მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143121.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
ღარიბი კაცი იყო და ჩემი და ვერ უვლიდა ისე, როგორც საჭირო იყო.
He was not a man of means, and my sister was not equal to nursing him.
143122.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
მძიმე დაავადება სჭირდა და რაჯკოტში წაყვანა შევთავაზე.
The illness was serious, and I offered to take him to Rajkot.
143123.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
დამთანხმდა და შინ ჩემს დასთან და მის ქმართან ერთად დავბდრუნდი.
He agreed, and so I returned home with my sister and her husband.
143124.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
ავადმყოფობა გაცილებით ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი.
The illness was much more prolonged than I had expected.
143125.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
სიძე ჩემს ოთახში დავაწვინე.
I put my brother-in-law in my room.
143126.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
იძულებული ვიყავი, ღამით მეფხიზლა და მის მოვლასთან ერთად სამხრეთ აფრიკასთან დაკავშირებული ჩემი საქმეებიც მეკეთებინა.
I was obliged to keep awake part of the night and had to get through some of my South African work whilst I was nursing him.
143127.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
მაგრამ თავს იმით ვინუგეშებდი, რომ სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში მისი მოვლის შესაძლებლობა მომეცა.
But it was a great consolation to me that I had had an opportunity to nurse him during his last days.
143128.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
ავადმყოფის მოვლისადმი მიდრეკილება თანდათანობით ვნებაში გადამეზარდა.
My aptitude for nursing gradually developed into a passion.
143129.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
ხშირად სამუშაოც კი გადამიდია გვერდზე და მარტო ჩემ ცოლს კი არა, ზოგჯერ მთელ ოჯახსაც კი ჩავაბამდი ხოლმე ამ საქმეში.
I had often neglected my work, and on occasions, I engaged not only my wife but the whole household in such service.
143130.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
როცა კაცი ამას საჩვენებლად, ან საზოგადოებრივი აზრის გამო აკეთებს, მაშინ ეს მას ვნებს და სულიერად ანგრევს.
When it is done for show or for fear of public opinion, it stunts the man and crushes his spirit.
143131.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
მსახურება, რომელიც უსიყვარულოდ სრულდება, არც მომვლელს რგებს და არც მოსავლელს.
Service which is rendered without love helps neither the servant nor the served.
143132.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
მიტინგი ბომბეიში.
THE BOMBAY MEETING.
143133.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
სწორედ იმ დღეს, როცა ჩემი სიძე გარდაიცვალა, ბომბეიში მომიხდა წასვლა სახალხო შეკრებაზე.
On the very day after my brother-in-law's death I had to go to Bombay for the public meeting.
143134.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
ქანცგაწყვეტილი და ხმაჩახლეჩილი ვიყავი მშფოთვარე დღეებისა და უძილო ღამეების შემდეგ.
I was feeling exhausted after days and nights of anxious vigil, and my voice had become husky.
143135.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
მაგრამ ბომბეიში მაინც უფლის რწმენით აღვსილი გავემგზავრე.
However, I went to Bombay trusting entirely to God.
143136.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
სიტყვის დაწერა აზრადაც არ მომსვლია.
I had never dreamt of writing out my speech.
143137.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
სერ ფეროზეშაჰის მითითების შესაბამისად შეკრების წინა საღამოს 5 საათზე მის კაბინეტში გამოვცხადდი.
In accordance with Sir Pherozeshah's instructions I reported myself at his office at 5 p.m. on the eve of the meeting.
143138.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
— სიტყვა მზადა გაქვთ, განდი? – მკითხა მან.
'Is your speech ready, Gandhi?' he asked.
143139.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
— არა, სერ, ვუთხარი და შიშისაგან ავცახცახდი, — მე ex tempore ვაპირებ სიტყვით გამოსვლას.
'No, sir,' said I, trembling with fear, 'I think of speaking extempore.'
143140.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
— აქ ახალ ამბებს ცუდად აშუქებენ და თუ გვინდა, რომ ამ შეკრებას შედეგი მოჰყვეს, სიტყვა უნდა დაწეროთ.
'Reporting here is bad, and if we would benefit by this meeting, you should write out your speech'.