მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143061.
განდი | ნაწილი II, თავი XXV
შევედი და აღტაცებული დავრჩი, შიგნითაც ისეთივე სისუფთავე დამხვდა, როგორიც გარეთ იყო.
I went in and was delighted to see that the insides were as clean as the outsides.
143062.
განდი | ნაწილი II, თავი XXV
შესასვლელი დაგვილი, იატაკები საგულდაგულოდ გაგლესილი ნაკელით და თითო-ოროლა ქვაბსა და ტაფასაც კრიალი გაჰქონდა.
The entrances were well swept, the floors were beautifully smeared with cow dung, and the few pots and pans were clean and shining.
143063.
განდი | ნაწილი II, თავი XXV
იმ კვარტლებს ეპიდემიის საფრთხე არ ემუქრებოდა.
There was no fear of an outbreak in those quarters.
143064.
განდი | ნაწილი II, თავი XXV
კომიტეტი ვაიშნავურ „ჰაველისაც“ ეწვია.
The committee also visited the Vaishnava Haveli.
143065.
განდი | ნაწილი II, თავი XXV
„ჰაველის“ წინამძღვარი ჩემი ოჯახის ახლობელი იყო.
The priest in charge of the Haveli was very friendly with my family.
143066.
განდი | ნაწილი II, თავი XXV
დაგვთანხმდა, ყველაფერი შეგვემოწმებინა.
So he agreed to let us inspect everything.
143067.
განდი | ნაწილი II, თავი XXV
„ჰაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ერთი მოფარებული ადგილი, რომელიც მანაც პირველად ნახა.
There was a part of the Haveli premises that he himself had never seen.
143068.
განდი | ნაწილი II, თავი XXV
საპირფარეშოებში, რა თქმა უნდა, სიბინძურე დაგვხვდა.
The latrines were of course dirty.
143069.
განდი | ნაწილი II, თავი XXV
გული მატკინა სიბინძურის ნახვამ იქ, სადაც ღვთისმსახურება სრულდებოდა.
It pained me to see so much uncleanliness about a place of worship.
143070.
განდი | ნაწილი II, თავი XXV
იმ ადგილას, რომელიც წმინდადაა მიჩნეული, წესით, მკაცრად უნდა იყოს დაცული სანიტარიისა და ჰიგიენის წესები.
One would expect a careful observance of the rules of sanitation and hygiene in a place which is regarded as holy.
143071.
განდი | ნაწილი II, თავი XXV
სმიტების ავტორები, როგორც ვიცი, უკვე მაშინ ანიჭებდნენ უდიდეს მნიშვნელობას როგორც გარეგნულ, ისე შინაგან სისუფთავეს.
The authors of the Smritis, as I knew even then, have laid the greatest emphasis on cleanliness both inward and outward.
143072.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
ორი ვნება.
TWO PASSIONS.
143073.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
არ მახსენდება, ინგლისის კონსტიტუციის ერთგულება ვინმეს ჩემსავით ეტარებინოს გულით.
Hardly ever have I known anybody to cherish such loyalty as I did to the British Constitution.
143074.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
ახლა ვაცნობიერებ, რომ ამ ერთგულებას ჭეშმარიტების ჩემი სიყვარული უმაგრებდა ფესვს.
I can see now that my love of truth was at the root of this loyalty.
143075.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
არასოდეს შემეძლო ერთგულებით ან სხვა რამ ღირსებით თვალთმაქცობა.
It has never been possible for me to simulate loyalty or, for that matter, any other virtue.
143076.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
ნატალში ყოფნისას ყოველ შეკრებაზე ეროვნულ ჰიმნს ვასრულებდით.
The National Anthem used to be sung at every meeting that I attended in Natal.
143077.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
ინგლისური მმართველობის სისტემის ნაკლს მშვენივრად ვხედავდი, მაგრამ მიმაჩნდა, რომ მთლიანობაში ის სავსებით მისაღები იყო.
Not that I was unaware of the defects in British rule, but I thought it was on the whole acceptable.
143078.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
ფერადკანიანების დისკრიმინაცია, რასაც სამხრეთ აფრიკაში წავაწყდი, ჩემს წარმოდგენაში ბრიტანულ ტრადიციებს ეწინააღმდეგებოდა.
The colour prejudice that I saw in South Africa was, I thought, quite contrary to British traditions.
143079.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
მჯეროდა, რომ დროებითი და მხოლოდ ადგილობრივი ხასიათისა იყო.
I believed that it was only temporary and local.
143080.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
დიდი მონდომებით შევისწავლე „ეროვნული ჰიმნის“ ჰანგი და სადაც არ უნდა დაეკრათ, მუდამ ავყვებოდი ხოლმე.
With careful perseverance I learnt the tune of the 'national anthem' and joined in the singing whenever it was sung.