მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142741.
განდი | ნაწილი II, თავი XVII
— რა გარანტიაა, რომ სასამართლო ანგარიშს გამიწევს?
'How can I be sure that the court will respond to me?'
142742.
განდი | ნაწილი II, თავი XVII
— ასე რომ, მაშინაც რისკს გასწევთ, თუ ჰონორარს წინასწარ გადამიხდით.
'So even in giving me retainers you may be running some risk'.
142743.
განდი | ნაწილი II, თავი XVII
გარდა ამისა, დადა აბდულამ აუცილებელი ავეჯი მიყიდა იმ ფულით, რის გადმოცემასაც ჩემთვის გამგზავრებისას აპირებდა.
Besides this, Dada Abdulla purchased me the necessary furniture in lieu of a purse he had intended to give me on my departure.
142744.
განდი | ნაწილი II, თავი XVII
აი, ასე დავსახდლი ნატალში.
Thus I settled in Natal.
142745.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
ნატალის ინდური კონგრესი.
NATAL INDIAN CONGRESS.
142746.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
იმისათვის, რომ ჩემი ნატალში ყოფნა გამართლებული ყოფილიყო, მთელი გულისყური საზოგადოებრივი საქმიანობისკენ უნდა მიმეპყრო.
It was necessary that I should concentrate on public work to justify my stay in Natal.
142747.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
კოლონიების სახელმწიფო მდივანზე შთაბეჭდილების მოსახდენად ყველაზე მნიშვნელოვანი იყო განუწყვეტელი აგიტაცია.
Sustained agitation was essential for making an impression on the Secretary of State for the Colonies.
142748.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
ამ მიზნით აუცილებლად მივიჩნიეთ მუდმივმოქმედი ორგანიზაციის შექმნა.
For this purpose it was thought necessary to bring into being a permanent organization.
142749.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
ყველამ ერთად გადავწყვიტეთ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბება.
We all decided to have a public organization.
142750.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
ის არ უნდა ჰგვანებოდა რომელიმე პარტიის სახელს.
It was not to identify itself with any particular party.
142751.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
ვიცოდი, რომ სახელი „კონგრესი“ ინგლისში უსიამოვნოდ აღიქმებოდა კონსერვატორების მიერ, მაშინ, როცა ინდოეთი სწორედ კონგრესით ცოცხლობდა.
The name 'Congress', I knew, was in bad odour with the Conservatives in England, and yet the Congress was the very life of India.
142752.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
მე მინდოდა ის ნატალშიც პოპულარული გამეხადა.
I wanted to popularize it in Natal.
142753.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
ამიტომ მას შემდეგ, რაც საფუძვლიანად დავასაბუთე ჩემი მოსაზრება, წამოვაყენე აზრი, რომ ჩვენს ორგანიზაციას უნდა რქმეოდა „ნატალის ინდური კონგრესი“.
Therefore, with full explanation of my reasons, I recommended that the organization should be called the Natal Indian Congress.
142754.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
22 მაისს ნატალის ინდურმა კონგრესმა არსებობა დაიწყო.
On the 22<sup>nd</sup> May the Natal Indian Congress came into being.
142755.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
იმ დღეს დადა აბდულას უზარმაზარი ოთახი ხალხით გაივსო.
Dada Abdulla's spacious room was packed to the full on that day.
142756.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
კონგრესს ყველა დამსწრემ მხურვალედ დაუჭირა მხარი.
The Congress received the enthusiastic approval of all present.
142757.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
მისი წესდება მარტივი გახლდათ, მასში გაწევრიანება კი — ძნელი.
Its constitution was simple, the subscription was heavy.
142758.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
წევრობის უფლება მხოლოდ იმას ჰქონდა, ვინც თვეში ხუთ შილინგს გადაიხდიდა.
Only he who paid five shillings monthly could be a member.
142759.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
სათვისტომოს შეძლებული ნაწილი დაიყოლიეს, გადაეხადათ იმდენი, რამდენსაც გაიმეტებდნენ.
The well-to-do classes were persuaded to subscribe as much as they could.
142760.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
კიდევ ორმა მეგობარმა აღნიშნა იგივე თანხა.
Two other friends also put down the same.