მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142781.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
ამრიგად ყოველი პაი ზუსტად იყო აღრიცხული.
Every pie was thus clearly accounted for.
142782.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
გულდასმით აღრიცხული ხარჯთაღრიცხვა არის sine quia non ყოველი ორგანიზაციისათვის.
Carefully kept accounts are a sine qua non for any organization.
142783.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
კოლონიაში დაბადებული ინდოელების საგანმანათლებლო კავშირი კონგრესის მხარდაჭერით დაარსდა.
The Colonial-born Indian Educational Association was founded under the auspices of the Congress.
142784.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
მისი წევრები ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ.
The members consisted mostly of educated youths.
142785.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
მათ მხოლოდ ნომინალური გადასახადი მოეთხოვებოდათ.
They had to pay a nominal subscription.
142786.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
კავშირი მათი მოთხოვნებისა და საჩივრების განხილვას ემსახურებოდა, ხელს უწყობდა მათ სულიერ განვითარებას, აკავშირებდა ინდოელ ვაჭრებთან და, გარდა ამისა, საშუალებას აძლევდა, სამსახური გაეწიათ ინდური საზოგადოებისათვის.
The Association served to ventilate their needs and grievances, to stimulate thought amongst them, to bring them into touch with Indian merchants and also to afford them scope for service of the community.
142787.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
ამ კავშირთან პატარა ბიბლიოთეკაც შეიქმნა.
A small library was also opened in connection with the Association.
142788.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
კონგრესის მესამე ფუნქციას პროპაგანდა შეადგენდა.
The third feature of the Congress was propaganda.
142789.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
მეორე იყო „ინდოელების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მოწოდება“.
The other was entitled the Indian Franchise – An Appeal.
142790.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
ეს ნატალში შცხოვრები ინდოელების საარჩევნო უფლების მოკლე ისტორია გახლდათ და მასში მოხმობილი იყო შესაბამისი ფაქტები და ციფრები.
It contained a brief history of the Indian franchise in Natal with facts and figures.
142791.
განდი | ნაწილი II, თავი XVIII
ამ საქმიანობამ ის შედეგი გამოიღო, რომ სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ ინდოელებს მეგობართა მრავალრიცხოვანი არმია შესძინა და ინდოეთში ყველა პარტიის მხარდაჭერა მოუპოვა.
This activity resulted in winning the Indians numerous friends in South Africa and in obtaining the sympathy of all parties in India.
142792.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
რასობრივი ბარიერი.
COLOUR BAR.
142793.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
სამართლიანი სასამართლოს სიმბოლო სასწორია, რომელიც ხელში მშვიდად უჭირავს მიუკერძოებელ, ბრმა, მაგრამ შორსმჭვრეტელ ქალს.
The symbol of a Court of justice is pair of scales held evenly by an impartial and blind but sagacious woman.
142794.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
ბედისწერამ ის შეგნებულად დააბრმავა, რათა მან ადამიანი განსაჯოს არა მისი გარეგნობის, არამედ — ღირსებების მიხედვით.
Fate has purposely made her blind, in order that she may not judge a person from his exterior but from his intrinsic worth.
142795.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
მაგრამ ნატალის იურისტთა საზოგადოებამ განიზრახა უზენაესი სასამართლო დაერწმუნებინა, რომ მას ამ პრინციპის საწინააღმდეგოდ უნდა ემოქმედა.
But the Law Society of Natal set out to persuade the Supreme Court to act in contravention of this principle.
142796.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
მე უზენაეს სასამართლოს მივმართე განცხადებით, რომ ადვოკატურაში მივეღე.
I applied for admission as an advocate of the Supreme Court.
142797.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
როგორც წესი, ასეთი განცხადებები გენერალურ პროკურორს შეჰქონდა, ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე.
As a rule, the Attorney General presented such applications without fees.
142798.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
ამჯერად იურისტთა საზოგადოებამ განმაცვიფრა შეტყობინებით, რომელშიც ნებართვის მოცემაზე უარს მეუბნებოდა.
The Law Society now sprang a surprise on me by serving me with a notice opposing my application for admission.
142799.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
ერთ-ერთ არგუმენტად ის წამომიყენეს, რომ განცხადებას ინგლისის სერტიფიკატის ორიგინალი არ დავურთე.
One of their objections was that the original English certificate was not attached to my application.
142800.
განდი | ნაწილი II, თავი XIX
მაგრამ მთავარი არგუმენტი ის გახლდათ, რომ, როცა ადვოკატთათვის ნებართვის გაცემის რეგლამენტი დაკანონდა, ფერადკანიანების განცხადებების მიღების საკითხი არც კი განუხილავთ.
But the main objection was that, when the regulations regarding admission of advocates were made, the possibility of a coloured man applying could not have been contemplated.