტებაა და თუკი ჭეშმარიტების მიმდევარნი ვართ, სამართალი თავისთავად მოდის ჩვენს დასახმარებლად.
Facts mean truth, and once we adhere to truth, the law comes to our aid naturally.
142544.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
მე დავინახე, რომ დადა აბდულას საქმეში არსებული ფაქტები მართლაც უტყუარია და კანონი, წესით, მის მხარეს უნდა ყოფილიყო.
I saw that the facts of Dada Abdulla's case made it very strong indeed, and that the law was bound to be on his side.
142545.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
ისინი ერთმანეთს ენათესავებოდნენ.
They were relatives.
142546.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
ვერავინ იტყოდა, რამდენ ხანს გაჭიანურდებოდა საქმე.
No one knew how long the case might go on.
142547.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
მე თიებ შეთს ვთხოვე, სამომრიგებლო სასამართლოსთვის მიემართა.
I approached Tyeb Sheth and requested him to go to arbitration.
142548.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
ვურჩიე, თავის ვექილს დალაპარაკებოდა.
I recommended him to see his counsel.
142549.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
თუკი ორივე მხარის ნდობით აღჭურვილი არბიტრის დანიშვნა მოხერხდებოდა, საქმე სწრაფად დაიხურებოდა.
If an arbitrator commanding the confidence of both parties could appointed, the case would be quickly finished.
142550.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
ადვოკატების ჰონორარები ყოველდღიურად ისე მატულობდა, რომ მალე კლიენტების მთელ სახსრებს შთანთქავდა.
The lawyer’s fees were so rapidly mounting up every day that they were enough to devour all the resources of the clients.
142551.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
ეს საქმე მათგან იმდენ ყურადღებას მოითხოვდა, რომ სხვა ვეღარაფერზე ფიქრობდნენ.
The case occupied so much of their attention that they had no time left for any other work.
142552.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
ამასობაში ორმხრივი შუღლი სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა.
In the meantime mutual ill-will was steadily increasing.
142553.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
შემძულდა ჩემი პროფესია.
I became disgusted with the profession.
142554.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
პირველად ისიც მაშინ აღმოვაჩინე, რომ გამარჯვებული მხარე ვერასოდეს ამოიღებს დახარჯულ თანხებს.
I also saw for the first time that the winning party never recovers all the costs incurred.
142555.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
ვიგრძენი, რომ ჩემი ვალი იყო, ორივე მხარეს მივხმარებოდი და როგორმე მომერიგებინა ისინი.
I felt that my duty was to befriend both parties and bring them together.
142556.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
ყველა ძალა ვიხმარე, რომ კომპრომისისთვის მიმეღწია და ბოლოს, როგორც იქნა, თიებ შეთი დავითანხმე.
I strained every nerve to bring about a compromise. At last Tyeb Sheth agreed.
142557.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
დაინიშნა არბიტრი, საქმე მისი თანდასწრებით განიხილეს და დადა აბდულამ გაიმარჯვა.
An arbitrator was appointed, the case was argued before him, and Dada Abdulla won.
142558.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
მაგრამ მე ეს არ მაკმაყოფილებდა.
But that did not satisfy me.
142559.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
თუ ჩემი კლიენტი ანაზღაურების დაუყოვნებლივ გადახდას მოითხოვდა, თიებ შეთი ვერ შეძლებდა მთელი თანხის გასტუმრებას.
If my client were to seek immediate execution of the award, it would be impossible for Tyeb Sheth to meet the whole of the awarded amount.
142560.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ პორბანდარელ მემანებში დაუწერელი კანონის თანახმად, გაკოტრებას სიკვდილს ამჯობინებენ.
There was an unwritten law among the Porbandar Memans living in South Africa that death should be preferred to bankruptcy.