მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142861.
განდი | ნაწილი II, თავი XX
მეც საუკეთესო შესაძლებლობა მომეცა, მათი სიხარულისა და მწუხარების მიზეზი შემეტყო.
I got the best opportunity of learning their joys and sorrows.
142862.
განდი | ნაწილი II, თავი XX
ხმამ ბალასუნდარამის საქმის შესახებ შორეულ მადრასამდეც მიაღწია.
The echoes of Balasundaram's case were heard in far off Madras.
142863.
განდი | ნაწილი II, თავი XX
ამ საქმეში თავისთავად არაფერი იყო უჩვეულო.
There was nothing extraordinary in the case itself.
142864.
განდი | ნაწილი II, თავი XX
როგორც გითხარით, ბალასუნდარამი ჩემს ოფისში რომ შემოვიდა, თავსაბურავი ხელში ეჭირა.
I have said that Balasundaram entered my office, head-gear in hand.
142865.
განდი | ნაწილი II, თავი XX
ეს ვითარება ჩვენი დამცირებული მდგომარეობის ამსახველი თავისებური პათოსით იყო გაჟღენთილი.
There was a peculiar pathos about the circumstance which also showed our humiliation.
142866.
განდი | ნაწილი II, თავი XX
უკვე გიამბეთ, ერთხელ როგორ მომთხოვეს, ჩალმა მომეხადა.
I have already narrated the incident when I was asked to take off my turban.
142867.
განდი | ნაწილი II, თავი XX
ორივე ხელით მისალმებაც კი არ კმაროდა.
A salute even with both hands was not sufficient.
142868.
განდი | ნაწილი II, თავი XX
ბალასუნდარამს ეგონა, რომ ჩემთანაც ასე უნდა მოქცეულიყო.
Balasundaram thought that he should follow the practice even with me.
142869.
განდი | ნაწილი II, თავი XX
ასეთი რამ პირველად გამოვცადე.
This was the first case in my experience.
142870.
განდი | ნაწილი II, თავი XX
ასეც მოიქცა. ოდნავ კი ყოყმანობდა, მაგრამ სახეზე კმაყოფილება მაინც შევატყვე.
He did so, not without a certain hesitation, but I could perceive the pleasure on his face.
142871.
განდი | ნაწილი II, თავი XX
ჩემთვის დღესაც გაუგებარია, როგორ შეიძლება, კაცმა საკუთარი თავის პატივისცემად აღიქვას თანამოძმის დამცირება.
It has always been a mystery to me how men can feel themselves honoured by the humiliation of their fellow beings.
142872.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
3 ფუნტიანი ბეგარა.
THE £3 TAX.
142873.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
ბალასუნდარამის საქმემ ხელშეკრულებით მომუშავე ინდოელ მოჯამაგირეებს დამაახლოვა.
Balasundaram's case brought me into touch with the indentured Indians.
142874.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
განსაკუთრებულად მძიმე დაბეგვრის კანონი, რომლის შემოსაღებად ახალი კამპანია გაჩაღდა, მათი მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლისკენ მიბიძგებდა.
What impelled me, however, to make a deep study of their condition was the campaign for bringing them under special heavy taxation.
142875.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
იმავე, 1894 წელს, ნატალის მთავრობამ მოიწადინა, ხელშეკრულებით მომუშავე ინდოელი მოჯამაგირეებისთვის წლიურ ბეგარად 25 გირვანქა სტერლინგი დაეწესებინა.
In the same year, 1894, the Natal Government sought to impose an annual tax of £25 on the indentured Indians.
142876.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
საკითხი კონგრესის წინაშე გავიტანე განსახილველად.
I put the matter before the Congress for discussion.
142877.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
უნდა აგიხსნათ ამ ბეგარის წარმოშობის ისტორია.
I must explain briefly the genesis of the tax.
142878.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
დაახლოებით 1860 წელს ნატალელმა ევროპელებმა აღმოაჩინეს, რომ არსებობდა ლერწმის მოშენების საკმაოდ დიდი პერსპექტივა.
About the year 1860 the Europeans in Natal, finding that there was considerable scope for sugar-cane cultivation.
142879.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
უცხოეთიდან მოწვეული მუშახელის გარეშე ლერწმის მოშენებასა და შაქრის წარმოებას ვერ აუვიდოდნენ, რადგან ნატალელი ზულუსები ამ სახის სამუშაოსთვის არ გამოდგებოდნენ.
Without outside labour the cultivation of cane and the manufacture of sugar were impossible, as the Natal Zulus were not suited to this form of work.
142880.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
ამიტომ ნატალის მთავრობა ინდოეთის მთავრობას დაუკავშირდა და ინდოელი მუშახელის დაქირავების უფლება მოიპოვა.
The Natal Government therefore corresponded with the Indian Government, and secured their permission to recruit Indian labour.