მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142641.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
განა, რაკი ქრისტიანებად მოექცნენ, ინდოელები აღარ იყვნენ?
Did they cease to be Indians because they had become Christians?
142642.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
აბდულა შეთს სხვათაშორის ვუთხარი: „თუ ეს კანონპროექტი კანონად იქცა, აუტანელი ყოფა შეგვექმნება“.
I simply said to Abdulla Sheth: 'This Bill, if it passes into law, will make our lot extremely difficult'.
142643.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„ის იქნება პირველი ლურსმანი ჩვენი კუბოს ფიცარზე“.
'It is the first nail into our coffin'.
142644.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„კანონპროექტი ჩვენი ღირსების საფუძველს ანგრევს“.
'The bill strikes at the root of our self-respect'.
142645.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
მე გიამბობთ საარჩევნო ხმის უფლების ისტორიას.
'I will tell you the genesis of the franchise question'.
142646.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
ამის შესახებ არაფერი ვიცოდით.
We knew nothing about it.
142647.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
დიდი მოუსვენარი კაცია და რადგან მასა და „უორფ ენჯინიერს“ შორის უთანხმოება ჩამოვარდა, შეშინდა, ვაითუ, ,,ენჯინიერმა“ ხმები წამართვას და არჩევნებში დამამარცხოსო.
He is a great fighter, and there being no love lost between him and the Wharf Engineer, he feared that the Engineer might deprive him of his votes and defeat him at the election.
142648.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„მაგრამ ჩვენ გვესმის, თქვენ რას გულისხმობთ“.
'But we understand what you say'.
142649.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„კეთილი, მაშ, რას გვირჩევთ?“
'Well, then, what is your advice?'
142650.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
დანარჩენი სტუმრები ამ საუბარს გულისყურით უსმენდნენ.
The other guests were listening to this conversation with attention.
142651.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
ერთმა მათგანმა თქვა: „გინდათ, გითხრათ, როგორ უნდა მოვიქცეთ?“
One of them said: 'Shall I tell you what should be done?'
142652.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„თქვენ უნდა გააუქმოთ თქვენი ბილეთი ამ გემზე, დარჩეთ აქ კიდევ ერთი თვე, ჩვენ ვიბრძოლებთ, თქვენ კი გვიხელმძღვანელებთ“.
'You cancel your passage by this boat, stay here a month longer, and we will fight as you direct us.'
142653.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
ყველამ ერთხმად შესძახა: „მართლია, მართალი. აბდულა შეთ, არსად არ გაუშვათ განდიბაი!“
All the others chimed in: 'Indeed, indeed. Abdulla Sheth, you must detain Gandhibhai.'
142654.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
შეთი გამჭრიახი კაცი იყო.
The Sheth was a shrewd man.
142655.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
მან თქვა: „მე უკვე აღარ მაქვს უფლება, ის შევაჩერო“.
He said: 'I may not detain him now'.
142656.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„მოდით, დავიყოლიოთ განდი, რომ დარჩეს“.
'Let us all persuade Gandi to stay on'.
142657.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ის ვექილია“.
But you should remember that he is a barrister.
142658.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„რას იტყვით მის ანაზღაურებაზე?“
'What about his fees?'
142659.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
ფულის ხსენება გულზე მომხვდა და ჩავერიე: „აბდულა შეთ, ანაზღაურებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია“.
The mention of fees pained me, and I broke in: 'Abdulla Sheth, fees are out of the question'.
142660.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„საზოგადოებრივ საქმიანობასთან ჰონორარს რა კავშირი აქვს?“
'There can be no fees for public work'.