მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143441.
განდი | ნაწილი III, თავი V
სად უნდა მიმეცა მათთვის განათლება?
Where was I to educate them?
143442.
განდი | ნაწილი III, თავი V
მათთვის ქრისტიანული მისიების მიერ გახსნილი სკოლები არსებობდა, მაგრამ მე არ ვიყავი განწყობილი შვილების იმ სკოლებში გასამწესებლად, რადგან არ მომწონდა, თუ როგორ ასწავლიდნენ იქ.
For these there were schools established by Christian missions, but I was not prepared to send my children there, as I did not like the education imparted in those schools.
143443.
განდი | ნაწილი III, თავი V
ჯერ ერთი, სწავლება ან ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, ან დამახინჯებულ ტამილურზე თუ ჰინდიზე;
For one thing, the medium of instruction would be only English, or perhaps incorrect Tamil or Hindi;
143444.
განდი | ნაწილი III, თავი V
გუჯარათულის მცოდნე კარგ მასწავლებელსაც ვერსად ვპოულობდი.
I could not get hold of a suitable Gujarati teacher.
143445.
განდი | ნაწილი III, თავი V
საგონებელში ჩავვარდი.
I was at my wits' end.
143446.
განდი | ნაწილი III, თავი V
გაზეთში განცხადება გამოვაქვეყნე, რომ ისეთ ინგლისურის მასწავლებელს ვეძებდი, რომელიც ჩემი ზედამხედველობით ასწავლიდა ბავშვებს ინგლისურს.
I advertised for an English teacher who should teach the children under my direction.
143447.
განდი | ნაწილი III, თავი V
მასწავლებელს ბავშვები სისტემატურად უნდა ემეცადინებინა ზოგიერთ დისციპლინაში.
Some regular instruction was to be given them by the teacher.
143448.
განდი | ნაწილი III, თავი V
ასე რომ, ვიქირავე ინგლისელი გუვერნანტი ქალი, თვეში 7 ფუნტად.
So I engaged an English governess at £7 pounds a month.
143449.
განდი | ნაწილი III, თავი V
ცოტა ხანი ასე გაგრძელდა.
This went on for some time.
143450.
განდი | ნაწილი III, თავი V
ბიჭებმა გუჯარათული ჩემთან საუბრითა და ურთიერთობით ასე თუ ისე ისწავლეს.
The boys acquired some knowledge of Gujarati through my conversation and intercourse.
143451.
განდი | ნაწილი III, თავი V
ამიტომ ბავშვები ჩემთან დავტოვე.
I therefore kept my children with me.
143452.
განდი | ნაწილი III, თავი V
მართალია, ჩემი დისშვილი და ჩემი უფროსი ვაჟი რამდენიმე თვით ინდოეთის სკოლა-ინტერნატში გავაგზავნე, მაგრამ მალე მათი უკან ჩამოყვანა მომიხდა.
I did send my nephew and elder son to residential schools in India for a few months, but I soon had to recall them.
143453.
განდი | ნაწილი III, თავი V
რაც შეეხება ჩემს დისწულს, ასე მგონია, ის იმითაც კმაყოფილი იყო, რის მიცემასაც ვახერხებდი.
I have an impression that the nephew was satisfied with what I could give him.
143454.
განდი | ნაწილი III, თავი V
საუბედუროდ, ის სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ.
Unfortunately he died in the prime of youth after a brief illness.
143455.
განდი | ნაწილი III, თავი V
ჩემს დანარჩენ სამ ვაჟს საჯარო სკოლაში არასოდეს უვლია, თუმცა გარკვეული სისტემატური მომზადება მაინც გაიარეს იმპროვიზებულ სკოლაში, რომელიც სატიაგრაჰაში მონაწილეთა შვილებისთვის დავაარსე სამხრეთ აფრიკაში.
The other three of my sons have never been at a public school, though they did get some regular schooling in an improvised school which I started for the children of Satyagrahi parents in South Africa.
143456.
განდი | ნაწილი III, თავი V
ამ ექსპერიმენტთაგან არც ერთი არ იყო სრულყოფილი.
These experiments were all inadequate.
143457.
განდი | ნაწილი III, თავი V
ბავშვებს ვერ ვუთმობდი იმდენ დროს, რამდენიც საჭიროდ მიმაჩნდა.
I could not devote to the children all the time I had wanted to give them.
143458.
განდი | ნაწილი III, თავი V
ჩემმა უუნარობამ, მათთვის საკმარისი ყურადღება დამეთმო და სხვა ჩემგან დამოუკიდებელმა მიზეზებმა არ მომცა საშუალება, მათთვის ისეთი აკადემიური განათლება მიმეცა, როგორიც მსურდა.
My inability to give them enough attention and other unavoidable causes prevented me from providing them with the literary education I had desired.
143459.
განდი | ნაწილი III, თავი V
არც იმას ვნანობ, რომ საჯარო სკოლაში არ მიტარებია.
Nor do I regret not having sent them to public schools.
143460.
განდი | ნაწილი III, თავი V
რა დაშავდებოდა, ჩემი შვილებისთვის აკადემიური განათლება რომ მიმეცა?
What harm had there been, if I had given my boys an academical education?