მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143001.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
თან იმასაც ვფიქრობდი, რომ ინდოეთში ჩასული შევძლებდი, საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე მეზრუნა და იქაურებში სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ინდოელების მდგომარეობის მიმართ ინტერესი გამეღვივებინა.
I also saw that, if I went to India, I might be able to do there some public work by educating public opinion and creating more interest in the Indians of South Africa.
143002.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
3-ფუნტიანი ბეგარა მოუშუშებელ იარად რჩებოდა.
The £3 tax was an open sore.
143003.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
სიმშვიდეს ვერ ვეღირსებოდით, სანამ ის ბეგარა არ გაუქმდებოდა.
There could be no peace until the tax was abolished.
143004.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
მაგრამ ჩემს არყოფნაში კონგრესსა და საგანმანათლებლო საქმეებს ვინ გაუძღვებოდა?
But who was to take charge of the Congress work and Education Society in my absence?
143005.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
მე ადამჯი მაიკჰანზე და პარს რუსტომჯიზე ვფიქრობდი.
I could think of two men – Adamji Miyakhan and Parsi Rustomji.
143006.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
მაგრამ მათ შორის, ვისაც რეგულარულად შეეძლო მდივნის მოვალეობის შესრულება და ინდური საზოგადოების პატივისცემითაც სარგებლობდა, ეს ორი გამოირჩეოდა.
But the foremost among those who could fulfill the duties of the secretary by regular work, and who also commanded the regard of the Indian community, were these two.
143007.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
მდივანს, რა თქმა უნდა, ინგლისურიც უნდა სცოდნოდა.
The secretary certainly needed knowledge of English.
143008.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
კონგრესს აწ გარდაცვლილი ადამჯი მაიკჰანის კანდიდატურა შევთავაზე და ის მაშინვე დაამტკიცეს მდივნად.
I recommended the late Adamji Miyakhan's name to the Congress, and it approved of his appointment as secretary.
143009.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ეს მართლაც კარგი არჩევანი იყო.
Experience showed that the choice was a very happy one.
143010.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
ადამჯი მაიკჰანი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა თავისი თავდადებით, შემწყნარებლობით, კეთილგანწყობითა და თავაზიანობით.
Adamji Miyakhan satisfied all with his perseverance, liberality, amiability and courtesy.
143011.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
ყველას დაუმტკიცა, რომ სამდივნო საქმის გასაძღოლად სულაც არაა აუცილებელი ადვოკატის ხარისხი ან ინგლისში მიღებული უმაღლესი განათლება.
He proved to everyone that the secretary's work did not require a man with a barrister's degree or high English education.
143012.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
დაახლოებით 1896 წლის ზაფხულში შინისაკენ გავემგზავრე გემით „.ს.ს. პონგოლა“, რომელიც კალკუტისკენ მიცურავდა.
About the middle of 1896 I sailed for home in the SS Pongola which was bound for Calcutta.
143013.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
გემბანზე ძალიან ცოტა მგზავრი იყო.
There were very few passengers on board.
143014.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
მათ შორის იყო ორი ინგლისელი სახელმწიფო მოხელე, რომელთაც ძალიან დავუახლოვდი.
Among them were two English officers, with whom I came in close contact.
143015.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
ერთ მათგანს ჭადრაკს ვეთამაშებოდი, დღეში თითო საათს.
With one of them I used to play chess for an hour daily.
143016.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
გემის ექიმმა ტამილური ენის თვითმასწავლებელი მომცა და მაშინვე შევუდექი სწავლას.
The ship's doctor gave me a Tamil Self-Teacher which I began to study.
143017.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
ნატალში ყოფნამ ცხადად დამანახა, რომ აუცილებლად უნდა შემესწავლა ურდუ, მუსლიმანებთან ურთიერთობა რომ შემძლებოდა, ასევე ტამილურიც, რათა მადრასელ ინდოელებს დავახლოვებოდი.
My experience in Natal had shown me that I should acquire a knowledge of Urdu to get into closer contact with the Musalmans, and of Tamil to get into closer touch with the Madras Indians.
143018.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
ინგლისელი მეგობრის თხოვნით, რომელიც ჩემთან ერთად შეუდგა ურდუს სწავლას, გემბანის მგზავრებში ერთი თარჯიმანი აღმოვაჩინე.
At the request of the English friend, who read Urdu with me, I found out a good Urdu Munshi from among the deck passengers.
143019.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
ინგლისელს ჩემზე უკეთესი მახსოვრობის უნარი აღმოაჩნდა.
The Englishman had a better memory than I.
143020.
განდი | ნაწილი II, თავი XXIV
საკმარისი იყო სიტყვა ერთხელ შეხვედროდა ტექსტში, რომ აღარასოდეს დაავიწყდებოდა.
He would never forget a word after once he had seen it.