მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143321.
განდი | ნაწილი III, თავი II
მაგრამ კაპიტანთან და სხვა ოფიცრებთან ამის შემდეგაც არაერთხელ მისაუბრია დასავლეთის ცივილიზაციაზე.
But afterwards I had long talks with the captain and other officers regarding the civilization of the West.
143322.
განდი | ნაწილი III, თავი II
ჩემს სიტყვაში აღმოსავლეთისაგან განსხვავებით, დასავლეთის ცივილიზაცია განვიხილე, როგორც უწინარესად ძალადობაზე დაფუძნებული.
I had in my speech described Western civilization as being, unlike the Eastern, predominantly based on force.
143323.
განდი | ნაწილი III, თავი II
„ვთქვათ, თეთრკანიანებმა თავიანთი მუქარა შეასრულეს, როგორღა მოახერხებთ არაძალადობის პრინციპის ერთგულების შენარჩუნებას?“
'Supposing the whites carry out their threats, how will you stand by your principle of non-violence?'
143324.
განდი | ნაწილი III, თავი II
„იმედი მაქვს, ღმერთი მომანიჭებს სიმამაცესა და გონიერებას, რომ მივუტევო მათ და სასამართლოში არ ვუჩივლო“.
'I hope God will give me the courage and the sense to forgive them and to refrain from bringing them to law'.
143325.
განდი | ნაწილი III, თავი II
„გაბრაზეული არა ვარ, მარტო მათი უმეცრება და გონებაშეზღუდულობა მაწუხებს“.
'I have no anger against them. I am only sorry for their ignorance and their narrowness'.
143326.
განდი | ნაწილი III, თავი II
„ვიცი, გულწრფელად სჯერათ, რომ, რასაც დღეს სჩადიან, სამართლიანია და გამართლებული“.
'I know that they sincerely believe that what they are doing today is right and proper'.
143327.
განდი | ნაწილი III, თავი II
„ამიტომ, მათზე გაბრაზების მიზეზი არა მაქვს“.
'I have no reason, therefore, to be angry with them'.
143328.
განდი | ნაწილი III, თავი II
დღეები უინტერესოდ მიიზლაზნებოდა.
The days dragged on their weary length.
143329.
განდი | ნაწილი III, თავი II
ჯერ კიდევ არ ვიცოდით, როდის ამოიწურებოდა კარანტინი.
When the quarantine would terminate was still uncertain.
143330.
განდი | ნაწილი III, თავი II
როგორც კი მთავრობისაგან მიიღებდა ბრძანებას, მაშინვე ხმელეთზე გადასვლის ნებას დაგვრთავდა.
As soon as he had orders from the Government, he would permit us to land.
143331.
განდი | ნაწილი III, თავი II
ბოლოს მგზავრებსა და მე ულტიმატუმი წამოგვიყენეს.
At last ultimatums were served on the passengers and me.
143332.
განდი | ნაწილი III, თავი II
პასუხად მგზავრებმაც და მეც გადავწყვიტეთ, პორტ ნატალში ჩვენი გადასვლის კანონიერი უფლება დაგვეცვა.
In our reply, the passengers and I both maintained our right to land at Port Natal.
143333.
განდი | ნაწილი III, თავი II
განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი რისკის ფასად ვაპირებდით ნატალში შესვლას.
We intimated our determination to enter Natal at any risk.
143334.
განდი | ნაწილი III, თავი II
ოცდასამი დღის ამოწურვის შემდეგ გემებს ნავსადგურში შესვლის უფლება დართეს და გაიცა ბრძანება, მგზავრები ხმელეთზე გადაეყვანათ.
At the end of twenty-three days the ships were permitted to enter the harbour, and orders permitting the passengers to land were passed.
143335.
განდი | ნაწილი III, თავი III
გამოცდა.
THE TEST.
143336.
განდი | ნაწილი III, თავი III
ასე რომ, ხომალდები ნავსადგურში შეიყვანეს და მგზავრებმა ნაპირზე გადასვლა დაიწყეს.
So the ships were brought into the dock and the passengers began to go ashore.
143337.
განდი | ნაწილი III, თავი III
კაპიტანმა ეს შეტყობინება გადმომცა და მეც დავთანხმდი.
The captain communicated the message to me, and I agreed.
143338.
განდი | ნაწილი III, თავი III
მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ ჩვენი გემის კაპიტანთან მისტერ ლოუტონი მივიდა.
But scarcely half an hour after this, Mr. Laughton came to the captain.
143339.
განდი | ნაწილი III, თავი III
უთხრა, მინდა, რომ მისტერ განდი ჩემთან ერთად წამოვიდეს, თუ არაფერი ექნება საწინააღმდეგოო.
He said: 'I would like to take Mr. Gandhi with me, should he have no objection'.
143340.
განდი | ნაწილი III, თავი III
როგორც კომპანიის იურიდიული მრჩეველი გეუბნებით, არა ხართ ვალდებული, მისტერ ესკობისგან მიღებული მითითება შეასრულოთო.
'As the legal adviser of the Agent Company I tell you that you are not bound to carry out the message you have received from Mr. Escombe'.