მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142621.
განდი | ნაწილი II, თავი XV
„პანჩიკარანი“, „მანირატნამალა“, „იოგავასიშტას მუმუშუ პრაკარა ნი“, ჰარიბჰადრა სურის „შადდარშანა სამუჩაია“ და სხვები.
Panchikaran, Maniratnamala, Mumukshu Prakaran of Yogavasistha, Haribhadra Suri's Shaddarshana Samuchchaya and others.
142622.
განდი | ნაწილი II, თავი XV
მართალია, მე იმ გზას არ დავადექი, რომელსაც ჩემი ქრისტიანი მეგობრები მიმზადებდნენ, მაგრამ მათ წინაშე მუდამ დავალებულად ვიგრძნობ თავს იმის გამო, რომ ჩემში რელიგიური ცნობისმოყვარეობა გააღვივეს.
Though I took a path my Christian friends had not intended for me, I have remained for ever indebted to them for the religious quest that they awakened in me.
142623.
განდი | ნაწილი II, თავი XV
ყოველთვის სიყვარულით ვატარებ გულში მათთან ურთიერთობის მოგონებებს.
I shall always cherish the memory of their contact.
142624.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა“.
MAN PROPOSES, GOD DISPOSES.
142625.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
საქმე დაიხურა და მეც პრეტორიაში ყოფნის მიზეზი ამომეწურა.
The case having been concluded, I had no reason for staying in Pretoria.
142626.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
ამიტომ დურბანში დავბრუნდი და შინ გასამგზავრებლად მზადება დავიწყე.
So I went back to Durban and began to make preparations for my return home.
142627.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
მან ჩემ პატივსაცემად გამოსამშივდობებელი წვეულება გამართა საიდენჰემში.
He gave a farewell party in my honour at Sydenham.
142628.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
განზრახული გვქონდა, მთელი დღე იქ გაგვეტარებინა.
It was proposed to spend the whole day there.
142629.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
ამ პროექტის შესახებ არც მე ვიცოდი რამე და არც იქ შეკრებილმა დანარჩენმა სტუმრებმა.
I was ignorant of the bill, and so were the rest of the guests who had assembled there.
142630.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„აბა, ჩვენ რა გაგვეგება მაგ საკითხების?“
'What can we understand in these matters?'
142631.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რაც ვაჭრობასთანაა დაკავშირებული“.
'We can only understand things that affect our trade'.
142632.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„მოგეხსენება, ორანჟის თავისუფალ პროვინციაში მთელ ჩვენს ვაჭრობას ბოლო მოუღეს“.
'As you know all our trade in the Orange Free State has been swept away'.
142633.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„ვინერვიულეთ, მაგრამ ვერაფერს გავხდით“.
'We agitated about it, but in vain'.
142634.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ „კოჭლი“ – უწიგნური ხალხი ვართ“.
'We are after all lame men, being unlettered'.
142635.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„გაზეთებს მარტო იმიტომ ვყიდულობთ, რომ ყოველდღიური საბაზრო მაჩვენებლები და ამგვარი რამეები დავადგინოთ“.
'We generally take in newspapers simply to ascertain the daily market rates, etc.'
142636.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„ჩვენი თვალი და ყური აქ ევროპელი იურისტები არიან“.
'Our eyes and ears are the European attorneys here.'
142637.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
– კი მაგრამ, აქ ხომ ამდენი ინდოელი ახალგაზრდა იურისტია, აქ დაბადებული და განათლებამიღებული, განა, ისინი არ გეხმარებიან?
'But there are so many young Indians born and educated here. Do not they help you?'
142638.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
გაქრისტიანებულები, თეთრ სამღვდელოებას ჰყავს გამოჭერილი, სამღვდელოება კი, თავის მხრივ, მთავრობას ემორჩილება.
'Being Christians, they are under the thumb of the white clergymen, who in their turn are subject to the Government'.
142639.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
ამან თვალი ამიხილა.
This opened my eyes.
142640.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
მივხვდი, რომ ეს ჯგუფი ჩვენიანებად უნდა მიგვეჩნია.
I felt that this class should be claimed as our own.