მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143541.
განდი | ნაწილი III, თავი VII
იმ დასკვნამდე მივედი, რომ ბავშვების გაჩენა და მათზე ყოველდღიური ზრუნვა შეუთავსებელია საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან.
It became my conviction that procreation and the consequent care of children were inconsistent with public service.
143542.
განდი | ნაწილი III, თავი VII
იმისათვის, რომ „აჯანყების“ დროს მემსახურა, იოჰანესბურგში საოჯახო მეურნეობის მოშლა მომიხდა.
I had to break up my household at Johannesburg to be able to serve during the 'Rebellion'.
143543.
განდი | ნაწილი III, თავი VII
იძულებული გავხდი, მიმეტოვებინა სახლი, რომელიც ასე საგულდაგულოდ მოვაწყვე.
I had to give up the house I had so carefully furnished.
143544.
განდი | ნაწილი III, თავი VII
ცოლი და შვილები თან წავიყვანე ფენიქსში.
I took my wife and children to Phoenix.
143545.
განდი | ნაწილი III, თავი VII
გონება ერთმა აზრმა გამინათა.
The idea flashed upon me.
143546.
განდი | ნაწილი III, თავი VII
თუ ასე, მთელი არსებით ვაპირებდი საზოგადოების სამსახურში ჩადგომას, მაშინ შვილების ყოლისა და კეთილდღეობის ყოველგვარი სურვილი უნდა დამეთმო და ვანაპრაშთასავით მეცხოვრა, რაც ოჯახზე ზრუნვისაგან განთავისუფლებას გულისხმობდა.
if I wanted to devote myself to the service of the community in this manner, I must relinquish the desire for children and wealth and live the life of a vanaprastha - of one retired from household cares.
143547.
განდი | ნაწილი III, თავი VII
აჯანყებამ ექვს კვირაზე მეტ ხანს არ გასტანა.
The Rebellion did not occupy me for more than six weeks.
143548.
განდი | ნაწილი III, თავი VII
აღთქმების მნიშვნელობა ახლა ყველაზე უფრო ცხადად დავინახე, ვიდრე ოდესმე.
The importance of vows grew upon me more clearly than ever before.
143549.
განდი | ნაწილი III, თავი VII
აღმოვაჩინე, რომ აღთქმის დადება სულაც არ ნიშნავდა ნამდვილი თავისუფლების კარის ჩარაზვას.
I realized that a vow, far from closing the door to real freedom.
143550.
განდი | ნაწილი III, თავი VII
აქამდე წარმატებას იმიტომ ვერ მივაღწიე, რომ ნებისყოფა არ მყოფნიდა, რადგან საკუთარი თავის და ღვთის ნების რწმენა არ მქონდა.
Up to this time I had not met with success because the will had been lacking, because I had had no faith in myself, no faith in the grace of God.
143551.
განდი | ნაწილი III, თავი VII
ამდენად, ჩემი გონება გახელებული ეჭვის ზღვაში ბორგავდა.
Therefore, my mind had been tossed on the boisterous sea of doubt.
143552.
განდი | ნაწილი III, თავი VII
მივხვდი, რომ აღთქმაზე უარის თქმა კაცს ცთუნებისკენ უბიძგებს, მაშინ, როცა აღთქმით თავის შეზღუდვა აღვირახსნილი ცხოვრების წესიდან ნამდვილ მონოგამურ ქორწინებაზე გადასვლას ნიშნავდა.
I realized that in refusing to take a vow man was drawn into temptation, and that to be bound by a vow was like a passage from libertinism to a real monogamous marriage.
143553.
განდი | ნაწილი III, თავი VII
„მე მჯერა, რომ ძალა შემწევს. არ მინდა აღთქმით შევიბორკო თავი“.
'I believe in effort, I do not want to bind myself with vows'.
143554.
განდი | ნაწილი III, თავი VII
ასეთია უღონობის განწყობილება და იმის ფარულ წადილს გასცემს, რასაც გვინდა, რომ თავი ავარიდოთ.
It is the mentality of weakness and betrays a subtle desire for the thing to be avoided.
143555.
განდი | ნაწილი III, თავი VII
ან, სად იმალება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების სირთულე?
Or where can be the difficulty in making a final decision?
143556.
განდი | ნაწილი III, თავი VII
მე აღთქმას ვდებ, რომ გავექცევი მაცდუნებელ გველს, რომელიც ვიცი, რომ დამგესლავს და მე არც კი ვცდილობ, გავექცე მას.
I vow to flee from the serpent which I know will bite me, I do not simply make an effort to flee from him.
143557.
განდი | ნაწილი III, თავი VII
ვიცი, რომ მხოლოდ მცდელობის იმედად ყოფნა, შესაძლოა, გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავდეს.
I know that mere effort may mean certain death.
143558.
განდი | ნაწილი III, თავი VII
მარტო მცდელობა იმ ფაქტის უარყოფას ნიშნავს, რომ გველი უეჭველად დამგესლავს.
Mere effort means ignorance of the certain fact that the serpent is bound to kill me.
143559.
განდი | ნაწილი III, თავი VII
„მაგრამ, ვთქვათ, მომავალში შეხედულებები შემეცვალა, აღთქმით რატომ უნდა შევიზღუდო თავი?“ — ასეთი ეჭვი გვაბრკოლებს ხშირად.
'But supposing my views are changed in the future, how can I bind myself by a vow?' Such a doubt often deters us.
143560.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ბრაჰმაჩარია — II.
BRAHMACHARYA – II.