მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143301.
განდი | ნაწილი III, თავი II
ერთ მხარეს ერთი მუჭა ღარიბი ინდოელები და მათი რამდენიმე ინგლისელი მეგობარი იდგა, ხოლო მეორე მხარეს დარაზმულიყვნენ თეთრკანიანები — იარაღით, რაოდენობით, განათლებითა და სიმდიდრით ძლიერნი.
On one side there was a handful of poor Indians and a few of their English friends, and on the other were ranged the white men, strong in arms, in numbers, in education and in wealth.
143302.
განდი | ნაწილი III, თავი II
მათ სახელმწიფოს მხარდაჭერაც უმაგრებდა ზურგს, რადგან ნატალის მთავრობა დაუფარავად ეხმარებოდა მათ.
They had also the backing of the State, for the Natal Government openly helped them.
143303.
განდი | ნაწილი III, თავი II
მიტინგებში იმ დროს კაბინეტის ყველაზე გავლენიანი პირი, მისტერ ჰარი ესკომბიც მონაწილეობდა.
Mr.Harry Escombe, who was the most influential of the members of the Cabinet, openly took part in their meetings.
143304.
განდი | ნაწილი III, თავი II
„მაგრამ თუ წასვლაზე დათანხმდებით, შეიძლება, უკან დასაბრუნებელი ფულიც კი მიიღოთ“.
'But if you consent to return, you may even get your passage money back'.
143305.
განდი | ნაწილი III, თავი II
სანუგეშო შეტყობინებებს „ს.ს. ნადერის“ მგზავრებსაც ვუგზავნიდი.
I also sent messages of comfort to the passengers of the SS Naderi.
143306.
განდი | ნაწილი III, თავი II
ყველას მშვიდად და ღირსეულად ეჭირა თავი.
All of them kept calm and courageous.
143307.
განდი | ნაწილი III, თავი II
ათასგვარ თამაშებს ვიგონებდით მგზვრების თავშესაქცევად.
We arranged all sorts of games for the entertainment of the passengers.
143308.
განდი | ნაწილი III, თავი II
შობადღეს კაპიტანმა სალონის მგზავრები სადილად მიიწვია.
On Christmas Day the captain invited the saloon passengers to dinner.
143309.
განდი | ნაწილი III, თავი II
ნასადილევს წარმოთქმულ სიტყვაში მე დასავლეთის ცივილიზაციაზე ვილაპარაკე.
In the speeches after dinner I spoke on Western civilization.
143310.
განდი | ნაწილი III, თავი II
ვიცოდი, რომ ეს არ იყო სერიოზული გამოსვლისათვის შესაფერი დრო, მაგრამ განა სხვაგვარად შემეძლო?
I knew that this was not an occasion for a serious speech. But mine could not be otherwise.
143311.
განდი | ნაწილი III, თავი II
საერთო მხიარულებაში მონაწილეობას ვიღებდი, მაგრამ გულით დურბანში გაჩაღებულ ბრძოლაში ვიყავი ჩაბმული.
I took part in the merriment, but my heart was in the combat that was going on in Durban.
143312.
განდი | ნაწილი III, თავი II
მთავარი სამიზნე მე ვიყავი, ჩემს წინააღმდეგ ორი ბრალდება წამოაყენეს:
I was the real target. There were two charges against me.
143313.
განდი | ნაწილი III, თავი II
1. რომ ინდოეთში ყოფნისას თავს უფლება მივეცი, დაუმსახურებლად გამეკიცხა ნატალელი თეთრკანიანები;
(1) That whilst in India I had indulged in unmerited condemnation of the Natal whites;
143314.
განდი | ნაწილი III, თავი II
ჩემი პასუხისმგებლობა კარგად მესმოდა.
I was conscious of my responsibility.
143315.
განდი | ნაწილი III, თავი II
ვიცოდი, რომ „დადა აბდულა ენდ კომპანიმ“ სერიოზული რისკი გასწია ჩემ გამო.
I knew that Dada Abdulla and Co. had incurred grave risks on my account.
143316.
განდი | ნაწილი III, თავი II
მაგრამ მე სრულიად უდანაშაულო ვიყავი.
But I was absolutely innocent.
143317.
განდი | ნაწილი III, თავი II
არავისთვის დამიძალებია, ნატალში წამოსულიყო.
I had induced no one to go to Natal.
143318.
განდი | ნაწილი III, თავი II
არც ინდოეთში ყოფნისას მითქვამს თეთრკანიანებზე რამე ისეთი, რაც მანამდე თავად ნატალში არ მქონდა საჯაროდ ნათქვამი.
Neither had I said, whilst in India, a word about the whites in Natal that I had not already said in Natal itself.
143319.
განდი | ნაწილი III, თავი II
კაპიტანმა და დანარჩენმა მეგობრებმა მოთმინებით მომისმინეს და ჩემი გამოსვლა სწორედ ისე აღიქვეს, როგორც მე ვგულისხმობდი.
The captain and other friends gave me a patient hearing, and received my speech in the spirit in which it was made.
143320.
განდი | ნაწილი III, თავი II
არ ვიცი, რამდენად შეცვალა მათი ცხოვრების წესი იქ მოსმენილმა სიტყვებმა.
I do not know that it in any way affected the course of their lives.