მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143201.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
ამის შემდეგ მადრასში გავემგზავრე.
I next proceeded to Madras.
143202.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
ჩემი გამოსვლა დაიბეჭდა, ის ძალიან გრძელი მომეჩვენა.
My speech was printed and was, for me, fairly long.
143203.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
მაგრამ აუდიტორია სულგანაბული უსმენდა ყოველ სიტყვას.
But the audience listened to every word with attention.
143204.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
მიტინგის ბოლოს, როგორც ყოველთვის, მსჯელობა გაიმართა ჩემს „მწვანე ბროშურაზე“.
At the close of the meeting there was a regular run on my 'Green Pamphlet.'
143205.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
განახლებული რედაქციით მეორედ გამოვეცი — 10 000 ტირაჟით.
I brought out a revised edition of 10,000 copies.
143206.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
მაშინვე დაიტაცეს, მაგრამ მივხვდი, რომ ამდენის დაბეჭდვა მაინც არ იყო საჭირო.
They sold like hot cakes, but I saw that it was not necessary to print such a large number.
143207.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
ჩემი გამოსვლა ინგლისურის მცოდნე საზოგადოებაზე იყო გათვლილი და მადრასში ძნელად თუ მოიძებნებოდა ათი ათასი ასეთი ადამიანი.
It was the Englishspeaking public to which my speech had been addressed, and in Madras that class alone could not take the whole ten thousand.
143208.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
იქ უდიდესი დახმარება გამიწია ადვოკატმა პარამეშვარან პილეიმ, „მადრას სტანდარტის“ გამომცემელმა.
The greatest help here came to me from the late Sjt. G. Parameshvaran Pillay, the editor of The Madras Standard.
143209.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
მან ყურადღებით შეისწავლა საკითხი, ხშირად მიწვევდა თავის ოფისში და რჩევასაც მაძლევდა.
He had made a careful study of the question, and he often invited me to his office and gave me guidance.
143210.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
ადვოკატი სუბრაჰმანიაში და დოქტორი სუბრაჰმანიაშიც „ჰინდუდან“ დიდ თანაგრძნობას იჩენდნენ.
Sjt. G. Subrahmaniam of The Hindu and Dr. Subrahmaniam also were very sympathetic.
143211.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
მიტინგს, რომელიც, რამდენადაც მახსოვს, „მაჩაიაპას ჰოლში“ გაიმართა, დოქტორი სუბრაჰმანიაში თავმჯდომარეობდა.
The meeting in Pachaiappa Hall, so far as I can recollect, was with Dr. Subrahmaniam in the chair.
143212.
განდი | ნაწილი II, თავი XXVIII
განა არსებობს დაბრკოლება, რომელსაც სიყვარული ვერ გადალახავს?!
What barrier is there that love cannot break?
143213.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
„მალე დაბრუნდით“.
'RETURN SOON'.
143214.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
მადრასიდან კალკუტაში ჩავედი, სადაც უამრავ სირთულეს წავაწყდი.
From Madras I proceeded to Calcutta where I found myself hemmed in by difficulties.
143215.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
იქ ნაცნობი არავინ მეგულებოდა.
I knew no one there.
143216.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
ასე რომ, ,,გრეით ისტერნ ჰოტელში“ ვიქირავე ოთახი.
So I took a room in the Great Eastern Hotel.
143217.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
იქ „დეილი ტელეგრაფის“ წარმომადგენელი, მისტერ ელერთორპი გავიცანი.
Here I became acquainted with Mr. Ellerthorpe, a representative of The Daily Telegraph.
143218.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
მან ბენგალურ კლუბში მიმიპატიჟა, სადაც თვითონ ცხოვრობდა.
He invited me to the Bengal Club, where he was staying.
143219.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
ჯერ არ იცოდა, რომ ინდოელის შეყვანა კლუბის მისაღებ ოთახში დაშვებული არ იყო.
He did not then realize that an Indian could not be taken to the drawing-room of the club.
143220.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
როგორც კი ამ აკრძალვის შესახებ შევიტყვეთ, თავის ოთახში შემიყვანა.
Having discovered the restriction, he took me to his room.