მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142601.
განდი | ნაწილი II, თავი XV
რაც შეეხება მსხვერპლის გაღებას, მეჩვენებოდა, რომ ინდუსები ბევრად მაღლა იდგნენ ქრისტიანებზე.
From the point of view of sacrifice, it seemed to me that the Hindus greatly surpassed the Christians.
142602.
განდი | ნაწილი II, თავი XV
არ შემეძლო, ქრისტიანობა ყველაზე სრულყოფილ რელიგიად ან რელიგიათაგან უდიდესად აღმექვა.
It was impossible for me to regard Christianity as a perfect religion or the greatest of all religions.
142603.
განდი | ნაწილი II, თავი XV
როცა კი საშუალება მეძლეოდა, ამ ჩემს ინტელექტუალურ ძიებებს ქრისტიან მეგობრებს ვუზიარებდი, მაგრამ მათი პასუხი არასოდეს მაკმაყოფილებდა.
I shared this mental churning with my Christian friends whenever there was an opportunity, but their answers could not satisfy me.
142604.
განდი | ნაწილი II, თავი XV
ქრისტიანობას თუ სწორედ იმის გამო ვერ ვაღიარებდი, რომ ის არც სრულყოფილად და არც უდიდეს რელიგიად არ მიმაჩნდა, იმ დროისათვის ჩემთვის არც ინდუიზმი იყო ასეთი.
Thus if I could not accept Christianity either as a perfect, or the greatest religion, neither was I then convinced of Hinduism being such.
142605.
განდი | ნაწილი II, თავი XV
ჩემი გასაჭირის შესახებ რაიჩანდბჰაის მივწერე.
I expressed my difficulties in a letter to Raychandbhai.
142606.
განდი | ნაწილი II, თავი XV
რაიჩანდბჰაის წერილმა ერთგვარად დამამშვიდა.
Raychandbhai's letter somewhat pacified me.
142607.
განდი | ნაწილი II, თავი XV
მან მთხოვა, მოთმინებით აღიჭურვე და ინდუიზმი უფრო ღრმად შეისწავლეო.
He asked me to be patient and to study Hinduism more deeply.
142608.
განდი | ნაწილი II, თავი XV
მისი ერთ-ერთი წინადადება დაახლოებით ასე ჟღერდა: „ამ თემის მიუკერძოებლად განხილვისას ვრწმუნდები, რომ არც ერთ სხვა რელიგიაში არ მოიძევება ისეთი ფაქიზი და ღრმა აზრი, როგორიც ინდუიზმში, სულიერების მისეულ ჭვრეტასა თუ სათნოებაში.“
One of his sentences was to this effect: 'On a dispassionate view of the question I am convinced that no other religion has the subtle and profound thought of Hinduism, its vision of the soul, or its charity.'
142609.
განდი | ნაწილი II, თავი XV
ყურანის სეილისეული თარგმანი ვიყიდე და კითხვას შევუდექი.
I purchased Sale's translation of the Koran and began reading it.
142610.
განდი | ნაწილი II, თავი XV
ისლამზე სხვა წიგნებიც შევიძინე.
I also obtained other books on Islam.
142611.
განდი | ნაწილი II, თავი XV
ჩემს ინგლისელ ქრისტიან მეგობრებსაც დავუკავშირდი.
I communicated with Christian friends in England.
142612.
განდი | ნაწილი II, თავი XV
ერთ-ერთმა მათგანმა ედვარდ მეიტლენდთან წარმადგინა და მასთანაც გავაჩაღე მიმოწერა.
One of them introduced me to Edward Maitland, with whom I opened correspondence.
142613.
განდი | ნაწილი II, თავი XV
მან გამომიგზავნა „გზა სრუყოფილებისაკენ“, წიგნი, რომელიც მან ანა კინგსფორდთან ერთად დაწერა.
He sent me The Perfect Way, a book he had written in collaboration with Anna Kingsford.
142614.
განდი | ნაწილი II, თავი XV
წიგნი თანამედროვე ქრისტიანული სარწმუნოების გმობას ეძღვნებოდა.
The book was repudiation of the current Christian belief.
142615.
განდი | ნაწილი II, თავი XV
მისგან კიდევ ერთი წიგნი მივიღე, — „ბიბლიის ახალი ინტერპრეტაცია“.
He also sent me another book, The New Interpretation of the Bible.
142616.
განდი | ნაწილი II, თავი XV
ტოლსტოის „შენშია უფლის საუფლომ“ გამაოგნა და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
Tolstoy's The Kingdom of God Is Within You overwhelmed me. It left an abiding impression on me.
142617.
განდი | ნაწილი II, თავი XV
მასში გამოვლენილი დამოუკიდებელი აზროვნების, ღრმა ზნეობრიობისა და სიწრფელის წინაშე მისტერ ქოუთსის მიერ მოცემული ყველა წიგნი თითქოს სრულებით გაუფერულდა.
Before the independent thinking, profound morality, and the truthfulness of this book, all the books given me by Mr. Coates seemed to pale into insignificance.
142618.
განდი | ნაწილი II, თავი XV
ძიებამ ისეთი მიმართულებით წამიყვანა, ჩემი ქრისტიანი მეგობრები რომ ვერ წარმოიდგენდნენ.
My studies thus carried me in a direction unthought of by the Christian friends.
142619.
განდი | ნაწილი II, თავი XV
ედვარდ მეიტლენდთან კარგა ხანს ვაგრძელებდი მიმოწერას, ხოლო რაიჩანდბჰაისთან - მის გარდაცვალებამდე.
My correspondence with Edward Maitland was fairly prolonged, and that with Raychandbhai continued until his death.
142620.
განდი | ნაწილი II, თავი XV
წავიკითხე რამდენიმე წიგნი, რომლებიც მან გამომიგზავნა.
I read some of the books he sent me.