მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143141.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
— იმედი მაქვს, შეძლებთ ამას?
'I hope you can manage this?'
143142.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
ძალიან ავღელდი, მაგრამ ვუთხარი, შევეცდები-მეთქი.
I felt rather nervous, but I said I would try.
143143.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
— მაშინ მითხარით, რომელ საათზე მოგაკითხოთ ბატონმა მუნშიმ ხელნაწერის წამოსაღებად?
'Then, tell me, what time Mr. Munshi should come to you for the manuscript?' '
143144.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
— ამაღამ თერთმეტ საათზე, — მივუგე მე.
'Eleven o'clock tonight,' said I.
143145.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
შეკრება სერ კოვასჯი ჯეჰანგირის ინსტიტუტის დარბაზში მოეწვიათ.
The meeting was held in the hall of the Sir Cowasji Jehangir Institute.
143146.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
მსმენოდა, როცა სერ ფეროზეშაჰ მეჰთა მართავდა შეკრებებს, დარბაზი მუდამ სავსე იყო ხალხით, უმთავრესად მისი მოსმენის მოსურნე სტუდენტებით, რომლებიც დარბაზში ნემსის ჩასაგდებ ადგილს არ ტოვებდნენ.
I had heard that when Sir Pherozeshah Mehta addressed meetings the hall was always packed, – chiefly by the students intent on hearing him, – leaving not an inch of room.
143147.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
ვხედავდი, რომ ჩემი ხმა ძალიან ცოტას ესმოდა.
I saw that my voice could reach only a few.
143148.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
სერ ფეროზეშაჰი გამუდმებით მამხნევებდა და მთხოვდა, უფრო და უფრო ხმამაღლა წამეკითხა სიტყვა.
Sir Pherozeshah cheered me up continually by asking me to speak louder and louder.
143149.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
ჩემი ძველი მეგობარი, ადვოკატი კეშავრაო დეშპანდე მომევლინა მხსნელად.
My old friend Sjt. Keshavrao Deshpande came to my rescue.
143150.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
დაწერილი სიტყვა მას მივაწოდე.
I handed my speech to him.
143151.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
სწორედ რომ შესაფერისი ხმა ჰქონდა, მაგრამ დარბაზმა არ ისურვა მისი მოსმენა.
His was just the proper voice. But the audience refused to listen.
143152.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
დარბაზი აზანზარდა შეძახილებით: „ვაჩა! ვაჩა!“
The hall rang with the cries of 'Wacha,' 'Wacha.'
143153.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
ასე რომ, ბატონი ვაჩა წამოდგა და ჩემი სიტყვა წაიკითხა.
So Mr. Wacha stood up and read my speech.
143154.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
დარბაზი გაისუსა და სიტყვას ბოლომდე სულგანაბული უსმენდა.
The audience became perfectly quiet, and listened to the speech to the end.
143155.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
ამან გული სიხარულით ამივსო.
This gladdened my heart.
143156.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
სერ ფეროზეშაჰს მოეწონა ჩემი სიტყვა.
Sir Pherozeshah liked my speech.
143157.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.
I was supremely happy.
143158.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
ამ შეხვედრამ ბატონი პესტონჯი ფადშაჰი გამახსენა.
In this connection I remembered Mr. Pestonji Padshah.
143159.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
მასთან ჩემი ინგლისში ყოფნის დროიდან ვმეგობრობდი.
I had been on friendly terms with him ever since my stay in England.
143160.
განდი | ნაწილი II, თავი XXVII
იგი პროტონოტარიუსი იყო უმაღლეს სასამართლოში.
He was Prothonotary in the High Court.