მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143461.
განდი | ნაწილი III, თავი V
რა უფლება მქონდა, ასე მომეკვეცა მათთვის ფრთები?
What right had I thus to clip their wings?
143462.
განდი | ნაწილი III, თავი V
რატომ უნდა შემეშალა მათთვის ხელი ხარისხის მოპოვებასა და კარიერის არჩევაში?
Why should I have come in the way of their taking degrees and choosing their own careers?
143463.
განდი | ნაწილი III, თავი V
არა მგონია, ამ შეკითხვებში დიდი აზრი იდოს.
I do not think that there is much point in these questions.
143464.
განდი | ნაწილი III, თავი V
მე უამრავ სტუდენტთან მქონია საქმე.
I have come in contact with numerous students.
143465.
განდი | ნაწილი III, თავი V
თავადაც და სხვების მეშვეობითაც მიცდია, ჩემი საგანმანათლებლო „ახირებები“ სხვა ბავშვებზეც გამომეცადა და ამის შედეგიც მინახავს.
I have tried myself or through others to impose my educational 'fads' on other children too and have seen the results thereof.
143466.
განდი | ნაწილი III, თავი V
არა მგონია, ჩემი ვაჟები ან რამით ჩამოუვარდებოდნენ მათ, ან მათგან ბევრი რამის სწავლა შეეძლოთ.
I do not think that man to man they are any better that my sons, or that my sons have much to learn from them.
143467.
განდი | ნაწილი III, თავი V
ამ თემის აქ განხილვა იმის სათქმელად წამოვიწყე, რომ მას, ვინც ცივილიზაციის ისტორიას სწავლობს, შესაძლებლობა ჰქონდეს, განასხვავოს შინ მიღებული განათლება სასკოლო განათლებისგან და იმ ცვლილებების მნიშვნელობაც დაინახოს, რომლებიც მშობლებს ბავშვების ცხოვრებაში შეაქვთ.
My object in discussing this subject here is that a student of the history of civilization may have some measure of the difference between disciplined home education and school education, and also of the effect produced on children through changes introduced by parents in their lives.
143468.
განდი | ნაწილი III, თავი V
მე რომ ღირსების გრძნობა არ მქონოდა და მომესურვებინა, ჩემი შვილებისათვის ისეთი განათლება მიმეცა, როგორსაც სხვები ვერ მიიღებდნენ, წავართმევდი თავისუფლებისა და საკუთარი თავისადმი პატივიცემის თვალსაჩინო გაკვეთილის მიღების საშუალებას, რომელიც მე მათ ზოგადი განათლების სანაცვლოდ მივეცი.
Had I been without a sense of self-respect and satisfied myself with having for my children the education that other children could not get, I should have deprived them of the object-lesson in liberty and self-respect that I gave them at the cost of the literary training.
143469.
განდი | ნაწილი III, თავი V
ხოლო იქ, სადაც არჩევანი თავისუფლებასა და განათლებას შორის უნდა გაკეთდეს, ვინ მეტყვის, რომ პირველს ათასჯერ მეტი უპირატესობა არ უნდა მივანიჭოთ მეორესთან შედარებით?
And where a choice has to be made between liberty and learning who will not say that the former has to be preferred a thousand times to the latter?
143470.
განდი | ნაწილი III, თავი V
ის ყმაწვილები, რომელთაც 1920 წელს მოვუწოდე, მიეტოვებინათ მონობის ბასტიონები — თავიანთი სკოლები და კოლეჯები — და ვურჩიე, რომ უმჯობესია, უწიგნური დარჩე და ქვის მტეხელი იყო, მაგრამ თავისუფალი, ვიდრე მონობის უღელქვეშ საუკეთესო განათლებას ეზიარო, დღეს ალბათ შეძლებენ შეაფასონ ჩემი რჩევის მართებულობა.
The youths whom I called out in 1920 from those citadels of slavery – their schools and colleges – and whom I advised that it was far better to remain unlettered and break stones for the sake of liberty than to go in for a literary education in the chains of slaves will probably be able now to trace my advice to its source.
143471.
განდი | ნაწილი III, თავი VI
ჩემი პროფესიული საქმიანობა წარმატებით მიდიოდა წინ, მაგრამ მე ეს სრულებითაც არ მაკმაყოფილებდა.
My profession progressed satisfactorily, but that was far from satisfying me.
143472.
განდი | ნაწილი III, თავი VI
კარს ერთი კეთროვანი მომადგა.
A leper came to my door.
143473.
განდი | ნაწილი III, თავი VI
ამიტომ ხელშეკრულებით დაქირავებული მოჯამაგირეების სახელმწიფო საავადმყოფოში გადავიყვანე.
So I sent him to the Government Hospital for indentured labourers.
143474.
განდი | ნაწილი III, თავი VI
ძალიან მინდოდა, მუდმივი ჰუმანისტური სამუშაო მქონოდა.
I longed for some humanitarian work of a permanent nature.
143475.
განდი | ნაწილი III, თავი VI
დოქტორი ბუთი იმ დროს წმინდა ეიდანის მისიის წინამძღვარი იყო.
Dr. Booth was the head of the St. Aidan's Mission.
143476.
განდი | ნაწილი III, თავი VI
ეს გულკეთილი ადამიანი პაციენტებს უანგაროდ მკურნალობდა.
This kindhearted man treated his patients free.
143477.
განდი | ნაწილი III, თავი VI
პარსი რუსტომჯის ხელგაშლილობის წყალობით პატარა საქველმოქმედო საავადმყოფოს გახსნა მოხერხდა, რომელსაც დოქტორი ბუთი ხელმძღვანელობდა.
Thanks to Parsi Rustomji's charities, it was possible to open a small charitable hospital under Dr. Booth's charge.
143478.
განდი | ნაწილი III, თავი VI
იმ საავადმყოფოში მოწყალების ძმად მუშაობას სიამოვნებით შევუდგებოდი.
I felt strongly inclined to serve as a nurse in this hospital.
143479.
განდი | ნაწილი III, თავი VI
წამლების განაწილებას დღეში ერთი-ორი საათი სჭირდებოდა.
The work of dispensing medicines took from one to two hours daily.
143480.
განდი | ნაწილი III, თავი VI
რა თქმა უნდა, საქალაქო სასამართლოშიც მქონდა ხოლმე საქმეები, მაგრამ მათი უმეტესობა სამომრიგებლო ხასიათისა იყო.
I of course used to have a few cases in the magistrate's court, but most of them were of a noncontroversial character.