მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142981.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
„აი, როგორ გადამიხადეთ ნდობისთვის სამაგიერო!“
'That is how you have requited my trust in you?'
142982.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
ნაცვლად იმისა, რომ გონს მოგებულიყო, აქეთ დამემუქრა, სახალხოდ გამხელო.
Instead of coming to his senses, he threatened to expose me.
142983.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
„დასამალი არაფერი მაქვს, – ვუთხარი, — მამხილეთ, თუკი რამე დამიშავებია“.
'I have nothing to conceal,' said I, 'Expose whatever I may have done'.
142984.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
ამან კიდევ უფრო გააწიწმატა.
This made him worse.
142985.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
გამოსავალი არ ჩანდა და ამიტომ ქვემოთ დარჩენილ კლერკს ჩავუძახე:
There was no help for it. So I said to the clerk standing downstairs:
142986.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
„თუ შეიძლება წადით, პოლიციის უფროს ოფიცერს ჩემგან მოკითხვა გადაეცით და უთხარით, რომ ჩემი სახლის ერთი ბინადარი ცუდად იქცევა“.
'Please go and inform the Police Superintendent, with my compliments, that a person living with me has misbehaved himself'.
142987.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
„ძალიან დამავალებს, თუ პოლიცია დამხმარე ძალას გამომიგზავნის“.
'I shall be much obliged if police help can be sent me'.
142988.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
ამან დაარწმუნა, რომ არ ვხუმრობდი.
This showed him that I was in earnest.
142989.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
შემევედრა, პოლიცია არ გამომეძახა და დამპირდა, რომ სახლს დაუყოვნებლივ დატოვებდა. ასეც მოიქცა.
He entreated me not to inform the police, and agreed to leave the house immediately, which he did.
142990.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
ახალი მზარეული რომ არა, სიმართლეს ვერასოდეს შევიტყობდი.
But for the new cook, I should never have discovered the truth.
142991.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
მაგრამ უფალი ადრინდელივით მოვიდა ჩემს დასახსნელად.
But God came to the rescue as before.
142992.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
მე წმინდა ზრახვა მამოძრავებდა და ამიტომაც, შეცდომების მიუხედავად, გადავრჩი და ის ადრეული გამოცდილება სასარგებლო სამომავლო გაფრთხილებად მექცა.
My intentions were pure, and so I was saved in spite of my mistakes, and this early experience thoroughly forewarned me for the future.
142993.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
მხოლოდ ახლაღა გავაცნობიერე, რომ სწორედ ის ჩემი კომპანიონი იყო, კლერკის წინააღმდეგ გამუდმებით რომ ჩამსისინებდა ყურში.
I now discovered that the man who had poisoned my ears against the clerk was no other than this companion.
142994.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
ბევრს ვეცადე, კლერკის მიმართ ჩემი უსამართლობა გამომესწორებინა.
I tried very hard to make amends to the clerk for the injustice I had done him.
142995.
განდი | ნაწილი II, თავი XXIII
რაც უნდა ეცადო, ბზარს ვერაფრით გაამრთელებ.
Howsoever you may repair it, a rift is a rift.
142996.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
შინისაკენ.
HOMEWARD.
142997.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
უკვე სამი წელიწადი შესრულდა, რაც სამხრეთ აფრიკაში ჩამოვედი.
By now I had been three years in South Africa.
142998.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
გავიცანი ხალხი და ხალხმაც გამიცნო.
I had got to know the people and they had got to know me.
142999.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
1896 წელს ექვსი თვით შინ გაშვება ვითხოვე, რადგან ვატყობდი, რომ დიდხანს მომიწევდა იქ დარჩენა.
In 1896 I asked permission to go home for six months, for I saw that I was in for a long stay there.
143000.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
უკვე საკმაოდ კარგი იურიდიული პრაქტიკა მქონდა და ვხედავდი, რომ ადამიანებს სჭირდებოდათ ჩემი იქ ყოფნა.
I had established a fairly good practice, and could see that people felt the need of my presence.