მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142881.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
ეს დაქირავებული მუშახელი ვალდებული იყო, ნატალში ხუთწლიანი ხელშეკრულება გაეფორმებინა.
These recruits were to sign an indenture to work in Natal for five years.
142882.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
მოიყვანეს უამრავი ბოსტნეული.
They grew large quantities of vegetables.
142883.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
შემოიტანეს მანგოც.
They also introduced the mango.
142884.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
ვაჭრობაშიც ჩაებნენ.
They entered trade.
142885.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
ინდოელმა ვაჭრებმაც მიბაძეს მათ და იქ დასახლდნენ.
Merchants from India followed them and settled there.
142886.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
თეთრკანიანი ვაჭრები შეშფოთდნენ.
The white traders were alarmed.
142887.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
თავიდან, როცა ინდოელ მოჯამაგირეებს იწვევდნენ, ვერ წარმოიდგინეს, თუ მათ მეწარმეობის ასეთი ნიჭი აღმოაჩნდებოდათ.
When they first welcomed the Indian labourers, they had not reckoned with their business skill.
142888.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
დამოუკიდებელ სოფლის მეურნეებად კიდევ შეიძლებოდა, ინდოელები აეტანათ, მაგრამ ვაჭრობაში მათს კონკურენციას ვერაფრით დაუშვებდნენ.
Indians might be tolerated as independent agriculturists, but their competition in trade could not be brooked.
142889.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
ამან მათში ინდოელების მიმართ შუღლი დათესა.
This sowed the seed of the antagonism to Indians.
142890.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
ბევრმა სხვა ფაქტორმაც შეუწყო ხელი მის გაღრმავებას.
Many other factors contributed to its growth.
142891.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
ჩვენი ცხოვრების განსხვავებულმა წესმა, გულუბრყვილობამ, მცირე მოგებით დაკმაყოფილების უნარმა, გულგრილობამ ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების მიმართ, რაც კარმიდამოს უსუფთაობაშიც გამოიხატებოდა, სიძუნწემ, რასაც სახლ-კარის შეკეთებისას ვიჩენთ, ყოველივე ამან, რელიგიურ განსხვავებასთან ერთად, ანტაგონიზმის ნაპერწკლის გაღვივებას შეუწყო ხელი.
Our different ways of living, our simplicity, our contentment with small gains, our indifference to the laws of hygiene and sanitation, our slowness in keeping our surroundings clean and tidy, and our stinginess in keeping our houses in good repair – all these, combined with the difference in religion, contributed to fan the flame of antagonism.
142892.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
ამ ანტაგონიზმმა ინდოელებისათვის ხმის ჩამორთმევისა და ხელშეკრულებით ჩამოსული ინდოელი მოჯამაგირეების ბეგარის დაწესების კანონპოექტებში იჩინა თავი.
This antagonism found its expression in the disfranchising bill and the bill to impose a tax on the indentured Indians.
142893.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
თავდაპირველად ხელშეკრულებით ჩამოსული ინდოელების იძულებითი რეპატრიაცია განიზრახეს, ისე, რომ ხელშეკრულების ვადა ინდოეთში ამოწურვოდათ.
The first suggestion was that the Indian labourers should be forcibly repatriated, so that the term of their indentures might expire in India.
142894.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
ამას ინდოეთის მთავრობა არაფრით არ დაეთანხმებოდა.
The Government of India was not likely to accept this.
142895.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
ამიტომ საჭირო გახდა ახალი პროექტის შემუშავება.
Another proposal was therefore made.
142896.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
1. ხელშეკრულების ამოწურვისთანავე ინდოელი მოჯამაგირეები ინდოეთში უნდა დაბრუნებულიყვნენ;
1. The indentured labourer should return to India on the expiry of his indenture;
142897.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
3. ხოლო, თუ უარს იტყოდა ინდოეთში დაბრუნებაზე ან ხელშეკრულების განახლებაზე, უნდა გადაეხადა წლიური ბეგარა – 25 გირვანქა სტერლინგი.
3. In the case of his refusal to return to India or renew the indenture he should pay an annual tax of £25.
142898.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
ინდოეთში დეპუტაცია გაიგზავნა სერ ჰენრი ბინსისა და მისტერ შეისონის შემადგენლობით.
A deputation composed of Sir Henry Binns and Mr. Mason was sent to India.
142899.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
იმ დროს მეფისნაცვალი ლორდი ელგინი იყო.
The Viceroy at that time was Lord Elgin.
142900.
განდი | ნაწილი II, თავი XXI
მან ბეგარა 25 გირვანქა სტერლიგის ოდენობით არ მოიწონა, სულზე 3 გირვანქა სტერლიგის ბეგარას კი დასთანხმდა.
He disapproved of the £25 tax, but agreed to a poll tax of £3.