მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142921.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
დურბანში სამხრეთ აფრიკის გენერალური მისიის ხელმძღვანელმა, მისტერ სპენსერ უოლტონმა აღმომაჩინა.
In Durban Mr. Spencer Walton, the head of the South African General Mission, found me out.
142922.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
ლამის მისი ოჯახის წევრად ვიქეცი.
I became almost a member of his family.
142923.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
რა თქმა უნდა, ამ ნაცნობობას წინ უძღოდა ჩემი ქრისტიანული კონტაქტები პრეტორიაში.
At the back of this acquaintance was of course my contact with Christians in Pretoria.
142924.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
არ მახსოვს შემთხვევა, ოდესმე ქრისტიანობის აღიარება შემოეთავაზებინა.
I do not recollect his ever having invited me to embrace Christianity.
142925.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
სამაგიეროდ, თავისი ცხოვრება გადაშლილი წიგნივით დამიდო წინ.
But he placed his life as an open book before me.
142926.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
მისის უოლტონი მეტად კეთილშობილი და ნიჭიერი მანდილოსანი იყო.
Mrs. Walton was a very gentle and talented woman.
142927.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
ჩვენს შორის არსებულ ფუნდამენტურ განსხვავებას კარგად ვაცნობიერებდით.
We knew the fundamental differences between us.
142928.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
მომწონდა მისტერ და მისის უოლტონების თავმდაბლობა, თავდადება, საქმის მიმართ ერთგულება და ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს.
I liked Mr. and Mrs. Walton's humility, perseverance and devotion to work, and we met very frequently.
142929.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
ამ მეგობრობის წყალობით რელიგიის მიმართ ინტერესი შევინარჩუნე.
This friendship kept alive my interest in religion.
142930.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
მაგრამ ის თავისუფალი დრო, რაც მრჩებოდა, ჩემდა სასიკეთოდ გამოვიყენე.
But what little time I could spare I turned to good account.
142931.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
რაიჩანდბჰაი გზას მიკვალავდა.
Raychandbhai was guiding me.
142932.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
ერთმა მეგობარმა ნარმადაშანკერის წიგნი – „დჰარმა ვიჩარი“ გამომიგზავნა.
Some friend sent me Narmadashanker's book Dharma Vichar.
142933.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
მისი შესავალი ძალიან გამომადგა.
Its preface proved very helpful.
142934.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
წიგნი ძალიან მომეწონა და თავიდან ბოლომდე დიდი გულისყურით გავეცანი.
I came to like the book, and read it from cover to cover with attention.
142935.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
ინტერესით წავიკითხე მაქს მიულერის წიგნი „ინდოეთი, რისი სწავლება შეუძლია მას ჩვენთვის?“ და „უპანიშადების“ თარგმანი, რომელიც თეოსოფიურ საზოგადოებას შეესრულებინა.
I read with interest Max Muller's books, India – What Can It Teach Us? and the translation of the Upanishads published by the Theosophical Society.
142936.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
ამან ინდუიზმის მიმართ პატივისცემა გამიღრმავა.
All this enhanced my regard for Hinduism.
142937.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
წავიკითხე უოშინგტონ ირვინგის „მუჰამედისა და მისი მიმდევრების ცხოვრება“ და კარლა ილის პანეგირიკი წინასწარმეტყველზე.
I read Washington Irving's Life of Mahomet and His Successors and Carlyle's panegyric on the Prophet.
142938.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
აგრეთვე წავიკითხე წიგნი სახელწოდებით „ასე იტყოდა ზარატუსტრა“.
I also read a book called The Sayings of Zarathustra.
142939.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
წიგნებმა – „მოკლე სახარებანი“, „როგორ ვიცხოვროთ?“ და სხვებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე.
The Gospels in Brief, What to Do? and other books made a deep impression on me.
142940.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
სულ უფრო და უფრო ღრმად ვაცნობიერებდი ყოვლისმომცველი სიყვარულის განუზომელ შესაძლებლობებს.
I began to realize more and more the infinite possibilities of universal love.