მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143181.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
„ნახეთ და შემატყობინეთ, რას გეტყვით“.
'See him and let me know what he says'.
143182.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
„მინდა, მაქსიმალურად დაგეხმაროთ“.
'I want to help you to the fullest extent'.
143183.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
„რა თქმა უნდა, ჩემი ნახვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ“.
'Of course you will meet me whenever you like'.
143184.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
„თქვენს განკარგულებაში მიგულეთ“.
'I am at your disposal'.
143185.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
შემდეგ გოქალეს შევხვდი.
Next I met Gokhale.
143186.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
გულთბილად მომეგება და მისმა ქცევამ უმალ მოიგო ჩემი გული.
He gave me an affectionate welcome, and his manner immediately won my heart.
143187.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
მასაც პირველად ვხვდებოდი და მაინც ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ძველისძველი მეგობრობა განვაახლეთ.
With him too this was my first meeting, and yet it seemed as though we were renewing an old friendship.
143188.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
სერ ფეროზეშაჰი ჰიმალაებს მაგონებდა, ლოკამანია კი — ოკეანეს.
Sir Pherozeshah had seemed to me like the Himalaya, the Lokamanya like the ocean.
143189.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
სულის მოსათქმელად შეგეძლო, წმინდა მდინარეში გებანავა.
One could have a refreshing bath in the holy river.
143190.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
უდიდესი სიამოვნებაა განგზე ნავით სეირნობა და ნიჩბების მოსმა.
It was a joy to be on Ganges with a boat and an oar.
143191.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
გოქალე გულდასმით მაკვირდებოდა, ისე, როგორც სკოლის მასწავლებელი აკვირდება ხოლმე მოსწავლეს, რომელიც სკოლაში უნდა მიიღოს.
Gokhale closely examined me, as a schoolmaster would examine a candidate seeking admission to a school.
143192.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
ჩემი სიტყვის გადაკითვხის სურვილი გამოთქვა.
He asked to have a look at my speech.
143193.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
კოლეჯი დამათვალიერებინა, დამპირდა, რომ ყოველთვის ჩემს განკარგულებაში იქნებოდა.
He showed me over the college, assured me that he was always at my disposal.
143194.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
როგორც პოლიტიკოსს, გოქალეს ჩემს გულში მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე განსაკუთრებული ადგილი ეკავა და უკავია დღესაც.
In the sphere of politics the place that Gokhale occupied in my heart during his lifetime and occupies even now was and is absolutely unique.
143195.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
დოქტორმა ბჰანდარკარმა მამობრივი სითბოთი მიმიღო.
Dr. Bhandarkar received me with the warmth of a father.
143196.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
მასთან შუადღისას მივედი.
It was noon when I called on him.
143197.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
როცა ბოლომდე მომისმინა, მითხრა: „ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, გეტყვით, რომ პოლიტიკაში არ ვერევი.
After he had heard me out he said: 'Anyone will tell you that I do not take part in politics'.
143198.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
„მაგრამ თქვენ უარს ვერ გეტყვით“.
'But I cannot refuse you'.
143199.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
„ეგ საქმე ისეთი მნიშვნელოვანი და თქვენი თავდადება კი ისეთი მომხიბვლელია, რომ არ შემიძლია, თავიდან ავირიდო თქვენს მიტინგში მონაწილეობა“.
'Your case is so strong and your industry is so admirable that I cannot decline to take part in your meeting'.
143200.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
„კარგად მოქცეულხართ, რომ ტილაკსა და გოქალეს ესაუბრეთ“.
'You did well in consulting Tilak and Gokhale'.