მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143101.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
უპირველეს ყოვლისა, შევხვდი მოსამართლე რანადეს, რომელმაც ყურადღებით მომისმინა და მირჩია, სერ ფეროზეშაჰ მეჰთას შევხვედროდი.
First of all I met Justice Ranade, who listened to me with attention, and advised me to meet Sir Pherozeshah Mehta.
143102.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
მოსამართლე ბადრუდინ თიებჯიმაც, რომელსაც შემდეგ შევხვდი, იგივე მირჩია.
Justice Badruddin Tyabji, whom I met next, also gave the same advice.
143103.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
„მოსამართლე რანადე და მე დიდად ვერ დაგეხმარებით, – მითხრა მან.
'Justice Ranade and I can guide you but little,' he said.
143104.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
— თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის უფლება არა გვაქვს. მაგრამ ბოლომდე გითანაგრძნობთ.
'You know we cannot take an active part in public affairs, but our sympathies are with you.
143105.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
მაგრამ „მეფე“ არ მთრგუნავდა.
But the king did not overpower me.
143106.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
ისე შემხვდა, როგორც მოყვარული მამა ხვდება თავის ზრდასრულ შვილს.
He met me, as a loving father would meet his grown up son.
143107.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
შეხვედრა მის მისაღებ ოთახში შედგა.
Our meeting took place at his chamber.
143108.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
გარს მეგობრებისა და მიმდევრების წრე ერტყა.
He was surrounded by a circle of friends and followers.
143109.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
მათ შორის იყვნენ ბატონი დ.ე. ვაჩა და ბატონი კამა, რომელთაც ჩემი თავი მასპინძელს წარუდგინეს.
Amongst them were Mr. D. E. Wacha and Mr. Cama, to whom I was introduced.
143110.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
ბატონი ვაჩას შესახებ მსმენოდა.
I had already heard of Mr. Wacha.
143111.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
ის ფეროზეშაჰის მარჯვენა ხელი და, როგორც ვირჩანდ განდიმ დამიხასიათა, დიდი სტატისტიკოსი გახლდათ.
He was regarded as the right-hand man of Sir Pherozeshah, and Sjt. Virchand Gandhi had described him to me as a great statistician.
143112.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
დამშვიდობებისას ბატონმა ვაჩამ მითხრა: „განდი, ჩვენ კიდევ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს.“
Mr. Wacha said, 'Gandhi, we must meet again.'
143113.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
ერთმანეთის გაცნობას ორიოდ წუთზე მეტი არ დასჭირვებია.
These introductions could scarcely have taken two minutes.
143114.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
სერ ფეროზეშაჰმა ყურადღებით მომისმინა.
Sir Pherozeshah carefully listened to me.
143115.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
მოვახსენე, რომ მოსამართლე რანადესა და თიებჯის შევხვდი.
I told him that I had seen Justices Ranade and Tyabji.
143116.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
— განდი, – მითხრა მან, – როგორც ჩანს, უნდა დაგეხმაროთ.
'Gandhi,' said he, 'I see that I must help you'.
143117.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
— სახალხო კრებას მოვიწვევ.
'I must call a public meeting.'
143118.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
ამ სიტყვებით თავის მდივანს, ბატონ მუნშის მიუბრუნდა და შეკრების დღის დანიშვნა დაავალა.
With this he turned to Mr. Munshi, the secretary, and told him to fix up the date of the meeting.
143119.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
მე დამემშვიდობა და მთხოვა, შეკრებამდე კიდევ ერთხელ მენახა.
He bade me goodbye, asking me to see him again before the meeting.
143120.
განდი | ნაწილი II, თავი XXVI
გახარებული დავბრუნდი შინ.
I went home delighted.