მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143421.
განდი | ნაწილი III, თავი IV
ნატალის საკანონმდებლო ასამბლეაზე ორი კანონპროექტი გაიტანეს განსახილველად.
Two bills were introduced in the Natal Legislative Assembly.
143422.
განდი | ნაწილი III, თავი IV
მეორე — ინდოელი ემიგრანტებისათვის მკაცრი შეზღუდვების დასაწესებლად.
The other to impose a stringent restriction on Indian immigration.
143423.
განდი | ნაწილი III, თავი IV
ეს იმას ნიშნავდა, რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა ყოფილიყო, მიუხედავად მისი კანის ფერისა და რასისა.
That is to say, that the law should make no distinctions of colour or race.
143424.
განდი | ნაწილი III, თავი IV
ორივე კანონპროექტი ინდურ ენებზე ვთარგმნეთ.
Both bills were translated into Indian languages.
143425.
განდი | ნაწილი III, თავი IV
კოლონიის მდივანს მივმართეთ, მაგრამ მან საქმეში ჩარევაზე უარი გვითხრა და კანონპროექტები კანონად იქცა.
We appealed to the Colonial Secretary, but he refused to interfere and the bills became law.
143426.
განდი | ნაწილი III, თავი IV
საზოგადოებრივ მოღვაწეობას ახლა უკვე თითქმის მთელი ჩემი დრო მიჰქონდა.
Public work now began to absorb most of my time.
143427.
განდი | ნაწილი III, თავი IV
ადვოკატი მასუკლალ ნააზარი, რომელიც, როგორც გითხარით, უკვე დურბანში იმყოფებოდა, ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად და ტვირთი ნაწილობრივ შემიმსუბუქა.
Sjt. Mansukhlal Naazar, who, as I have said, was already in Durban, came to stay with me, and he lightened my burden to some extent.
143428.
განდი | ნაწილი III, თავი IV
შეთმა ადამ ჯი მაიხანმა ჩემს არყოფნაში საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი.
Sheth Adamji Miyakhan had, in my absence, discharged his duty with great credit.
143429.
განდი | ნაწილი III, თავი IV
მან წევრების რაოდენობა გაზარდა და ნატალის ინდური კონგრესის ზარდახშას 1,000 გირვანქა სტერლინგი შემატა.
He had increased the membership and added about £1,000 to the coffers of the Natal Indian Congress.
143430.
განდი | ნაწილი III, თავი IV
მინდოდა, კონგრესს მუდმივი ფონდი ჰქონოდა, რათა საკუთარი ქონება შეეძინა.
My desire was to secure for the Congress a permanent fund, so that it might procure property of its own.
143431.
განდი | ნაწილი III, თავი IV
ჩემთვის ეს საზოგადოებრივი ინსტიტუტის მართვის პირველი გამოცდილება იყო.
This was my first experience of managing a public institution.
143432.
განდი | ნაწილი III, თავი IV
ქონება, რომელიც შევიძინეთ, იჯარით გაიცა და აქედან მიღებული შემოსავალი საკმარისი აღმოჩნდა კონგრესის მიმდინარე ხარჯების დასაფარავად.
The property that was purchased was leased out, and the rent was enough to meet the current expenses of the Congress.
143433.
განდი | ნაწილი III, თავი IV
ეს სამწუხარო ვითარება ჩემი სამხრეთ აფრიკიდან წამოსვლის შემდეგ შეიქმნა.
This sad situation developed after my departure from South Africa.
143434.
განდი | ნაწილი III, თავი IV
თუმცა ჩემმა შეხედულებამ, საზოგადოებრივი ინსტიტუტისათვის მუდმივი ფონდი გვქონოდა, იმაზე ბევრად ადრე განიცადა ცვლილება, ვიდრე ეს უთანხმოება წარმოიშვებოდა.
But my idea of having permanent funds for public institutions underwent a change long before this difference arose.
143435.
განდი | ნაწილი III, თავი IV
და ახლა, როცა უკვე მრავალი საზოგადოებრივი ინსტიტუტის მართვა მომიწია და საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე, მტკიცედ მწამს, რომ არ არის მართებული საზოგადოებრივი ინსტიტუტი მუდმივი ფონდით საზრდოობდეს.
And now after considerable experience with the many public institutions which I have managed, it has become my firm conviction that it is not good to run public institutions on permanent funds.
143436.
განდი | ნაწილი III, თავი IV
როცა ასეთი ორგანიზაცია საზოგადოების მხარდაჭერით აღარ სარგებლობს, ის არსებობის უფლებასაც კარგავს.
When such an institution ceases to have public support, it forfeits its right to exist.
143437.
განდი | ნაწილი III, თავი IV
ამას ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით ჩვენს ქვეყანაში.
In our country we experience this at every step.
143438.
განდი | ნაწილი III, თავი IV
მეურვეები თავად გახდნენ მესაკუთრეები და არავის წინაშე არ გრძნობენ თავს ანგარიშვალდებულად.
The trustees have become the owners and are responsible to none.
143439.
განდი | ნაწილი III, თავი V
ბავშვების განათლება.
EDUCATION OF CHILDREN.
143440.
განდი | ნაწილი III, თავი V
როცა 1897 წელს დურბანში ჩავედი, თან სამი ბავშვი მყავდა — ჩემი ათი წლის დისშვილი და ჩემი ცხრისა და ხუთი წლის ორი ვაჟი.
When I landed at Durban in 1897, I had three children with me, my sister's son ten years old, and my own sons nine and five years of age.