მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142901.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
მაშინ ვთვლიდი, და ახლაც ამ აზრისა ვარ, რომ ეს სერიოზული შეცდომა იყო მეფისნაცვალის მხრიდან.
I thought then, as I do even now, that this was a serious blunder on the part of the Viceroy.
142902.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
როცა ამ თანხმობას იძლეოდა, ის ინდოეთის ინტერესებზე არანაირად არ ფიქრობდა.
In giving his approval he had in no way thought of the interests of India.
142903.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
სამ-ოთხ წელიწადში, ხელშეკრულებით მომუშავე ინდოელი მოჯამაგირე, მისი ცოლი, ვაჟიშვილი, რომელსაც 16 წელი შეუსრულდებოდა და 13 წელს გადაცილებული ქალიშვილი, – ყველა იბეგრებოდა.
In the course of three or four years an indentured labourer with his wife and each male child over 16 and female child over 13 came under the impost.
142904.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
12 გირვანქა სტერლინგის წართმევა ოთხწევრიანი ოჯახისათვის - ქმრისთვის, ცოლისა და ორი შვილისათვის, — როცა ქმრის საშუალო შემოსავალი თვეში 14 შილინგს არასოდეს აღემატებოდა, სასტიკი და სრულიად გაუგონარი რამ იყო.
To levy a yearly tax of £12 from a family of four, – husband, wife and two children, – when the average income of the husband was never more than 14s. a month, was atrocious and unknown anywhere else in the world.
142905.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
ბეგარის წინააღმდეგ შეუპოვარი კამპანია წამოვიწყეთ.
We organized a fierce campaign against this tax.
142906.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
ნატალის ინდურ კონგრესს ხმა რომ არ აემაღლებინა, მეფისნაცვალს შესაძლოა 25-ფუნტიანი ბეგარაც დაემტკიცებინა.
If the Natal Indian Congress had remained silent, the Viceroy might have approved of even the £25 tax.
142907.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
25-დან 3-მდე დაწევა საეჭვოა, რომ მხოლოდ კონგრესის აგიტაციას განეპირობებინა, თუმცა, იქნებ ვცდებოდე კიდეც.
The reduction from 25 to 3 was probably due solely to the Congress agitation. But I may be mistaken in thinking so.
142908.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
შესაძლოა, ინდოეთის მთავრობამ თავიდანვე უარი თქვა 25-ფუნტიან ბეგარაზე და ის კონგრესისაგან დამოუკიდებლად 3 ფუნტამდე დასწია.
It may be possible that the Indian Government had disapproved of the £25 tax from the beginning and reduced it to £3, irrespective of the opposition from the Congress.
142909.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
მეფისნაცვალს, როგორც ინდოეთის კეთილდღეობის მეურვეს, არასგზით არ უნდა დაემტკიცებინა ეს არაადამიანური ბეგარა.
As trustee of the welfare of India, the Viceroy ought never to have approved of this inhuman tax.
142910.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
იმას, რომ ბეგარა 25-დან 3 ფუნტამდე შემცირდა, კონგრესი დიდ წარმატებად ვერ ჩათვლიდა.
The Congress could not regard it as any great achievement to have succeeded in getting the tax reduced from £25 to £3.
142911.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
ის არა მარტო ნატალელი ინდოელების, არამედ სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ყველა ინდოელის თავდადების შედეგი იყო.
It came as a result of the labours of not only the Natal Indians but of all the Indians in South Africa.
142912.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
და მაინც, ჭეშმარიტება ვერ იზეიმებდა, რომ არ ყოფილიყო ურყევი რწმენა, უდიდესი მოთმინება და თავდაუზოგავი შრომა.
Yet truth would not have triumphed except for unflinching faith, great patience, and incessant effort.
142913.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
ინდურ სათვისტომოს ბრძოლა რომ დაეთმო, კონგრესს კამპანია რომ შეეწყვიტა და იმ ბეგარას, როგორც გარდუვალობას, შეჰგუებოდა, ხელშეკრულებით ჩამოსულ მოჯამაგირე ინდოელებს, სამხრეთ აფრიკის თუ მთელი ინდოეთის ინდური მოსახლეობის სამარცხვინოდ, იმ საძულველ ბეგარას დღესაც ისევ ისე შეაწერდნენ.
Had the community given up the struggle, had the Congress abandoned the campaign and submitted to the tax as inevitable, the hated impost would have continued to be levied from the indentured Indians until this day, to the eternal shame of the Indians in South Africa and of the whole of India.
142914.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
რელიგიის შედარებითი კვლევა.
COMPARATIVE STUDY OF RELIGIONS.
142915.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
მთლიანად ჩართული რომ აღმოვჩნდი ინდური სათვისტომოს სამსახურში, თვითრეალიზების სურვილით იყო ნაკარნახევი.
If I found myself entirely absorbed in the service of the community, the reason behind it was my desire for self-realization.
142916.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
ამგვარი სამსახური ჩემს საკუთარ რელიგიად ვაქციე, რადგან ვგრძნობდი, რომ უფლის შეცნობა მხოლოდ მისი მსახურებით იყო შესაძლებელი.
I had made the religion of service my own, as I felt that God could be realized only through service.
142917.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
რაც ჩემთვის ინდოეთის საკეთილდღეოდ მსახურებას ნიშნავდა და ის თავისთავად მოვიდა ჩემთან, რადგან მისი გაძღოლის ნიჭი აღმომაჩნდა.
And service for me was the service of India and it came to me without my seeking, because I had an aptitude for it.
142918.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
სამხრეთ აფრიკაში სამოგზაუროდ, კათავადური ინტრიგებისაგან თავის დასაღწევად წამოვედი.
I had gone to South Africa for travel, for finding an escape from Kathiawad intrigues.
142919.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
მაგრამ, როგორც გითხარით, უფლის ნებისა და თვითრეალიზაციის ძიების პროცესში აღმოვჩნდი ჩაბმული.
But as I have said, I found myself in search of God and striving for selfrealization.
142920.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
ქრისიტიანმა მეგობრებმა ცოდნის შეძენის მადა აღმიძრეს და ეს მადა ლამის გაუმაძღრობაში გადაიზარდა.
Christian friends had whetted my appetite for knowledge, which had become almost insatiable.