მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142841.
განდი | ნაწილი II, თავი XX
მინდოდა, რომ ექიმს ბალასუნდარამის ფიზიკური მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო ცნობა გაეცა.
I wanted a certificate from the doctor about the nature of the injury Balasundaram had sustained.
142842.
განდი | ნაწილი II, თავი XX
ჩემი სურვილი დამქირავებლის დასჯა სულაც არ იყო.
It was far from my desire to get the employer punished.
142843.
განდი | ნაწილი II, თავი XX
წავიკითხე კანონი ხელშეკრულებით დაქირავებული მუშახელის შესახებ.
I read the law about indentured labour.
142844.
განდი | ნაწილი II, თავი XX
თუკი, ჩვეულებრივი მსახური სამსახურს გაუფრთხილებლად მიატოვებდა, მას უფლება ჰქონდა, მისთვის სამოქალაქო სასამართლოში ეჩივლა.
If an ordinary servant left service without giving notice, he was liable to be sued by his master in a civil court.
142845.
განდი | ნაწილი II, თავი XX
ხელშეკრულებით დაქირავებული მუშის საქმე სულ სხვაგვარად იყო.
With the indentured labourer the case was entirely different.
142846.
განდი | ნაწილი II, თავი XX
ამავე სახის დანაშაულისთვის მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა და, თუ ბრალი დაუმტკიცდებოდა, უეჭველი პატიმრობა ელოდა.
He was liable, in similar circumstances, to be proceeded against in a criminal court and to be imprisoned on conviction.
142847.
განდი | ნაწილი II, თავი XX
ამიტომაც იყო, რომ სერ უილიამ ჰანტერი სახელშეკრულებო სისტემას ლამის მონობის ტოლფას მავნებლობად მიიჩნევდა.
That is why Sir William Hunter called the indenture system almost as bad as slavery.
142848.
განდი | ნაწილი II, თავი XX
მონის მსგავსად, დაქირავებული მუშაც ბატონის საკუთრებად ითვლებოდა.
Like the slave the indentured labourer was the property of his master.
142849.
განდი | ნაწილი II, თავი XX
ბალასუნდარამის გასათავისუფლებლად ორად-ორი გზა არსებობდა:
There were only two ways of releasing Balasundaram:
142850.
განდი | ნაწილი II, თავი XX
ან მისი კონტრაქტი ხელშეკრულებით დაქირავებული მუშახელის პროტექტორს უნდა გაეუქმებინა და სხვასთან გადაეყვანა სამუშაოდ, ან უშუალოდ მისი ბატონისთვის უნდა მოგვეთხოვა ბალასუნდარამის განთავისუფლება.
Either by getting the Protector of Indentured Labourers to cancel his indenture or transfer him to someone else, or by getting Balasundaram's employer to release him.
142851.
განდი | ნაწილი II, თავი XX
„თქვენს წინააღმდეგ საქმის აღძვრისა და თქვენი დასჯის სურვილი არა მაქვს“.
'I do not want to proceed against you and get you punished'.
142852.
განდი | ნაწილი II, თავი XX
„კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს კაცი სასტიკად სცემეთ“.
'I think you realize that you have severely beaten the man'.
142853.
განდი | ნაწილი II, თავი XX
„მე იმითაც დავკმაყოფილდები, თუკი მას ხელშეკრულებით ვინმეს სხვას გადასცემთ“.
'I shall be satisfied if you will transfer the indenture to someone else.'
142854.
განდი | ნაწილი II, თავი XX
ის ამაზე მაშინვე დამთანხმდა.
To this he readily agreed.
142855.
განდი | ნაწილი II, თავი XX
ისიც დამთანხმდა იმ პირობით, თუ ახალ დამსაქმებელს მე თვითონ მოვნახავდი.
He also agreed, on condition that I found a new employer.
142856.
განდი | ნაწილი II, თავი XX
ასე შევუდექი დამსაქმებლის ძებნას.
So I went off in search of an employer.
142857.
განდი | ნაწილი II, თავი XX
დამსაქმებელი ევროპელი უნდა ყოფილიყო, რადგან ინდოელს არ ჰქონდა კონტრაქტორების დაქირავების უფლება.
The employer had to be a European, as no Indians could employ indentured labour.
142858.
განდი | ნაწილი II, თავი XX
იმ დროს ძალიან ცოტა ევროპელს ვიცნობდი.
At that time I knew very few Europeans.
142859.
განდი | ნაწილი II, თავი XX
შევხვდი ერთ-ერთ მათგანს.
I met one of them.
142860.
განდი | ნაწილი II, თავი XX
ის სულგრძელად დამთანხმდა ბალასუნდარამის აყვანას.
He very kindly agreed to take on Balasundaram.