მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142581.
განდი | ნაწილი II, თავი XV
ასე გავეშურეთ ველინგტონისკენ.
So we went to Wellington.
142582.
განდი | ნაწილი II, თავი XV
გზად მოგზაურობის შეწყვეტა მოგვიხდა, რადგან კვირადღე იყო და მისტერ ბეიკერი და მისი თანმხლებნი საუფლო დღეს მგზავრობას ერიდებოდნენ.
We had to break the journey on the way, as one of the days happened to be a Sunday, and Mr. Baker and his party would not travel on the Sabbath.
142583.
განდი | ნაწილი II, თავი XV
სადგურის სასტუმროს დირექტორი დიდი დავიდარაბის შემდეგ დათანხმდა, სასტუმროში შევეშვი, მაგრამ სასადილო დარბაზში შეშვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
Though the manager of the station hotel agreed to take me in after much altercation, he absolutely refused to admit me to the dining-room.
142584.
განდი | ნაწილი II, თავი XV
მისტერ ბეიკერი ის კაცი არ იყო, პოზიცია ადვილად დაეთმო.
Mr. Baker was not the man to give in easily.
142585.
განდი | ნაწილი II, თავი XV
მათი რწმენის შემყურე, აღტაცებული დავრჩი.
I was delighted at their faith.
142586.
განდი | ნაწილი II, თავი XV
გავიცანი ღირსი მამა მიურეი.
I met the Rev. Murray.
142587.
განდი | ნაწილი II, თავი XV
მათი ზოგიერთი საგალობელი მომეწონა.
I liked some of their hymns.
142588.
განდი | ნაწილი II, თავი XV
ვგრძნობდი და ვაფასებდი იქ დამსწრეთა ღვთისმოსაობას.
I could understand and appreciate the devoutness of those who attended it.
142589.
განდი | ნაწილი II, თავი XV
მაგრამ ჩემი რწმენის, ჩემი რელიგიის შეცვლის აუცილებლობას ვერ ვხედავდი.
But I saw no reason for changing my belief - my religion.
142590.
განდი | ნაწილი II, თავი XV
დაუჯერებლად მიმაჩნდა, რომ სამოთხეში მოხვედრას ან ცხონებას მხოლოდ ქრისტიანობის აღიარების შემთხვევაში ვეღირსებოდი.
It was impossible for me to believe that I could go to heaven or attain salvation only by becoming a Christian.
142591.
განდი | ნაწილი II, თავი XV
მაგრამ რას ვიზამდი?
But there was no help for it.
142592.
განდი | ნაწილი II, თავი XV
არაფრით არ შემეძლო მერწმუნა, რომ იესო ერთადერთი განსხეულებული ძეა უფლისა და რომ მარადიულ ცხოვრებას მხოლოდ ის ეღირსება, ვინც მას იწამებს.
It was more than I could believe that Jesus was the only incarnate son of God, and that only he who believed in Him would have everlasting life.
142593.
განდი | ნაწილი II, თავი XV
თუკი შეიძლება უფალს ძე ჰყავდეს, ყოველი ჩვენგანი მისი ძე ყოფილა.
If God could have sons, all of us were His sons.
142594.
განდი | ნაწილი II, თავი XV
თუკი იესო უფლის მსგავსია, ან თავადაა უფალი ღმერთი, მაშინ ყველა ადამიანი უფლის მსგავსი ყოფილა და შეიძლება, თავად იყოს უფალი ღმერთი.
If Jesus was like God, or God Himself, then all men were like God and could be God Himself.
142595.
განდი | ნაწილი II, თავი XV
ჩემი გონება არ იყო მზად ერწმუნა, რომ იესომ საკუთარი სიკვდილითა და სისხლით, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, გამოისყიდა მთელი კაცობრიობის ცოდვები.
My reason was not ready to believe literally that Jesus by his death and by his blood redeemed the sins of the world.
142596.
განდი | ნაწილი II, თავი XV
მეტაფორულად შესაძლოა ამაში რაღაც სიმართლე იყოს.
Metaphorically there might be some truth in it.
142597.
განდი | ნაწილი II, თავი XV
და კიდევ, ქრისტიანული სწავლების მიხედვით, მხოლოდ ადამიანს აქვს სული; სხვა ცოცხალ არსებებს კი — არა და მათთვის სიკვდილი სრულ გაქრობას ნიშნავს; მე კი პირიქით მწამდა.
Again, according to Christianity only human beings had souls, and not other living beings, for whom death meant complete extinction; while I held a contrary belief.
142598.
განდი | ნაწილი II, თავი XV
იესოს ვაღიარებდი, როგორც წამებულს, მსხვერპლშეწირვის განსხეულებას და ღვთაებრივ მასწავლებელს, მაგრამ არა როგორც ყველაზე სრულყოფილ ადამიანს, ვინც კი ოდესმე მოვლენია ქვეყანას.
I could accept Jesus as a martyr, an embodiment of sacrifice, and a divine teacher, but not as the most perfect man ever born.
142599.
განდი | ნაწილი II, თავი XV
მისი ჯვარცმა უდიდესი მაგალითია სამყაროსათვის, მაგრამ ჩემი გული ვერ აღიარებდა იმას, რომ ამაში რაიმე მისტიკური ან სასწაულებრივი მადლი იყო.
His death on the Cross was a great example to the world, but that there was anything like a mysterious or miraculous virtue in it my heart could not accept.
142600.
განდი | ნაწილი II, თავი XV
ღვთისმოსავი ქრისტიანის ცხოვრებას ისეთის ვერაფრის მოცემა შეეძლო, რასაც სხვა რელიგიის აღმსარებელთა ცხოვრება ვერ მომცემდა.
The pious lives of Christians did not give me anything that the lives of men of other faiths had failed to give.