მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143281.
განდი | ნაწილი III, თავი II
როცა გემი ბომბეიდან გამოვიდა, იქ შავი ჭირი მძვინვარებდა და ჩვენ ვშიშობდით, რომ კარანტინის გავლა მოგვიწევდა.
As there had been plague in Bombay when we set sail, we feared that we might have to go through a brief quarantine.
143282.
განდი | ნაწილი III, თავი II
შემოწმებამდე ყველა გემი ვალდებულია, აღმართოს ყვითელი ალამი, რომელიც მხოლოდ მაშინ დაეშვება, როცა ექიმი შესაბამის საბუთს გასცემს.
Before the examination every ship has to fly a yellow flag, which is lowered only when the doctor has certified her to be healthy.
143283.
განდი | ნაწილი III, თავი II
ყვითელი ალმის დაშვებამდე მგზავრების ნათესავებსა და მეგობრებს ეკრძალებათ გემზე ასვლა.
Relatives and friends of passengers are allowed to come on board only after the yellow flag has been lowered.
143284.
განდი | ნაწილი III, თავი II
ჩვენს ხომალდზე ყვითელი ალამი ფრიალებდა, როცა ექიმი ჩვენს შესამოწმებლად მოვიდა.
Our ship was flying the yellow flag, when the doctor came and examined us.
143285.
განდი | ნაწილი III, თავი II
მან ხუთდღიანი კარანტინი გამოაცხადა, რადგან შავი ჭირის ბაქტერიების გამოსავლენად ოცდასამი დღე იყო საჭირო.
He ordered a five days' quarantine because, in his opinion, plague germs took twenty-three days at the most to develop.
143286.
განდი | ნაწილი III, თავი II
მაგრამ, ამჯერად კარანტინი მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამო არ გამოცხადებულა.
But this quarantine order had more than health reasons behind it.
143287.
განდი | ნაწილი III, თავი II
დურბანის თეთრკანიანი მოსახლეობა ჩვენს რეპატრიაციას მოითხოვდა და მათი პროტესტი გახდა აღნიშნული კარანტინის ერთ-ერთი მიზეზი.
The white residents of Durban had been agitating for our repatriation, and their agitation was one of the reasons for the repatriation.
143288.
განდი | ნაწილი III, თავი II
„დადა აბდულა ენდ კომპანი“ რეგულარულად გვატყობინებდა ქალაქის ამბებს.
Dada Abdulla and Co. kept us regularly informed about the daily happenings in the town.
143289.
განდი | ნაწილი III, თავი II
თეთრკანიანები ყოველდღე უზარმაზარ მიტინგებს მართავდნენ.
The whites were holding monster meetings every day.
143290.
განდი | ნაწილი III, თავი II
ხანდახან „დადა აბდულა ენდ კომპანის“ წინააღმდეგ პროვოკაციებსაც აწყობდნენ.
At times they were offering even inducements to Dada Abdulla and Co.
143291.
განდი | ნაწილი III, თავი II
ისინი მზად იყვნენ, კომპანიის ზარალი თავიანთ თავზე აეღოთ, თუ ის ორივე გემს უკან გაისტუმრებდა.
They were ready to indemnify the Company if both the ships should be sent back.
143292.
განდი | ნაწილი III, თავი II
მაგრამ „დადა აბდულა ენდ კომპანის“ წარმომადგენლები ის ხალხი არ გახლდათ, ვისაც მუქარის ეშინია.
But Dada Abdulla and Co. were not the people to be afraid of threats.
143293.
განდი | ნაწილი III, თავი II
შეთი აბდულ კარიმ ჰაჯი ადამი იმ დროს ფირმის მმართველი პარტნიორი იყო.
Sheth Abdul Karim Haji Adam was then the managing partner of the firm.
143294.
განდი | ნაწილი III, თავი II
მან მტკიცედ გადაწყვიტა, გემები ვერფში დაეყენებინა და მგზავრები, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ნაპირზე გადაეყვანა.
He was determined to moor the ships at the wharf and disembark the passengers at any cost.
143295.
განდი | ნაწილი III, თავი II
ის ყოველდღიურად მიგზავნიდა ვრცელ წერილებს.
He was daily sending me detailed letters.
143296.
განდი | ნაწილი III, თავი II
საბედნიეროდ, ადვოკატი მანსუტლალ ნააზარი მაშინ დურბანში იმყოფებოდა.
Fortunately the late Sjt. Mansukhlal Naazar was then in Durban.
143297.
განდი | ნაწილი III, თავი II
ეს იყო ნიჭიერი და უშიშარი კაცი.
He was capable and fearless.
143298.
განდი | ნაწილი III, თავი II
დურბანში ინდური სათვისტომოს თავკაცი იყო.
He guided the Indian community.
143299.
განდი | ნაწილი III, თავი II
მან თეთრკანიანების ქცევა დაგმო და საზოგადოებას რჩევებს აძლევდა, არა როგორც ადვოკატი, არამედ როგორც მათი ნამდვილი მეგობარი.
He condemned the conduct of the white residents and advised the community, not merely as their paid advocate, but also as their true friend.
143300.
განდი | ნაწილი III, თავი II
ასე იქცა დურბანი უთანასწორო ორთაბრძოლის არენად.
Thus Durban had become the scene of an unequal duel.