მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142661.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„თქვენ იცით, რომ ყველა აქ მყოფ მეგობარს არ ვიცნობ“.
'And as you know, I am not acquainted with all these friends'.
142662.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„მაგრამ თუ დარწმუნებული ხართ, რომ ისინიც დამეხმარებიან, მზადა ვარ ერთი თვით გადავდო გამგზავრება“.
'But if you believe that they will co-operate, I am prepared to stay a month longer'.
142663.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„თუმცა, არის კიდევ ერთი რამ“.
'There is one thing, however'.
142664.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„მართალია, მე არაფერი არ უნდა გადამიხადოთ, მაგრამ იმ სახის საქმიანობა, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, თანხის გარეშე ადგილიდან ვერ დაიძვრება“.
'Though you need not pay me anything, work of the nature we contemplate cannot be done without some funds to start with'.
142665.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„იმ თანხით ჩვენ შეგვეძლება კორესპონდენციის გაგზავნა, შეიძლება, ლიტერატურის ბეჭდვაც მოგვიხდეს, შეიძლება, მოგზაურობა ან ადგილობრივი იურისტების კონსულტაცია დაგვჭირდეს“;
'Thus we may have to send telegrams, we may have to print some literature, some touring may have to be done, the local attorneys may have to be consulted'.
142666.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„ხოლო რადგან მე თქვენს კანონებს არ ვიცნობ, ალბათ, სამართლის სახელმძღვანელოებიც დამჭირდება“.
'As I am ignorant of your laws, I may need some law-books'.
142667.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„ყველაფერ ამას უფულოდ ვერ შევძლებთ“.
'All this cannot be done without money'.
142668.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„და ისიც ცხადია, რომ ამ საქმეს მხოლოდ ერთი კაცი თავს ვერ გაართმევს“.
'And it is clear that one man is not enough for this work'.
142669.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
და ხმები გუნდად შეიკრა: „ალაჰი დიდია და მოწყალე. ფული იქნება“.
And a chorus of voices was heard: 'Allah is great and merciful. Money will come in'.
142670.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„ხალხი უკვე იმდენია, რამდენსაც მოისურვებთ“.
'Men there are, as many as you may need'.
142671.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
„თქვენ ოღონდ დაგვთანხმდით და დარჩით და ყველაფერი კარგად იქნება“.
'You please consent to stay and all will be well.'
142672.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
ასე გადაიქცა გამოსამშვიდობებელი წვეულება მუშა კომიტეტის კრებად.
The farewell party was thus turned into a working committee.
142673.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
მე შევთავაზე, სადილს სწრაფად მოვრჩეთ და შინ დავბრუნდეთ-მეთქი.
I suggested finishing dinner quickly and getting back home.
142674.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
დავადგინე იმ ხალხის ვინაობა, ვინც ამომრჩეველთა სიაში იყო შეყვანილი და გადავწყვიტე, ერთი თვით დავრჩენილიყავი.
I ascertained the names of those who were on the list of voters, and made up my mind to stay on for a month.
142675.
განდი | ნაწილი II, თავი XVI
ასე ჩაუყარა უფალმა საფუძველი ჩემს ცხოვრებას აფრიკაში.
Thus God laid the foundations of my life in South Africa.
142676.
განდი | ნაწილი II, თავი XVII
ნატალში დაბინავება.
SETTLED IN NATAL.
142677.
განდი | ნაწილი II, თავი XVII
შეთი ჰაჯი მუჰამედ ჰაჯი დადა 1893 წელს ნატალის ინდური სათვისტომოს უდავო ლიდერი იყო.
Sheth Haji Muhammad Haji Dada was regarded as the foremost leader of the Indian community in Natal in 1893.
142678.
განდი | ნაწილი II, თავი XVII
ამდენად, პირველი შეკრება, რომელზეც გადაწყდა, რომ წინააღმდეგობა უნდა გაგვეწია ხმის უფლების კანონპროექტისათვის, აბდულა შეთის სახლში სწორედ მისი თავმჯდომარეობით შედგა.
The first meeting was, therefore, held under his presidentship at the house of Abdulla Sheth, at which it was resolved to offer opposition to the Franchise Bill.
142679.
განდი | ნაწილი II, თავი XVII
მოხალისეები ჩაეწერნენ.
Volunteers were enrolled.
142680.
განდი | ნაწილი II, თავი XVII
შეკრებაზე მოვიწვიეთ ნატალში დაბადებული ინდოელები ანუ, მეტწილად, ქრისტიანი ახალგაზრდები.
Natal-born Indians mostly Christian Indian youths, had been invited to attend this meeting.