მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142961.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
მას ჩვენთან დაბინავებული ერთ-ერთი კლერკის შეშურდა და ისეთი ინტრიგების ქსელი დახლართა მის ირგვლივ, რომ კლერკს ეჭვის თვალით დავუწყე ყურება.
He became jealous of an office clerk who was staying with me, and wove such a tangled web that I suspected the clerk.
142962.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
მიხვდა თუ არა, რომ მასში დავეჭვდი, მიატოვა როგორც ჩემი სახლი, ისე — სამსახური.
Immediately he saw that he had been the object of my suspicion, he left both my house and the office.
142963.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
ვიფიქრე, იქნებ მტყუანი ვიყავი-მეთქი მასთან.
I felt that perhaps I had been unjust to him.
142964.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
მის არყოფნაში ახლის პოვნა დამჭირდა.
It was necessary to procure another during his absence.
142965.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
მოგვიანებით მივხვდი, რომ ახალი მზარეული უსაქმური იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი თავი უფალმა გამომიგზავნა.
Of this new cook, I learnt later that he was a perfect scamp. But for me, he proved a godsend.
142966.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
ორი თუ სამი დღის ჩამოსული იქნებოდა, როცა მიხვდა, რომ ჩემს ჭერქვეშ, ჩემს ზურგსუკან რაღაც უკუღმართობა ხდებოდა და ჩემი გაფრთხილება განიზრახა.
Within two or three days of his arrival, he discovered certain irregularities that were going on under my roof without my knowledge, and he made up his mind to warn me.
142967.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
მე მიმნდობი, მაგრამ პირდაპირი კაცის სახელი მქონდა.
I had the reputation of being a credulous but straight man.
142968.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
ერთ დღესაც, დაახლოებით თორმეტ საათზე, მზარეული აქოშინებული გამომეცხადა ოფისში და მთხოვა, დაუყოვნებლივ შინ გავყოლოდი, იქ სიურპრიზი გელოდებათო.
At about twelve o'clock one day the cook came panting to the office, and said, 'Please come home at once. There is a surprise for you.'
142969.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
„როგორ მივატოვო ოფისი და ასე ადრიანად როგორ წამოვიდე შინ?!“
'How can I leave the office at this hour to go and see it?'
142970.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
„თუ არ წამოხვალთ, ინანებთ. მეტს ვერაფერს გეტყვით“.
'You will regret it, if you don't come. That is all I can say.'
142971.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
ერთი კლერკისა და მზარეულის თანხლებით, რომელიც წინ მიგვიძღოდა, შინ წავედი.
I went home accompanied by a clerk and the cook who walked ahead of us.
142972.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
მზარეული პირდაპირ ზედა სართულისკენ გაეშურა, კომპანიონის ოთახზე მანიშნა და მითხრა: „გააღეთ ამ ოთახის კარი და საკუთარი თვალით ნახეთ, რაც ხდება.”
The cook went straight to the upper floor, pointed at my companion's room, and said, 'Open this door and see for yourself.'
142973.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
ყველაფერს მივხვდი.
I saw it all.
142974.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
კარზე დავაკაკუნე. არავინ მიპასუხა.
I knocked at the door. No reply!
142975.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
ისეთი ძალით დავაბრახუნე, რომ კედლები შეზანზარდა.
I knocked heavily so as to make the very walls shake.
142976.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
კარი გაიღო.
The door was opened.
142977.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
ოთახში მეძავი ქალი დავინახე.
I saw a prostitute inside.
142978.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
ვუბრძანე, სახლიდან წასულიყო და უკან აღარასოდეს დაბრუნებულიყო.
I asked her to leave the house, never to return.
142979.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
ჩემს კომპანიონს კი ვუთხარი: „ამ წამიდან შენთან ყოველგვარ ურთიერთობას ვწყვეტ“.
To the companion I said, 'From this moment I cease to have anything to do with you'.
142980.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
„მწარედ მოვტყუვდი და თავი სამასხარაოდ გავიხადე“.
'I have been thoroughly deceived and have made a fool of myself'.