მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143221.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
წუხილი გამოთქვა ადგილობრივი ინგლისელების რასისტული განწყობის გამო და მომიბოდიშა, რომ მისაღებ ოთახში ვერ მიმიღო.
He expressed his sorrow regarding this prejudice of the local Englishmen and apologized to me for not having been able to take me to the drawing-room.
143222.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
მითხრა: „ვშიშობ, ხალხს თქვენი საქმიანობა არ დააინტერესებს“.
He said: 'I am afraid people will not take interest in your work'.
143223.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
„გეცოდინებათ, რომ პრობლემები აქაც თავზე საყრელი გვაქვს, მაგრამ მაინც უნდა სცადოთ“.
'As you know, our difficulties here are by no means few. But you must try'.
143224.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
„ასევე ნუ დაივიწყებთ ბრიტანეთის ინდური კავშირის წევრებს“.
'Mind you meet the representatives of the British Indian Association'.
143225.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
„რაჯა სერ ფიარიმოჰან მუქარჯისა და მაჰარაჯა თაგორეს უნდა შეხვდეთ“.
'You should meet Raja Sir Pyarimohan Mukarji and Maharaja Tagore'.
143226.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
„ორივე ლიბერალურად განწყობილი ადამიანია და საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობს საზოგადოებრივ სარბიელზე.“
'Both are liberal-minded and take a fair share in public work.'
143227.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
ამ ჯენტლმენებს ვესაუბრე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე.
I met these gentlemen, but without success.
143228.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
ორივემ ცივად მიმიღო.
Both gave me a cold reception.
143229.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
მათ მითხრეს, რომ კალკუტაში ძალიან რთული იქნებოდა ხალხის შეკრება და რომ ეს მხოლოდ სურენდრანათ ბანერჯიზე იყო დამოკიდებული.
They said it was no easy thing to call a public meeting in Calcutta and it would practically all depend on Surendranath Banerji.
143230.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
ვხედავდი, თანდათანობით როგორ რთულდებოდა ჩემი ამოცანა.
I saw that my task was becoming more and more difficult.
143231.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
„ამრიტა ბაზარ პატრიკას“ რედაქციაში შევიარე.
I called at the office of The Amrita Bazar Patrika.
143232.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
რედაქტორმა ერთი საათი მალოდინა.
The editor kept me waiting for an hour.
143233.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
მითხრა, ვერ ხედავთ, რამდენი საქმე მაყრია თავზე?
He said: 'Don't you see our hands are full?'
143234.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
თქვენნაირ მომსვლელებს ვერ ავუდივართ.
There is no end to the number of visitors like you.
143235.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
კვლავ ვაგრძელებდი სხვადასხვა გაზეთების რედაქტორებთან შეხვედრას.
I kept on seeing editors of other papers.
143236.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
ინგლისურ-ინდური გამომცემლობების რედაქტორებსაც შევხვდი.
As usual I met the Anglo-Indian editors also.
143237.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
ვრცელი ინტერვიუები ჩამომართვეს.
I gave them long interviews.
143238.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
„პარლამენტი იანვარში იწყებს მუშაობას. მალე ჩამოდი.“
'Parliament opens January. Return soon.'
143239.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
პრესაში წერილი გამოვაქვეყნე, რომელშიც განვმარტე, თუ რატომ მომიწია კალკუტადან ასე მოულოდნელად ბომბეიში გამგზავრება.
I addressed a letter to the press, in which I explained why I had to leave Calcutta so abruptly, and set off for Bombay.
143240.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
დადა აბდულამ სწორედ იმ დროს შეიძინა ხომალდი „კურლანდი“.
Dada Abdulla had just then purchased the steamship Courland.