მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143341.
განდი | ნაწილი III, თავი III
ამის შემდეგ ის ჩემთან მოვიდა და მითხრა: „თუ არ გეშინიათ, მე გთავაზობთ, მისის განდი და ბავშვები მისტერ რუსტომჯის სახლში გავამგზავროთ, ხოლო ჩვენ ფეხით გავყვეთ მათ“.
After this he came to me and said: 'If you are not afraid, I suggest that Mrs. Gandhi and the children should drive to Mr. Rustomji's house, whilst you and I follow them on foot'.
143342.
განდი | ნაწილი III, თავი III
„არ მომწონს ის აზრი, რომ ქალაქში ქურდივით ღამით უნდა შეხვიდეთ“.
'I do not at all like the idea of your entering the city like a thief in the night'.
143343.
განდი | ნაწილი III, თავი III
„ახლა ყველგან სიმშვიდეა“.
'Everything is quiet now'.
143344.
განდი | ნაწილი III, თავი III
„თეთრკანიანები დაიშალნენ“.
'The whites have all dispersed'.
143345.
განდი | ნაწილი III, თავი III
„მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქში არ უნდა შეიპაროთ.“
'But in any case, I am convinced that you ought not to enter the city stealthily'.
143346.
განდი | ნაწილი III, თავი III
მაშინვე დავთანხმდი.
I readily agreed.
143347.
განდი | ნაწილი III, თავი III
ჩემი მეუღლე და შვილები უსაფრთხოდ მიიყვანეს ბატონი რუსტომჯის სახლში.
My wife and children drove safely to Mr. Rustomji's place.
143348.
განდი | ნაწილი III, თავი III
კაპიტნის ნებართვით მისტერ ლოუტონთან ერთად ნაპირზე გადავედი.
With the captain's permission I went ashore with Mr. Laughton.
143349.
განდი | ნაწილი III, თავი III
ბატონი რუსტომჯის სახლი ნავსადგურიდან ორიოდე მილის სავალზე იყო.
Mr Rustomji's house was about two miles from the dock.
143350.
განდი | ნაწილი III, თავი III
როგორც კი მიწაზე დავდგით ფეხი, ვიღაც ახალგაზრდებმა მიცნეს და შეჰყვირეს: „განდი, განდი!“
As soon as we landed, some youngsters recognized me and shouted 'Gandhi, Gandhi.'
143351.
განდი | ნაწილი III, თავი III
მისტერ ლოუტონი შეშინდა, ხალხი არ შეიყაროსო და რიქშას დაუძახა.
Mr. Laughton feared that the crowd might swell and hailed a rickshaw.
143352.
განდი | ნაწილი III, თავი III
რიქშაში ჩაჯდომის სურვილი არასოდეს გამჩენია.
I had never liked the idea of being in a rickshaw.
143353.
განდი | ნაწილი III, თავი III
რიქშას ბიჭს სიკვდილით დაემუქრნენ და მანაც მოქუსლა.
They frightened the rickshaw boy out of his life, and he took to his heels.
143354.
განდი | ნაწილი III, თავი III
სვლა რომ განვაგრძეთ, ბრბო თანდათანობით გაიზარდა და გზის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.
As we went ahead, the crowd continued to swell, until it became impossible to proceed further.
143355.
განდი | ნაწილი III, თავი III
ვიღაცამ ჩალმა ამწაპნა, სხვებმა მუშტები და წიხლები დამიშინეს.
Someone snatched away my turban, whilst others began to batter and kick me.
143356.
განდი | ნაწილი III, თავი III
ბედად, ამ დროს პოლიციის სუპერინტენდანტის მეუღლემ ჩაგვიარა, რომელმაც მიცნო.
The wife of the Police Superintendent, who knew me, happened to be passing by.
143357.
განდი | ნაწილი III, თავი III
გულადი ქალბატონი მომიახლოვდა, თუმცა მზე არ ანათებდა, მზის ქოლგა გაშალა და ბრბოსა და ჩემ შორის ჩადგა.
The brave lady came up, opened her parasol though there was no sun then, and stood between the crowd and me.
143358.
განდი | ნაწილი III, თავი III
ამასობაში ერთი ინდოელი ახალგაზრდა, რომელიც ამ ინციდენტს შეესწრო, პოლიციაში გაიქცა.
Meanwhile an Indian youth who witnessed the incident had run to the police station.
143359.
განდი | ნაწილი III, თავი III
პოლიციის სუპერინტენდანტმა, მისტერ ალექსანდერმა, შეიარაღებული პოლიციელების ჯგუფს დაავალა, გარს შემორტყმოდა და ასე უსაფრთხოდ მივეცილებინე.
The Police Superintendent Mr. Alexander sent a posse of men to ring me round and escort me safely to my destination.
143360.
განდი | ნაწილი III, თავი III
სულზე მომისწრეს.
They arrived in time.