მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143361.
განდი | ნაწილი III, თავი III
გზად პოლიციის განყოფილება უნდა გაგვევლო.
The police station lay on our way.
143362.
განდი | ნაწილი III, თავი III
იქამდე რომ მივაღწიეთ, სუპერინტენდანტმა მთხოვა, თავი პოლიციის განყოფილებისთვის შემეფარებინა, მაგრამ მე მადლობა გადავუხადე და უარი ვუთხარი.
As we reached there, the Superintendent asked me to take refuge in the station, but I gratefully declined the offer.
143363.
განდი | ნაწილი III, თავი III
პოლიციის თანხლებით მშვიდად მივედი ბატონი რუსტომჯის სახლამდე.
Escorted by the police, I arrived without further harm at Mr. Rustomji's place.
143364.
განდი | ნაწილი III, თავი III
მთელი ტანი დალილავებული მქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთგან მქონდა კანი გამსკდარი.
I had bruises all over, but no abrasions except in one place.
143365.
განდი | ნაწილი III, თავი III
შენობაში სიმშვიდე იყო, მაგრამ თეთრკანიანებმა სახლს ალყა შემოარტყეს.
There was quiet inside, but outside the whites surrounded the house.
143366.
განდი | ნაწილი III, თავი III
ღამდებოდა და აყაყანებული ბრბო გაჰყვიროდა: „მოგვეცით განდი!“
Night was coming on, and the yelling crowd was shouting, 'We must have Gandhi.'
143367.
განდი | ნაწილი III, თავი III
წინდახედული პოლიციის სუპერინტენდანტი უკვე იქ იყო და ცდილობდა, ბრბო დაეშოშმინებინა, არა მუქარით, არამედ მოლაპარაკებით.
The quick-sighted Police Superintendent was already there trying to keep the crowds under control, not by threats, but by humouring them.
143368.
განდი | ნაწილი III, თავი III
მან ამ შინაარსის შეტყობინება გამომიგზავნა: „თუ გსურთ, თქვენს მეგობარს სახლი და ქონება შეუნარჩუნოთ და თქვენი ოჯახი დაიცვათ, ვფიქრობ, სახლიდან უჩუმრად, გადაცმული უნდა გაიპაროთ.”
He sent me a message to this effect:
143369.
განდი | ნაწილი III, თავი III
„თუ გსურთ, თქვენს მეგობარს სახლი და ქონება შეუნარჩუნოთ და თქვენი ოჯახი დაიცვათ, ვფიქრობ, სახლიდან უჩუმრად, გადაცმული უნდა გაიპაროთ.”
'If you would save your friend's house and property and also your family, you should escape from the house in disguise, as I suggest.'
143370.
განდი | ნაწილი III, თავი III
როცა სიცოცხლის საფრთხე მხოლოდ სავარაუდო იყო, მისტერ ლოუტონმა მირჩია, დაუფარავად მემოქმედა.
When danger to life had been no more than imaginary, Mr. Laughton advised me to launch forth openly.
143371.
განდი | ნაწილი III, თავი III
და მეც მისი რჩევა მივიღე.
I accepted the advice.
143372.
განდი | ნაწილი III, თავი III
როცა საფრთხე სავსებით რეალური გახდა, მეორე მეგობარმა საპირისპირო რჩევა მომცა და მასაც დავეთანხმე.
When the danger was quite real, another friend gave me the contrary advice, and I accepted that too.
143373.
განდი | ნაწილი III, თავი III
ვინ იტყვის, ასე რატომ მოვიქეცი, იმიტომ, რომ ჩემი სიცოცხლე იყო საფრთხეში, თუ იმიტომ, რომ არ მინდოდა ჩემი მეგობრის სიცოცხლე და ქონება, ან მეუღლისა და შვილების სიცოცხლე ჩამეგდო საფრთხეში?
Who can say whether I did so because I saw that my life was in jeopardy, or because I did not want to put my friend's life and property or the lives of my wife and children in danger?
143374.
განდი | ნაწილი III, თავი III
ასეა თუ ისე, გაპარვისთვის მზადებამ ჭრილობები დამავიწყა.
Be that as it may, the preparations for escape made me forget my injuries.
143375.
განდი | ნაწილი III, თავი III
როგორც სუპერინტენდანტმა მირჩია, ინდოელი კონსტებლის ფორმა ჩავიცვი.
As suggested by the Superintendent, I put on an Indian constable's uniform.
143376.
განდი | ნაწილი III, თავი III
ორი გამომძიებელი გამაყოლეს.
Two detectives accompanied me.
143377.
განდი | ნაწილი III, თავი III
ერთი ინდოელ ვაჭრად გადაცმულიყო და სახე ისე შეეღება, რომ ინდოელს ჰგავდა.
One of them disguised as an Indian merchant and with his face painted to resemble that of an Indian.
143378.
განდი | ნაწილი III, თავი III
მისტერ ალექსანდერი ბრბოს ასეთი სიმღერით ართობდა: „ჩამოახრჩეთ ბებერი განდი მაჟალო ვაშლის ხეზე“.
Mr. Alexander had kept the crowd amused by singing the tune: 'Hang old Gandhi On the sour apple tree'.
143379.
განდი | ნაწილი III, თავი III
როცა შეიტყო, რომ უსაფრთხოდ გავიპარე და პოლიციაში ვარ, ახალი ამბავი ასე ამცნო ბრბოს:
When he was informed of my safe arrival at the police station, he thus broke the news to the crowd:
143380.
განდი | ნაწილი III, თავი III
„მაშ ასე, თქვენი მსხვერპლი მოხერხებულად გაპარულა მეზობელი დუქნის გავლით“.
'Well, your victim had made good his escape through a neighbouring shop'.