მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143401.
განდი | ნაწილი III, თავი III
„თუ მათ ეს ინფორმაცია ირწმუნეს, არცაა გასაკვირი, რომ განრისხებულიყვნენ“.
'If they believed these reports, it is no wonder that they were enraged'.
143402.
განდი | ნაწილი III, თავი III
„თქვენ შეგეძლოთ, ხალხისთვის სწორი რჩევა მიგეცათ“.
'You could have guided the people properly'.
143403.
განდი | ნაწილი III, თავი III
„დარწმუნებული ვარ, როცა სიმართლე გამოაშკარავდება, ადამიანებს შერცხვებათ თავიანთი საქციელის“.
'I am sure that, when the truth becomes known, they will be sorry for their conduct'.
143404.
განდი | ნაწილი III, თავი III
„წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, ეს მოსაზრება წერილობით გადმომცეთ?“ — მითხრა მისტერ ესკომბმა.
'Would you mind giving me this in writing?' said Mr. Escombe.
143405.
განდი | ნაწილი III, თავი III
„არ მინდა, აჩქარდეთ და რაიმე განცხადება ცხელ გულზე გააკეთოთ“.
'I do not want you to make any statement in haste'.
143406.
განდი | ნაწილი III, თავი III
„გმადლობთ,“ — ვუთხარი მე.
'Thank you,' said I.
143407.
განდი | ნაწილი III, თავი III
„სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ თავდამსხმელებს არ უნდა ვუჩივლო და მზადა ვარ, ახლავე წერილობით ჩამოვაყალიბო ჩემი გადაწყვეტილება“.
'It is my conviction that I should not prosecute the assailants, and I am prepared this moment to reduce my decision to writing'.
143408.
განდი | ნაწილი III, თავი IV
სიმშვიდე ქარიშხლის შემდეგ.
THE CALM AFTER THE STORM.
143409.
განდი | ნაწილი III, თავი IV
იმ ამბიდან ორი დღის შემდეგ, ჯერ ისევ პოლიციის განყოფილებაში ვიყავი, როცა მისტერ ესკობის სანახავად წამიყვანეს.
I had not yet left the police station, when, after two days, I was taken to see Mr. Escombe.
143410.
განდი | ნაწილი III, თავი IV
თან ორი კონსტებლი გამაყოლეს მცველად, თუმცა უსაფრთხოების ასეთი ზომა საჭირო აღარ იყო.
Two constables were sent to protect me, though no such precaution was then needed.
143411.
განდი | ნაწილი III, თავი IV
ნაპირზე გადმოსვლის დღეს, როგორც კი ყვითელი დროშა დაუშვეს, ჩემთან „ნატალ ედვერტაიზერის“ წარმომადგენელი მოვიდა ინტერვიუს ასაღებად.
On the day of landing, as soon as the yellow flag was lowered, a representative of The Natal Advertiser had come to interview me.
143412.
განდი | ნაწილი III, თავი IV
რამდენიმე შეკითხვა დამისვა და პასუხად ყველა იმ ბრალდების გაბათილება მოვახერხე, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ ჰქონდათ წამოყენებული.
He had asked me a number of questions, and in reply I had been able to refute every one of the charges that had been levelled against me.
143413.
განდი | ნაწილი III, თავი IV
სერ ფეროზეშაჰ მეჰთას წყალობით ინდოეთში მხოლოდ წინასწარ დაწერილი სიტყვით გამოვდიოდი ხოლმე და ყველა იმ სიტყვის ასლი თან მქონდა.
Thanks to Sir Pherozeshah Mehta, I had delivered only written speeches in India, and I had copies of them all.
143414.
განდი | ნაწილი III, თავი IV
ჟურნალისტს მთელი ეს მასალა გადავეცი და დავუსაბუთე, რომ ინდოეთში ყოფნისას ისეთი არაფერი მითქვამს, რაც მანამდე უფრო მკვახე ფორმით არ მქონდა საჯაროდ გამოთქმული სამხრეთ აფრიკაში.
I had given the interviewer all this literature and showed him that in India I had said nothing which I had not already said in South Africa in stronger language.
143415.
განდი | ნაწილი III, თავი IV
ისიც დავასაბუთე, რომ „კურლანდისა“ და „ნადერის“ მგზავრების სამხრეთ აფრიკაში ჩამოსვლაში ჩემი ხელი არ ერია.
I had also shown him that I had had no hand in bringing the passengers of the Courland and Naderi to South Africa.
143416.
განდი | ნაწილი III, თავი IV
იმ დროს ტრანსვაალი უკეთეს პირობებს სთავაზობდა სიმდიდრის მაძიებლებს და ამიტომ ინდოელების უმეტესობა სწორედ იქ ამჯობინებდა წასვლას.
In those days the Transvaal offered better prospects to those coming in search of wealth, and most Indians, therefore, preferred to go there.
143417.
განდი | ნაწილი III, თავი IV
ამ ინტერვიუმ და ჩემმა უარმა, თავდამსხმელების წინააღმდეგ საქმე აღმეძრა, ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ დურბანის ევროპელ მაცხოვრებლებს საკუთარი საქციელის შერცხვათ.
This interview and my refusal to prosecute the assailants produced such a profound impression that the Europeans of Durban were ashamed of their conduct.
143418.
განდი | ნაწილი III, თავი IV
პრესამ მე უდანაშაულოდ გამომაცხადა და ბრბოს საქციელი დაგმო.
The press declared me to be innocent and condemned the mob.
143419.
განდი | ნაწილი III, თავი IV
ამან ინდური საზოგადოების პრესტიჟი სამხრეთ აფრიკაში აამაღლა და საქმიანობა გამიადვილა.
It enhanced the prestige of the Indian community in South Africa and made my work easier.
143420.
განდი | ნაწილი III, თავი IV
იმ ინციდენტმა ჩემი პრაქტიკა კიდევ უფრო გააფართოვა.
The incident added also to my practice.