მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143581.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
გემოთმოყვარეობაზე უარის თქმა პირველი აუცილებელი პირობაა აღთქმის დასაცავად.
Control of the palate is the first essential in the observance of the vow.
143582.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ჩემი დაკვირვებით გემოთმოყვარეობაზე სრული უარის თქმა აღთქმის დაცვას ძალიან აადვილებს.
I found that complete control of the palate made the observance very easy.
143583.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
და ამიტომ ჩემს ექსპერიმენტებს დიეტიკაში არა მხოლოდ ვეგეტარიანელის, არამედ ბრაჰმაჩარის პოზიციიდანაც შევუდექი.
And so I now pursued my dietetic experiments not merely from the vegetarian's but also from the brahmachari's point of view.
143584.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ამ ექსპერიმენტებმა აშკარად დამანახა, რომ ბრაჰმაჩარის საზრდო შეზღუდული, უბრალო, შეუკაზმავი და, თუ შესაძლებელია, უმი უნდა იყოს.
As the result of these experiments I saw that the brahmachari's food should be limited, simple, spiceless, and, if possible, uncooked.
143585.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ექსპერიმენტების ექვსმა წელმა მიმახვედრა, რომ ბრაჰმაჩარის იდეალური საკვები ახალი ხილი და თხილეულია.
Six years of experiment have showed me that the brahmachari's ideal food is fresh fruit and nuts.
143586.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
აქ ისიც იკმარებს, თუ ვიტყვი, — ეჭვი იმაში სულ არ მეპარება, რომ რძის დიეტა ბრაჰმაჩარიას აღთქმის დაცვას ართულებს.
It is enough to observe here that I have not the least doubt that milk diet makes the brahmacharya vow difficult to observe.
143587.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
მაგრამ ნუ იფიქრებთ, თითქოს ყველა ბრაჰმაჩარიმ რაციონიდან რძე უნდა ამოიღოს.
Let no one deduce from this that all brahmacharis must give up milk.
143588.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი, რძეს სტიმულირების ძალაც რომ აქვს, ვერავის ვურჩევ რაციონიდან მის ამოღებას.
Therefore, though I know milk to be partly a stimulant, I cannot, for the time being, advise anyone to give it up.
143589.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ბრაჰმაჩარიას დაცვის გასაადვილებლად საკვების შერჩევასა და შეზღუდვასთან ერთად აუცილებელია მარხვის დაცვაც.
As an external aid to brahmacharya, fasting is as necessary as selection and restriction in diet.
143590.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
სხეულს აშიმშილებს, მაგრამ გონებით ნაირნაირ ნუგბარზე ფიქრით ინებივრებს თავს და მარხვის განმავლობაში სულ იმაზე ფიქრობს, რით ჩაიტკბარუნებს პირს მარხვის დასრულებისთანავე.
They keep their bodies without food, but feast their minds upon all sorts of delicacies, thinking all the while what they will eat and what they will drink after the fast terminates.
143591.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
მარხვა მაშინ არის მარგებელი, როცა გონება მოშიმშილე სხეულს ეთანხმება ანუ, როცა მარხვა იმის მიმართ გიჩენს ზიზღს, რაზეც სხეული უარს ამბობს.
Fasting is useful, when mind co-operates with starving body, that is to say, when it cultivates a distaste for the objects that are denied to the body.
143592.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ყველანაირ ვნებიანობას გონებაში აქვს ფესვი გამდგარი.
Mind is at the root of all sensuality.
143593.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ამდენად, მარხვის შესაძლებლობები შეზღუდულია, რადგან ვნება, შესაძლოა, ძველებურად ათამაშებდეს მომარხულე კაცს.
Fasting, therefore, has a limited use, for a fasting man may continue to be swayed by passion.
143594.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ბრაჰმაჩარისა და არაბრაჰმაჩარის ცხოვრებას შორის მკვეთრი ზღვარი უნდა გაივლოს.
There should be a clear line between the life of a brahmachari and nonbrahmachari .
143595.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ამ ორს შორის არსებული მსგავსება მხოლოდ მოჩვენებითია.
The resemblance that there is between the two is only apparent.
143596.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
განსხვავება დღესავით ნათელი უნდა იყოს.
The distinction ought to be clear as daylight.
143597.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
მხედველობა ორივეს აქვს, მაგრამ ბრაჰმაჩარი მას უფლის დიდების დასანახავად იყენებს, მეორე კი იმ ქარაფშუტობის საცქერლად, რაც მის ირგვლივ ტრიალებს.
Both use their eyesight, but whereas the brahmachari uses it to see the glories of God, the other uses it to see the frivolity around him.
143598.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ყური ორივეს აბია, მაგრამ მაშინ, როცა ერთს მხოლოდ უფლის სადიდებელი ჩაესმის, მეორე სმენას ბილწსიტყვაობით იტკბობს.
Both use their ears, but whereas the one hears nothing but praises of God, the other feasts his ears upon ribaldry.
143599.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ასე რომ, ისინი ერთმანეთის საპირისპირო პოლუსზე ცხოვრობენ და დროთა განმავლობაში მათ შორის მანძილი კი არ მცირდება, მხოლოდ იზრდება.
Thus both live as the poles apart, and the distance between them will grow and not diminish with the passage of time.
143600.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ბრაჰმაჩარია ჩვენს გონებაში, სიტყვითა და საქციელით გრძნობების მართვას გულისხმობს.
Brahmacharya means control of the senses in thought, word and deed.