მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143561.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ყოველმხრივი განხილვისა და ხანგრძლივი აწონ-დაწონვის შემდეგ, 1906 წელს, აღთქმა დავდე.
After full discussion and mature deliberation I took the vow in 1906.
143562.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
მანამდე ჩემი მოსაზრებები ჩემი მეუღლისთვის არ გამიზიარებია, მხოლოდ აღთქმის დადების დროს ვკითხე აზრი.
I had not shared my thoughts with my wife until then, but only consulted her at the time of taking the vow.
143563.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
მას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
She had no objection.
143564.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ეს მე ვიყავი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება რომ მიჭირდა.
But I had great difficulty in making the final resolve.
143565.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
როგორ უნდა მემართა ვნებები?
How was I to control my passions?
143566.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
მეუღლესთან სექსუალური კავშირის გაწყვეტა იმ დროს უცნაურ ამბად ითვლებოდა.
The elimination of carnal relationship with one's wife seemed then a strange thing.
143567.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
მაგრამ იმის იმედით, რომ უფალი არ მიმატოვებდა, გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა.
But I launched forth with faith in the sustaining power of God.
143568.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
სიამოვნებისა და გაოცების გრძნობა მიპყრობს, როცა აღთქმის დადების დღიდან გასულ ოც წელიწადს გავყურებ.
As I look back upon the twenty years of the vow, I am filled with pleasure and wonderment.
143569.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
თავშეკავების მეტ-ნაკლებად წარმატებული განხორციელება 1901 წლიდან შევძელი.
The more or less successful practice of self-control had been going on since 1901.
143570.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
მაგრამ ის სილაღე და სიხარული, რაც აღთქმამ მომანიჭა, 1906 წლამდე არ მიგრძვნია.
But the freedom and joy that came to me after taking the vow had never been experienced before 1906.
143571.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
აღთქმის დადებამდე ცთუნებას ნებისმიერ წამს შეეძლო, ავეყოლიებინე.
Before the vow I had been open to being overcome by temptation at any moment.
143572.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ახლა კი აღთქმა მტკიცე ფარივით მიცავდა ცთუნებისაგან.
Now the vow was a sure shield against temptation.
143573.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ბრაჰმაჩარიას ყოვლისშემძლეობა ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ცხადი ხდებოდა ჩემთვის.
The great potentiality of brahmacharya daily became more and more patent to me.
143574.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
აღთქმა ფენიქსში ყოფნისას დავდე.
The vow was taken when I was in Phoenix.
143575.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
სანიტარულ სამსახურში საქმის დასრულებისთანავე ფენიქსში გავემგზავრე, საიდანაც იოჰანესბურგში უნდა დავბრუნებულიყავი.
As soon as I was free from ambulance work, I went to Phoenix, whence I had to return to Johannesburg.
143576.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
მაგრამ ვხედავდი, რომ ყველა ადრინდელ ნაბიჯს სწორედ ამ მიზნისკენ მივყავდი.
But I could see that all my previous steps had led up to that goal.
143577.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
იოჰანესბურგში ოჯახური ხარჯები შევამცირე და ფენიქსში, შეიძლება ითქვას, ბრაჰმაჩარიას აღთქმის დასადებად გავემგზავრე.
I had cut down my heavy household expenses at Johannesburg and gone to Phoenix to take, as it were, the brahmacharya vow.
143578.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
იმის შეგნება, რომ ბრაჰმაჩარიას სრულყოფილი დაცვა ბრაჰმანის ცხოვრების წესამდე მიმიყვანდა, ჩემთვის შასტრებს არ უსწავლებიათ.
The knowledge that a perfect observance of brahmacharya means realization of brahman, I did not owe to a study of the Shastras.
143579.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
აღთქმის დადების მერე ყოველდღიურად სულ უფრო ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ბრაჰმაჩარია სხეულის, გონებისა და სულის დაცვაა.
Every day of the vow has taken me nearer the knowledge that in brahmacharya lies the protection of the body, the mind and the soul.
143580.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ყოველი დღე მის ახალ მშვენიერებას მიმჟღავნებდა.
Every day revealed a fresh beauty in it.