მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143261.
განდი | ნაწილი III, თავი I
მათ და გემბანის სხვა მგზავრებს ხშირად ვნახულობდი, რადგან ხომალდი ჩემი კლიენტის მეგობრებს ეკუთვნოდა და უფლება მქონდა, სადაც მოვისურვებდი, იქ ვყოფილიყავი.
These and other deck passengers I frequently met, because, the boat belonging to my client's friends, I was free to move about anywhere and everywhere I liked.
143262.
განდი | ნაწილი III, თავი I
ხომალდი პირდაპირ ნატალისკენ მიცურავდა და გზად არც ერთ პორტში არ ჩერდებოდა, ამიტომ ჩვენს მოგზაუობას სულ თვრამეტი დღე დასჭირდა.
Since the steamer was making straight for Natal, without calling at intermediate ports, our voyage was of only eighteen days.
143263.
განდი | ნაწილი III, თავი I
დეკემბერი სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულის მუსონური ქარების თვეა და შტორმი, დიდი თუ მცირე, წელიწადის ამ დროს სავსებით ბუნებრივი მოვლენაა.
December is a summer month of monsoon in the Southern hemisphere, and gales, great and small, are, therefore, quite common at that season.
143264.
განდი | ნაწილი III, თავი I
გრიგალი, რომელშიც ჩვენ მოვყევით ისეთი ძლიერი და ხანგრძლივი გამოდგა, რომ მგზავრებს თავზარი დაეცათ.
The gale in which we were caught was so violent and prolonged that the passengers became alarmed.
143265.
განდი | ნაწილი III, თავი I
ზოგიერთმა სხვადასხვა სახის აღთქმაც კი დადო.
Some took various vows.
143266.
განდი | ნაწილი III, თავი I
არწმუნებდა, რომ თუმც გრიგალი მთლად უსაფრთხო არ იყო, ბევრად უარესიც ენახა.
He assured them that, though the storm was not without danger, he had had experience of many worse ones.
143267.
განდი | ნაწილი III, თავი I
მაგრამ მგზვრებს ვერაფერი ანუგეშებდა.
But the passangers were inconsolable.
143268.
განდი | ნაწილი III, თავი I
გრიგალი გემს აბზრიალებდა და აქეთ-იქით ახეთქებდა, გეგონებოდა, გემი აი, ახლა გადაყირავდებაო.
The ship rocked and rolled to such an extent that it seemed as though she would capsize at any moment.
143269.
განდი | ნაწილი III, თავი I
გემბანზე ადამიანის გაჩერება ყოვლად გამორიცხული იყო.
It was out of the question for anyone to remain on deck.
143270.
განდი | ნაწილი III, თავი I
ყველას ერთი ვედრება ეკერა პირზე: „იყავნ ნება შენი!“
'His will be done' was the only cry on every lip.
143271.
განდი | ნაწილი III, თავი I
რამდენადაც მახსოვს, იმ მძიმე ვითარებაში მთელი დღე-ღამე გავატარეთ.
So far as I can recollect, we must have been in this plight for about twenty-four hours.
143272.
განდი | ნაწილი III, თავი I
გრიგალმა მგზავრებთან კიდევ უფრო დამაახლოვა.
But the storm had made me one with the passengers.
143273.
განდი | ნაწილი III, თავი I
ამ გრიგალს დიდად არ შევუშინებივარ, რადგან მსგავსი რამ ადრეც მქონდა განცდილი.
I had little fear of the storm, for I had had experience of similar ones.
143274.
განდი | ნაწილი III, თავი I
ხომალდმა დურბანის პორტში 18 თუ 19 დეკემბერს ღუზა ჩაუშვა.
The ship cast anchor in the port of Durban on the 18<sup>th</sup> or 19<sup>th</sup> of December.
143275.
განდი | ნაწილი III, თავი I
„ნადერიც“ იმავე დღეს შეცურდა პორტში.
The Naderi also reached the port the same day.
143276.
განდი | ნაწილი III, თავი I
მაგრამ ნამდვილი გრიგალი ჯერ კიდევ წინ გველოდა.
But the real storm was still to come.
143277.
განდი | ნაწილი III, თავი II
გრიგალი.
THE STORM.
143278.
განდი | ნაწილი III, თავი II
ორმა გემმა ჩაუშვა ღუზა დურბანის პორტში.
The two ships cast anchor in the port of Durban.
143279.
განდი | ნაწილი III, თავი II
სამხრეთ აფრიკის ვერც ერთ პორტში ვერც ერთი მგზავრი ვერ გადავა ნაპირზე მანამ, სანამ საფუძვლიან სამედიცინო შემოწმებას არ გაივლის.
No passengers are allowed to land at any of the South African ports before being subjected to a thorough medical examination.
143280.
განდი | ნაწილი III, თავი II
თუ გემზე იმყოფება ავადმყოფი, რომელსაც გადამდები სენი სჭირს, საკარანტინო ვადა უნდა გაიაროს.
If the ship has any passenger suffering from a contagious disease, she has to undergo a period of quarantine.