მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143481.
განდი | ნაწილი III, თავი VI
მისტერ კჰანმა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამომყვა და იმ დროს ჩემთან ცხოვრობდა, მათი ნაწილის მოგვარება იკისრა.
Mr. Khan, who had followed me to South Africa and was then living with me, undertook to take them.
143482.
განდი | ნაწილი III, თავი VI
ასე რომ, იმ პატარა საავადმყოფოში მუშაობის დროც გამომიჩნდა.
So I found time to serve in the small hospital.
143483.
განდი | ნაწილი III, თავი VI
ჩემი მოვალეობა ავადმყოფების ჩივილების დაზუსტება, მათი ექიმისთვის მიწოდება და ექიმის დანიშნულებით გამოწერილი წამლების დარიგება იყო.
My duty consisted in ascertaining the patient's complaints, laying the facts before the doctor, and dispensing the prescriptions.
143484.
განდი | ნაწილი III, თავი VI
ბურების ომის დროს ავადმყოფებისა და დაჭრილი ჯარისკაცების მოვლა შევთავაზე.
During the Boer War, I offered my services for nursing the sick and wounded soldiers.
143485.
განდი | ნაწილი III, თავი VI
ორი ვაჟი სამხრეთ აფრიკაში შემეძინა.
I had two sons born in South Africa.
143486.
განდი | ნაწილი III, თავი VI
ჩემი დამოუკიდებელი ბუნება მუდმივი გამოცდის წყარო გახლდათ.
My independent spirit was a constant source of trial.
143487.
განდი | ნაწილი III, თავი VI
ჩემმა ცოლმა და მე გადავწყვიტეთ, მისი მოლოგინების ჟამს საუკეთესო ექიმისთვის მიგვემართა.
My wife and I had decided to have the best medical aid at the time of her delivery.
143488.
განდი | ნაწილი III, თავი VI
მაგრამ რა უნდა მექნა, თუკი ექიმი და მედდა არ აღმოჩნდებოდნენ ადგილზე მაშინ, როცა ჩვენ დაგვჭირდებოდა?
But if the doctor and the nurse were to leave us in the lurch at the right moment, what was I to do?
143489.
განდი | ნაწილი III, თავი VI
თანაც მედდა ინდოელი უნდა ყოფილიყო.
Then the nurse had to be an Indian.
143490.
განდი | ნაწილი III, თავი VI
ხოლო გამოცდილი ინდოელი ბებიაქალის პოვნა ისეთივე რთული იყო სამხრეთ აფრიკაში, როგორც თვითონ ინდოეთში.
And the difficulty of getting a trained Indian nurse in South Africa can be easily imagined from the similar difficulty in India.
143491.
განდი | ნაწილი III, თავი VI
წავიკითხე დოქტორ ტრიბჰუვან დასის წიგნი „მა-ნე-შიკჰამან“ - რჩევა დედას.
I read Dr. Tribhuvandas' book, Ma-ne Shikhaman, - Advice to a mother.
143492.
განდი | ნაწილი III, თავი VI
და ჩემს ახალშობილ შვილებს ამ წიგნში მოცემული მითითებებით ვუვლიდი.
And I nursed my children according to the instructions given in the book.
143493.
განდი | ნაწილი III, თავი VI
ბოლო ბავშვის გაჩენა ჩემთვის ურთულესი გამოცდა გამოდგა.
The birth of the last child put me to the severest test.
143494.
განდი | ნაწილი III, თავი VI
ექიმი მაშინვე ვერ ვიპოვეთ, და დრო ბებიაქალის მოძებნაზეც დაგვეკარგა.
The doctor was not immediately available, and some time was lost in fetching the midwife.
143495.
განდი | ნაწილი III, თავი VI
მშობიარობის მიღება მე მომიხდა.
I had to see through the safe delivery of the baby.
143496.
განდი | ნაწილი III, თავი VI
ამ საქმის გულდასმით შესწავლამ დოქტორ ტრიბჰუვანდესის წიგნის მიხედვით ფასდაუდებელი სამსახური გამიწია.
My careful study of the subject in Dr. Tribhuvandas' work was of inestimable help.
143497.
განდი | ნაწილი III, თავი VI
სრულებით არ მიღელვია.
I was not nervous.
143498.
განდი | ნაწილი III, თავი VI
დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვების სწორი აღზრდისთვის მშობლებს ახალშობილების მოვლის ზოგადი ცოდნა უნდა ჰქონდეთ მიღებული.
I am convinced that for the proper upbringing of children the parents ought to have a general knowledge of the care and nursing of babies.
143499.
განდი | ნაწილი III, თავი VI
ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი იმ უპირატესობას, რომელიც ამ საკითხის გულდასმით შესწავლამ მომცა.
At every step I have seen the advantages of my careful study of the subject.
143500.
განდი | ნაწილი III, თავი VI
ბავშვის აღზრდა ჩასახვიდანვე იწყება.
The education of the child begins with conception.