მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142761.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
მივიჩნიე, რომ არც მე უნდა გადამეხადა ამაზე ბევრად ნაკლები და თვეში ერთი გირვანქა ჩავწერე.
I thought I should not stint my subscription, and put down a pound per month.
142762.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
კიდევ უფრო მეტი თვეში 10 შილინგად გაწევრიანდა.
The number of those who put down 10 shillings was even larger.
142763.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
ამას გარდა, შემოწირულობებიც გაჩნდა, რომელთაც მადლიერებით ვიღებდით.
Besides this, there were donations which I gratefully accepted.
142764.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საწევროს არავინ გადაიხდიდა მხოლოდ იმიტომ, რომ სთხოვეს.
Experience showed that no one paid his subscription for the mere asking.
142765.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
თავად დურბანის მკვიდრთა დიდი ნაწილიც მხოლოდ დაჟინებული მოთხოვნის შედეგად თუ იხდიდა საწევროს.
Even the members in Durban had to be considerably dunned before they would pay in their subscriptions.
142766.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
საწევროს შეკრება მე დამევალა, რადგან მდივნის მოვალეობას ვასრულებდი.
The task of collecting subscriptions lay with me, I being the secretary.
142767.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
მივხვდი, რომ ვითარების გამოსასწორებლად საწევროები ყოველთვიური კი არა, ყოველწლიური უნდა გაგვეხადა და თანაც მკაცრი წინასწარი გადახდა დაგვეწესებინა.
I felt that, if the situation was to be improved, the subscriptions should be made payable annually and not monthly, and that too strictly in advance.
142768.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
ამიტომ მოვიწვიე კონგრესის კრება.
So I called a meeting of the Congress.
142769.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
ყველამ მოიწონა ჩემი წინადადება, საწევროები წლიურად გვეხადა და მინიმალურ თანხად 3 ფუნტი დასახელდა.
Everyone welcomed the proposal for making the subscription annual and for fixing the minimum at £3.
142770.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
ამან ფულის შეკრების საქმე გაცილებით გაამარტივა.
Thus the work of collection of the money was considerably facilitated.
142771.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
კაცი ხალხს უმეტეს საკითხებში შეიძლება სიტყვაზე ენდოს, მაგრამ არა – ფულთან დაკავშირებით.
One could rely on people's promises in most matters except in respect of money.
142772.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
არასოდეს მინახავს, ადამიანი ხალისით იხდიდეს შეპირებულ თანხას და არც ნატალელი ინდოელები წარმოადგენდნენ ამ საკითხში გამონაკლისს.
I had never found people quick to pay the amounts they had undertaken to subscribe, and the Natal Indians were no exception to the rule.
142773.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
ამდენად, ვინაიდან საქმეს არასოდეს ვიწყებდით, ფული თუ ხელზე არ გვქონდა, ნატალის ინდურ კონგრესს არასოდეს ვალი არ დასდებია.
As, therefore, no work was done unless there were funds on hand, the Natal Indian Congress has never been in debt.
142774.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
ჩემმა თანამშრომლებმა ახალი წევრების მოზიდვის საქმეში დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინეს.
My co-workers evinced extraordinary enthusiasm in canvassing members.
142775.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
ეს საქმე თავისთავადაც აინტერესებდათ და, ამავე დროს, ფასდაუდებელ გამოცდილებასაც იძენდნენ.
It was work which interested them and was at the same time an invaluable experience.
142776.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
ქვეყნის სიღრმეში გაბნეულ სოფლებში მუშაობა საკმაოდ რთული იყო.
Work in the distant villages of the interior was rather difficult.
142777.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
ქვეყნის სიღრმეში გაბნეულ სოფლებში მუშაობა საკმაოდ რთული იყო.
Work in the distant villages of the interior was rather difficult.
142778.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
ხალხს არ ესმოდა, რას ნიშნავდა საზოგადეობრივი საქმიანობა.
People did not know the nature of public work.
142779.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
და მაინც, გვეპატიჟებოდნენ ქვეყნის უკიდურეს წერტილებშიც კი, სადაც ყოველ კონკრეტულ უბანში ბობოლა სოვდაგრები სტუმართმოყვარეობას არ იშურებდნენ.
And yet we had invitations to visit far away places, leading merchants of every place extending their hospitality.
142780.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
ადამიანები არასდროს მოითხოვდნენ გადახდილი თანხის ქვითარს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვაძალებდით, რომ ქვითარი აეღოთ.
People never cared to have receipts for the amounts they paid, but we always insisted on the receipts being given.