მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143501.
განდი | ნაწილი III, თავი VI
მშობლების ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობა ჩასახვის მომენტში ბავშვზე აუცილებლად აისახება.
The physical and mental states of the parents at the moment of conception are reproduced in the baby.
143502.
განდი | ნაწილი III, თავი VI
შემდეგ, ორსულობის პერიოდში, მასზე დედის გუნება-განწყობილება, სურვილები და ტემპერამენტი და ცხოვრების წესი მოქმედებს.
Then during the period of pregnancy it continues to be affected by the mother's moods, desires and temperament, as also by her ways of life.
143503.
განდი | ნაწილი III, თავი VI
დაბადების შემდეგ ბავშვი მშობლებს ბაძავს და მისი განვითარება რამდენიმე წლის განმავლობაში მთლიანად მშობლებზეა დამოკიდებული.
After birth the child imitates the parents, and for a considerable number of years entirely depends on them for its growth.
143504.
განდი | ნაწილი III, თავი VI
ჩემი აზრით, უკიდურესი უმეცრებაა იმის თქმა, რომ სქესობრივი აქტი დამოუკიდებლად არსებული ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორიც ძილი ან ჭამა.
I think it is the height of ignorance to believe that the sexual act is an independent function necessary like sleeping or eating.
143505.
განდი | ნაწილი III, თავი VI
სამყაროს არსებობა თაობების ქცევაზეა დამოკიდებული.
The world depends for its existence on the act of generation.
143506.
განდი | ნაწილი III, თავი VI
რადგან სამყარო ღმერთის სამოქმედო არენა და მისი დიდების ანარეკლია, თაობების ქცევა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ზრდისკენ უნდა იყოს მიმართული.
As the world is the playground of God and a reflection of His glory, the act of generation should be controlled for the ordered growth of the world.
143507.
განდი | ნაწილი III, თავი VI
ის, ვინც ამას აცნობიერებს, ნებისმიერ ფასად დაიმორჩილებს ვნებას.
He who realizes this will control his lust at any cost.
143508.
განდი | ნაწილი III, თავი VI
შეიძენს იმ ცოდნას, რომელიც აუცილებელია მისი შთამომავლობის ფიზიკური, სულიერი თუ მორალური სიჯანსაღისათვის.
e will equip himself with the knowledge necessary for the physical, mental and spiritual well-being of his progeny.
143509.
განდი | ნაწილი III, თავი VII
ბრაჰმაჩარია — I.
BRAHMACHARYA – I.
143510.
განდი | ნაწილი III, თავი VII
ცოლის მოყვანის პირველივე დღიდან მონოგამური ქორწინება იყო ჩემი იდეალი, ხოლო მეუღლის მიმართ ერთგულება — ჩემი სიმართლის სიყვარულის ნაწილი.
I had been wedded to a monogamous ideal ever since my marriage, faithfulness to my wife being part of the love of truth.
143511.
განდი | ნაწილი III, თავი VII
მაგრამ სწორედ სამხრეთ აფრიკაში გავაცნობიერე ბრაჰმაჩარიას დაცვის მნიშვნელობა, ცოლთან ურთიერთობის დროსაც კი.
But it was in South Africa that I came to realize the importance of observing brahmacharya even with respect to my wife.
143512.
განდი | ნაწილი III, თავი VII
მიჭირს გავიხსენო, რა ვითარებამ ან რომელმა წიგნმა წარმართა ჩემი გონება აქეთკენ.
I cannot definitely say what circumstance or what book it was, that set my thoughts in that direction.
143513.
განდი | ნაწილი III, თავი VII
მე ხოტბა შევასხი მისის გლედსტოუნის ერთგულებას მეუღლის მიმართ.
I spoke in high praise of Mrs. Gladstone's devotion to her husband.
143514.
განდი | ნაწილი III, თავი VII
წაკითხული მქონდა, რომ მისის გლედსტოუნმა მეუღლისათვის ჩაის მომზადების უფლება ითხოვა თვით თემთა პალატაში.
I had read somewhere that Mrs. Gladstone insisted on preparing tea for her husband even in the House of Commons.
143515.
განდი | ნაწილი III, თავი VII
ეს ვუამბე ჩემს მეგობარ პოეტს და ცოლქმრულ სიყვარულსაც შევასხი ხოტბა.
I spoke of this to the poet, and incidentally eulogized conjugal love.
143516.
განდი | ნაწილი III, თავი VII
რაიჩანდბჰაიმ მკითხა: „ორიდან რას უფრო აფასებ, მისის გლედსტოუნის, როგორც ცოლის, სიყვარულს ქმრის მიმართ, თუ მის ერთგულ მსახურებას?“
'Which of the two do you prize more,' asked Raychandbhai, 'the love of Mrs. Gladstone for her husband as his wife, or her devoted service?'
143517.
განდი | ნაწილი III, თავი VII
„განა, ჩვენ ასეთი ერთგული დების ან მსახურების მაგალითი ცოტა გვაქვს?“
'Do we not have instances of such devoted sisters or servants?'
143518.
განდი | ნაწილი III, თავი VII
„წარმოიდგინე, ასეთივე თავდადებული ერთგულება მამაკაც მსახურში რომ აღმოგეჩინა, განა ისეთსავე აღტაცებას მოგგვრიდა, როგორიც მისის გლედსტოუნის საქციელმა მოგგვარა?“
'Supposing you had found the same loving devotion in a male servant, would you have been pleased in the same way as in Mrs. Gladstone's case?'
143519.
განდი | ნაწილი III, თავი VII
„უბრალოდ დაფიქრდი იმაზე, რაც გითხარი“.
'Just examine the view-point suggested by me'.
143520.
განდი | ნაწილი III, თავი VII
რაიჩანდბჰაი თვითონაც ცოლიანი იყო.
Raychandbhai was himself married.