მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143161.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
როცა შევხვდი, „დიდ გუჯარათულ ლექსიკონზე“ მუშაობდა.
When I met him he was engaged on his contribution to a Higher Gujarati Dictionary.
143162.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
სამხრეთ აფრიკაში ჩემს მხარდასაჭერად წამოსვლა ყველა ჩემს მეგობარს ვთხოვე.
There was not a friend I had not approached for help in my South African work.
143163.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
მაგრამ პესტონჯი ფადშაჰმა არა თუ უარი მითხრა დახმარებაზე, მირჩია, მეც არ დავბრუნებულიყავი სამხრეთ აფრიკაში.
Pestonji Padshah, however, not only refused to aid me, but even advised me not to return to South Africa.
143164.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
– სამხრეთ აფრიკაში ჩვენს ხალხს უდავოდ უჭირს, მაგრამ მე არ მინდა თქვენნაირმა კაცმა ასეთ სამუშაოს შესწიროს თავი.
'Our people in South Africa are no doubt in difficulty, but I do not want a man like you to be sacrificed for that work'.
143165.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
– ამით ავტომატურად დავეხმარებით ჩვენს თანამემამულეებს იქ.
'We shall automatically help our countrymen there'.
143166.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
მისი რჩევა არ მომეწონა, მაგრამ ბატონი პესტონჯი ფადშაჰის მიმართ პატივისცემა მომემატა.
I did not like this advice, but it increased my regard for Mr. Pestonji Padshah.
143167.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
გამაოცა სამშობლოსა და დედაენისადმი მისმა სიყვარულმა.
I was struck with his love for the country and for mother tongue.
143168.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
იმ შემთხვევამ დაგვაახლოვა.
That incident brought us closer to each other.
143169.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
ჩემთვის გასაგები იყო მისი თვალსაზრისი.
I could understand his point of view.
143170.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
პატრიოტს უფლება არა აქვს, უარი თქვას სამშობლოს მსახურებაზე ნებისმიერ სფეროში.
A patriot cannot afford to ignore any branch of service to the motherland.
143171.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
პუნა და მადრასი.
POONA AND MADRAS.
143172.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
ასე რომ, ბომბეიდან პუნაში წავედი.
So from Bombay I went to Poona.
143173.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
იქ ორი პოლიტიკური პარტია მეგულებოდა.
Here there were two parties.
143174.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
პირველ რიგში ლოკამანია ტილაკს ვეწვიე.
First I met Lokamanya Tilak.
143175.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
მან მითხრა: „სავსებით სწორად იქცევით, რომ ყველა პარტიის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობთ“.
He said: 'You are quite right in seeking the help of all parties'.
143176.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
„წარმოუდგენელია, სამხრეთ აფრიკის პრობლემასთან დაკავშირებით ვინმეს სხვა აზრი ჰქონდეს“.
'There can be no difference of opinion on the South African question'.
143177.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
„მაგრამ თავმჯდომარედ მაინც უპარტიო კაცი უნდა შეარჩიოთ“.
'But you must have a nonparty man for president'.
143178.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
„შეხვდით პროფესორ ბჰანდარკარს“.
'Meet Professor Bhandarkar'.
143179.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
„ის საზოგადოებრივ საქმიანობაში აღარ მონაწილეობს“.
'He has been taking no part of late in any public movement'.
143180.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
„მაგრამ ამ საკითხმა შესაძლოა, გამოაცოცხლოს“.
'But this question might possibly draw him out'.