მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143381.
განდი | ნაწილი III, თავი III
„ახლა კი აჯობებს, შინ წაბრძანდეთ“.
'You had better go home now'.
143382.
განდი | ნაწილი III, თავი III
ზოგი გაბრაზდა, ზოგმა გაიცინა.
Some of them were angry, others laughed.
143383.
განდი | ნაწილი III, თავი III
„მაშ კარგი, - უთქვამს სუპერინტენდანტს, — თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლიათ, ერთი-ორი წარმომადგენელი შეარჩიოთ”.
'Well then,' said the Superintendent, 'If you do not believe me, you may appoint one or two representatives'.
143384.
განდი | ნაწილი III, თავი III
„მზად ვარ, ისინი შენობაში შევიყვანო”.
'I am ready to take them inside the house'.
143385.
განდი | ნაწილი III, თავი III
„თუ ისინი განდის იპოვიან, სიამოვნებით გადმოგცემთ მას თქვენ”.
'If they succeed in finding out Gandhi, I will gladly deliver him to you'.
143386.
განდი | ნაწილი III, თავი III
„მაგრამ თუ ვერ იპოვიან, მაშინ უნდა დაიშალოთ”.
'But if they fail, you must disperse'.
143387.
განდი | ნაწილი III, თავი III
„დარწმუნებული ვარ, თქვენ არ აპირებთ ბატონი რუსტომჯის სახლის დანგრევას, ან მისტერ განდის ცოლისა და შვილებისთვის ზიანის მიყენებას”.
'I am sure that you have no intention of destroying Mr. Rustomji's house or of harming Mr. Gandhi's wife and children'.
143388.
განდი | ნაწილი III, თავი III
მალე გაწბილებულები დაბრუნდნენ უკან.
They soon returned with disappointing news.
143389.
განდი | ნაწილი III, თავი III
ხალხიც, როგორც იქნა, დაიშალა, თანაც ისე, რომ უმეტესობა მადლიერი დარჩა სუპერინტენდანტისა, ასე გონივრულად რომ განმუხტა სიტუაცია.
The crowd broke up at last, most of them admiring the Superintendent's tactful handling of the situation.
143390.
განდი | ნაწილი III, თავი III
აწ გარდაცვლილი მისტერ ჩემბერლენი, ვინც იმ დროს კოლონიების სახელმწიფო მდივანი იყო, დეპეშით დაუკავშირდა ნატალის მთავრობას და ჩემი თავდამსხმელების გასამართლება მოსთხოვა.
The late Mr. Chamberlain, who was then Secretary of State for the Colonies, cabled asking the Natal Government to prosecute my assailants.
143391.
განდი | ნაწილი III, თავი III
მისტერ ესკომბმა გამომიძახა.
Mr. Escombe sent for me.
143392.
განდი | ნაწილი III, თავი III
ჩემი ჭრილობების გამო სინანული გამოთქვა და მითხრა:
He expressed his regret for the injuries I had sustained, and said:
143393.
განდი | ნაწილი III, თავი III
„დამიჯერეთ, ძალიან ვწუხვარ, თუკი თუნდ სულ მცირედი ზიანი მიადგა თქვენს პიროვნებას“.
'Believe me, I cannot feel happy over the least little injury done to your person'.
143394.
განდი | ნაწილი III, თავი III
„თქვენი ნება იყო, მისტერ ლოუტონის რჩევა მიგეღოთ და პირისპირ შეყროდით საფრთხეს“.
'You had a right to accept Mr. Laughton's advice and to face the worst'.
143395.
განდი | ნაწილი III, თავი III
„მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი შემოთავაზება უკეთ რომ შეგეფასებინათ, ამ უბედურებას თავიდან აირიდებდით“.
'I am sure that, if you had considered my suggestion favourably, these sad occurrences would not have happened'.
143396.
განდი | ნაწილი III, თავი III
„თუ დამნაშავეებს ამოიცნობთ, მზადა ვარ, ყველა დავაპატიმრო და გავასამართლო“.
'If you can identify the assailants, I am prepared to arrest and prosecute them'.
143397.
განდი | ნაწილი III, თავი III
„მისტერ ჩემბერლენის სურვილიცაა, ასე მოვიქცე“.
'Mr. Chamberlain also desires me to do so'.
143398.
განდი | ნაწილი III, თავი III
რაზეც მე ასეთი პასუხი გავეცი: „არანაირი სურვილი არ მაქვს, ვინმე გაასამართლოთ“.
To which I gave the following reply: 'I do not want to prosecute anyone'.
143399.
განდი | ნაწილი III, თავი III
„ეგეც არ იყოს, მე დამნაშავედ თავდამსხმელები არ მიმაჩნია“.
'Besides, I do not hold the assailants to blame'.
143400.
განდი | ნაწილი III, თავი III
„ისინი დაარწმუნეს, რომ ნატალელი თეთრკანიანების საქციელთან დაკავშირებით ინდოეთში გაზვიადებული განცხადებები გავაკეთე და ცილი დავწამე მათ“.
'They were given to understand that I had made exaggerated statements in India about the whites in Natal and calumniated them'.