მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142941.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
დაახლოებით იმავე ხანებში კიდევ ერთ ქრისტიანულ ოჯახს დავუახლოვდი.
About the same time I came in contact with another Christian family.
142942.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
მათი შემოთავაზებით ყოველ კვირადღეს ვესლიანელთა ეკლესიაში დავდიოდი.
At their suggestion I attended the Wesleyan church every Sunday.
142943.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
იმ დღეებში ისინი ყოველთვის სადილადაც მეპატიჟებოდნენ.
For these days I also had their standing invitation to dinner.
142944.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
ამ ეკლესიამ ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
The church did not make a favourable impression on me.
142945.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
ქადაგებები ვერ იყო შთამაგონებელი.
The sermons seemed to be uninspiring.
142946.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
ისინი ღვთის მოსავი სულების ნაკრებს კი არა, უფრო იმ პრაქტიკულ ადამიანებს მაგონებდნენ, ეკლესიაში ძალების მოსაკრებად და ტრადიციის ერთგულების ნიშნად რომ დადიან.
They were not an assembly of devout souls; they appeared rather to be worldly-minded people, going to church for recreation and in conformity to custom.
142947.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
დროდადრო უნებურად ჩამთვლემდა ხოლმე.
Here, at times, I would involuntarily doze.
142948.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ ამ სირცხვილს მიმსუბუქებდა ის, რომ ზოგი ჩემს გვერდით მჯდომი ჩემზე უარეს დღეში იყო.
I was ashamed, but some of my neighbours, who were in no better case, lightened the shame.
142949.
განდი | ნაწილი II, თავი XXII
ამას დიდხანს ვეღარ გავუძელი და მალე შევწყვიტე წირვაზე სიარული.
I could not go on long like this, and soon gave up attending the service.
142950.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
სახლის პატრონის როლში.
AS A HOUSEHOLDER.
142951.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
ახალსახლობა ჩემთვის არ იყო უცხო ხილი.
To set up a household was no new experience for me.
142952.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
მაგრამ ნატალში დაბინავება განსხვავებული იყო იმისაგან, რაც ბომბეისა და ლონდონში გამოვცადე.
But the establishment in Natal was different from the ones that I had had in Bombay and London.
142953.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
ჩემი აზრით, ნატალში ინდოელი ვექილისთვის და საზოგადო მოღვაწისთვის შესაფერისი სახლი უნდა მქონოდა.
I thought it necessary to have a household in keeping with my position as an Indian barrister in Natal and as a representative.
142954.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
თანაც სახლი მშვენივრად იყო მოწყობილი.
The house was also suitably furnished.
142955.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
რადგან ხშირად სადილად ინგლისელ მეგობრებსა და ინდოელ თანამშრომელებს ვპატიჟებდი, ხარჯი მაინც საკმაო მქოდა.
As I used to invite English friends and Indian co-workers, the housekeeping bills were always fairly high.
142956.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
მაგრამ ვერა და ვერ ვისწავლე, როგორ უნდა მოვქცეოდი ადამიანებს მსახურებივით.
But I have never known how to keep anyone as a servant.
142957.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
გავიჩინე ერთი მეგობარი, რომელიც მეხმარებოდა კიდეც და კომპანიონობასაც მიწევდა და მზარეული, რომელიც ჩემი ოჯახის წევრად იქცა.
I had a friend as companion and help, and a cook who had become a member of the family.
142958.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
ჩემი ოფისის კლერკებიც ჩემთან ცხოვრობდნენ და სადილობდნენ.
I also had office clerks boarding and lodging with me.
142959.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
ჩემი კომპანიონი ჭკვიანი კაცი იყო და ერთგულიც მეგონა.
The companion was very clever and, I thought, faithful to me.
142960.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
მაგრამ მოვტყუვდი.
But in this I was deceived.