მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142801.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
იურისტთა საზოგადოებამ საკუთარი პროტესტის დასაცავად ცნობილი ვექილი დაიქირავა.
The Law Society had engaged a distinguished lawyer to support their opposition.
142802.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
რადგან ის ვექილიც „დადა აბდულა ენდ კომპანისთან“ იყო დაკავშირებული, შეთი აბდულას პირით შემომითვალა, მნახეო.
As the lawyer too was connected with Dada Abdulla & Co., he sent me word through Sheth Abdulla to go and see him.
142803.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
შემდეგ მან მითხრა: „მე თქვენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“.
Then he said: 'I have nothing to say against you'.
142804.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
„მხოლოდ ის მაშინებდა, კოლონიაში დაბადებული ავანტურისტი ხომ არ არის მეთქი?!“
'I was only afraid lest you should be some Colonial-born adventurer'.
142805.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
„ეჭვი იმანაც გამიმძაფრა, რომ განცხადებას ინგლისის სერტიფიკატის ორიგინალი არ ჰქონდა დართული“.
'And the fact that your application was unaccompanied by the original certificate supported my suspicion'.
142806.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
„შემხვედრია ადამიანები, რომელთაც სხვისი დიპლომი გამოუყენებიათ“.
'There have been men who have made use of diplomas which did not belong to them'.
142807.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
„რა უნდა სცოდნოდათ მათ თქვენს შესახებ?“
'What do they know about you?'
142808.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
„რამდენად ახლოს გიცნობენ?“
'What can be the extent of their acquaintance with you?'
142809.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
– კი მაგრამ, აქ ჩემთვის ყველა უცხოა.
'But everyone here is a stranger to me'.
142810.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
– შეთი აბდულაც კი აქ გავიცანი.
'Even Sheth Abdulla first came to know me here.'
142811.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
– თუ მამათქვენი იქ პრემიერ-მინისტრად მსახურობდა, გამოდის, შეთი აბდულა უნდა იცნობდეს თქვენს ოჯახს.
'It your father was Prime Minister there, Sheth Abdulla is bound to know your family'.
142812.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
– მისი დახასიათება რომ მოგეტანათ, არაფერი მექნებოდა საწინააღმდეგო.
'If you were to produce his affidavit, I should have absolutely no objection'.
142813.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
– მაშინ სიხარულით ვაცნობებდი იურისტთა საზოგადოებას, რომ არ შემეძლო, არ მიმეღო თქვენი განცხადება.
'I would then gladly communicate to the Law Society my inability to oppose your application.'
142814.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
ამ საუბარმა აღმაშფოთა, მაგრამ ჩემი გრძნობები არ გამიმჟღავნებია.
This talk enraged me, but I restrained my feelings.
142815.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
და, საერთოდ, რა ესაქმება ვექილად მიღების საკითხს ჩემს წარმომავლობასა და წარსულთან?
And what has my admission as an advocate to do with my birth and my antecedents?
142816.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
მაგრამ თავი შევიკავე და მშვიდად ვუპაუხე:
But I contained myself and quietly replied:
142817.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
— მართალია, მიმაჩნია, რომ იურისტთა საზოგადოებას არა აქვს უფლება ამ სახის წვრილმანები მოითხოვოს, მაგრამ მზადა ვარ წარმოგიდგინოთ ის დახასიათება, რომელსაც ჩემგან ითხოვთ.
'Though I do not admit that the Law Society has any authority to require all these details, I am quite prepared to present the affidavit you desire.'
142818.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
მთავარმა მოსამართლემ ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა: „არგუმენტი, რომ განმცხადებელმა სერტიფიკატის ორიგინალი არ წარმოადგინა, უსაფუძვლოა.
The Chief justice said in effect: 'The objection that the applicant has not attached the original certificate has no substance'.
142819.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
სამართალი არ განასხვავებს თეთრ და ფერადკანიან ადამიანებს.
The law makes no distinction between white and coloured people.
142820.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
ამდენად, სასამართლოს არავითარი უფლება არა აქვს, დააბრკოლოს მისტერ განდის ადვოკატურაში გაწევრიანება.
The Court has therefore no authority to prevent Mr. Gandhi from being enrolled as an advocate.