მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143521.
განდი | ნაწილი III, თავი VII
მისი სიტყვები ცოტა არ იყოს მკვახედ მომეჩვენა და გულზე მომხვდა.
His words sounded harsh, but they gripped me irresistibly.
143522.
განდი | ნაწილი III, თავი VII
ვიგრძენი, რომ მსახურის ერთგულება ათასჯერ უფრო დასაფასებელია, ვიდრე ცოლისა ქმრის მიმართ.
The devotion of a servant was, I felt, a thousand times more praise worthy than that of a wife to her husband.
143523.
განდი | ნაწილი III, თავი VII
ცოლის ქმრის მიმართ ერთგულებაში არაფერია გასაკვირი, რადგან მათ შორის მტკიცე კავშირი არსებობს.
There was nothing surprising in the wife's devotion to her husband, as there was an indissoluble bond between them.
143524.
განდი | ნაწილი III, თავი VII
პოეტის სიტყვები თანდათან უფრო და უფრო მომწონდა.
The poet's point of view began gradually to grow upon me.
143525.
განდი | ნაწილი III, თავი VII
მაშ, როგორი უნდა იყოს ჩემი ურთიერთობა მეუღლესთან?
What then should be my relation with my wife?
143526.
განდი | ნაწილი III, თავი VII
ნუთუ ჩემი ერთგულება მხოლოდ იმას გულისხმობდა, რომ მეუღლე ჩემივე ვნების ინსტუმენტად მექცია?
Did my faithfulness consist in making my wife the instrument of my lust?
143527.
განდი | ნაწილი III, თავი VII
სანამ ვნების მონა ვიყავი, ჩემს ერთგულებას ჩალის ფასი ჰქონდა.
So long as I was the slave of lust, my faithfulness was worth nothing.
143528.
განდი | ნაწილი III, თავი VII
ამიტომ, ბრაჰმაჩარიას აღთქმის დადება ჩემთვის რთული არ იქნებოდა, თუკი ამას მე თვითონ მოვინდომებდი.
It was therefore the easiest thing for me to take the vow of brahmacharya, if only I willed it.
143529.
განდი | ნაწილი III, თავი VII
მაგრამ დაბრკოლებას ჩემი სუსტი ნებისყოფა თუ ვნებიანი ლტოლვა მიქმნიდა.
It was my weak will or lustful attachment that was the obstacle.
143530.
განდი | ნაწილი III, თავი VII
მაშინაც კი, როცა ამ საკითხს მთელი შეგნებით მოვეკიდე, ორჯერ განვიცადე მარცხი.
Even after my conscience had been roused in the matter, I failed twice.
143531.
განდი | ნაწილი III, თავი VII
ინგლისში ყოფნისას წაკითხული მქონდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე.
Whilst in England I had read something about contraceptives.
143532.
განდი | ნაწილი III, თავი VII
ასე რომ, მას შემდეგ, რაც გავაცნობიერე, რომ მეტი შვილის ყოლა აღარ მსურდა, თავის შეკავებაზე დავიწყე მუშაობა.
Seeing, therefore, that I did not desire more children I began to strive after self-control.
143533.
განდი | ნაწილი III, თავი VII
ეს ამოცანა ურთულესი გამოდგა.
There was endless difficulty in the task.
143534.
განდი | ნაწილი III, თავი VII
ცალ-ცალკე საწოლებში დავიწყეთ ძილი.
We began to sleep in separate beds.
143535.
განდი | ნაწილი III, თავი VII
გადავწყვიტე, მანამ არ დავწოლილიყავი, სანამ მთელი დღის მუშაობის შემდეგ არაქათი არ გამომეცლებოდა.
I decided to retire to bed only after the day's work had left me completely exhausted.
143536.
განდი | ნაწილი III, თავი VII
საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ 1906 წელს მივიღე.
The final resolution could only be made as late as 1906.
143537.
განდი | ნაწილი III, თავი VII
იმ დროს სატიაგრაჰა არ იყო დაწყებული.
Satyagraha had not then been started.
143538.
განდი | ნაწილი III, თავი VII
როცა ნატალში მოხდა ზულუსების „აჯანყება“, რომელიც ბურების ომს მოჰყვა, მე იოჰანესბურგში მქონდა იურიდიული პრაქტიკა.
I was practising in Johannesburg at the time of the Zulu 'Rebellion' in Natal, which came soon after the Boer War.
143539.
განდი | ნაწილი III, თავი VII
ვგრძნობდი, რომ იმ ვითარებაში ნატალის მთავრობისთვის დახმარება უნდა შემეთავაზებინა.
I felt that I must offer my services to the Natal Government on that occasion.
143540.
განდი | ნაწილი III, თავი VII
როგორც მომდევნო თავში ვნახავთ, ჩემი წინადადება მიიღეს.
The offer was accepted, as we shall see in another chapter.