მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143241.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
დაბეჯითებით მთხოვა, იმ გემით გავმგზავრებულიყავი, თანაც მე და ჩემს ოჯახს უფასო მგზავრობას გვთავაზობდა.
They insisted on my travelling on that boat, offering to take me and my family free of charge.
143242.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
დიდი მადლიერებით დავთანხმდი შემოთავაზებას და დეკემბრის დასაწყისში მეორედ გავუდექი გზას სამხრეთ აფრიკისაკენ, ამჯერად მეუღლესთან, ორ ვაჟთან და ჩემი დაქვრივებული დის ერთადერთ ვაჟთან ერთად.
I gratefully accepted the offer, and in the beginning of December set sail a second time for South Africa, now with my wife and two sons and the only son of my widowed sister.
143243.
განდი | ნაწილი II, თავი XXIX
ზუსტად იმავე დროს მეორე გემიც დაიძრა დურბანისაკენ.
Another steamship Naderi also sailed for Durban at the same time.
143244.
განდი | ნაწილი III, თავი I
გრიგალის მოახლოება.
RUMBLINGS OF THE STORM.
143245.
განდი | ნაწილი III, თავი I
თხრობისას არაერთხელ მოგახსენეთ, რომ საშუალო კლასის ინდოელებში ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო ქმარი იღებს განათლებას, ცოლი კი პრაქტიკულად წერა-კითხვის უცოდინარი რჩება.
I have often observed in the course of this narrative that, on account of child marriages amongst middle-class Hindus, the husband will be literate whilst the wife remains practically unlettered.
143246.
განდი | ნაწილი III, თავი I
ზოგი იმდროინდელი ამბავი დღევანდელი გადასახედიდან სასაცილოც კი ჩანს.
Some of the recollections of those days are amusing to look back upon.
143247.
განდი | ნაწილი III, თავი I
ინდუსი ცოლისათვის ქმრის უპირობო მორჩილება უზენაესი რელიგიის გამოვლინებაა.
A Hindu wife regards implicit obedience to her husband as the highest religion.
143248.
განდი | ნაწილი III, თავი I
ინდუს ქმარს თავი ცოლის მბრძანებლად მიაჩნია და თვლის, რომ ცოლი მუდამ უნდა ელოლიავებოდეს და თავს ევლებოდეს მას.
A Hindu husband regards himself as lord and master of his wife who must ever dance attendance upon him.
143249.
განდი | ნაწილი III, თავი I
ტანსაცმელი და მანერები, რამდენადაც შესაძლებელი იყო, ევროპული ყაიდისთვის უნდა დაგვემსგავსებინა, ცივილიზებული იერი რომ მიგვეღო.
In order to look civilized, our dress and manners had as far as possible to approximate to the European standard.
143250.
განდი | ნაწილი III, თავი I
მეგონა, მხოლოდ ამ გზით შევიძენდით მნიშვნელობას.
I thought, only thus could we have some influence.
143251.
განდი | ნაწილი III, თავი I
ინდოელებში იმხანად ყველაზე ცივილიზებულ ადამიანებად პარსები ითვლებოდნენ.
The Parsis used then to be regarded as the most civilized people amongst Indians.
143252.
განდი | ნაწილი III, თავი I
შესაბამისად, ჩემს მეუღლეს პარსული სარი, ხოლო ბიჭებს პარსული ქურთუკები და შარვლები ეცვათ.
Accordingly my wife wore the Parsi sari, and the boys the Parsi coat and trousers.
143253.
განდი | ნაწილი III, თავი I
რა თქმა უნდა, უფეხსაცმლოდ და უწინდებოდ სიარული დაუშვებელი იყო.
Of course no one could be without shoes and stockings.
143254.
განდი | ნაწილი III, თავი I
ჩემს ცოლსა და შვილებს საკმაოდ გაუჭირდათ ამასთან შეგუება.
It was long before my wife and children could get used to them.
143255.
განდი | ნაწილი III, თავი I
ფეხსაცმელი ფეხებს სტკენდათ და წინდები ოფლის სუნით ყარდა.
The shoes cramped their feet and the stockings stank with perspiration.
143256.
განდი | ნაწილი III, თავი I
ფეხის თითებზე ხშირად იარები უჩნდებოდათ.
The toes often got sore.
143257.
განდი | ნაწილი III, თავი I
მათ პროტესტზე მზამზარეული პასუხი მქონდა.
I always had my answers ready to all these objections.
143258.
განდი | ნაწილი III, თავი I
ტანსაცმლის შეცვლას დასთანხმდნენ, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ.
They agreed to the changes in dress as there was no alternative.
143259.
განდი | ნაწილი III, თავი I
როცა ცივილიზაციის ამ ნიშნების მიმართ ჩემი აღტყინება დაცხრა, ყველამ უარი განაცხადა დანა-ჩანგალზე.
When my infatuation for these signs of civilization wore away, they gave up the knives and forks.
143260.
განდი | ნაწილი III, თავი I
დღეს ვხედავ, რომ ჩვენ ყველანი გაცილებით უფრო ლაღად და მსუბუქად ვგრძნობთ თავს, რაკი უარი ვთქვით ცივილიზაციის გარეგნულ ბრწყინვალებაზე.
But I can see today that we feel all the freer and lighter for having cast off the tinsel of 'civilization'.