მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143601.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ბრაჰმაჩარია მიუღწეველია მოზომილი ძალისხმევით.
Brahmacharya is impossible of attainment by limited effort.
143602.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ბევრისთვის ის მხოლოდ იდეალად უნდა დარჩეს.
For many it must remain only as an ideal.
143603.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ბრაჰმაჩარიას მაძიებელი ყოველთვის დაინახავს საკუთარ მანკიერებებს, ამოჩხრეკს გულის უღრმეს კუნჭულებში ჩაბუდებულ ვნებებს და დაუღალავ ბრძოლას დაიწყებს მათგან გასათავისუფლებლად.
An aspirant after brahmacharya will always be conscious of his shortcomings, will seek out the passions lingering in the innermost recesses of his heart and will incessantly strive to get rid of them.
143604.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
და ვიდრე გონება ნებისყოფას ბოლომდე არ დაემორჩილება, ბრაჰმაჩარი სრულყოფილი სახით არ იარსებებს.
So long as thought is not under complete control of the will, brahmacharya in its fullness is absent.
143605.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
და მაინც, ჩვენში ღმერთის არსებობა თავად გონების მოთოკვასაც ხდის შესაძლებელს.
Nevertheless the existence of God within makes even control of the mind possible.
143606.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
არავის ეგონოს, რაკი ძნელია, ამიტომ მიუღწეველიცაა.
Let no one think that it is impossible because it is difficult.
143607.
განდი | ნაწილი III, თავი VIII
ეს გახლავთ უზენაესი მიზანი და რა გასაკვირია, რომ მის მისაღწევად მაქსიმალური ძალისხმევაა აუცილებელი.
It is the highest goal, and it is no wonder that the highest effort should be necessary to attain it.
143608.
განდი | ნაწილი III, თავი IX
უბრალო ცხოვრება.
SIMPLE LIFE.
143609.
განდი | ნაწილი III, თავი IX
შევუდექი მშვიდსა და კომფორტულ ცხოვრებას, მაგრამ ექსპერიმენტი ხანმოკლე გამოდგა.
I had started on a life of ease and comfort, but the experiment was short-lived.
143610.
განდი | ნაწილი III, თავი IX
საყელოს გამოცვლა ყოველდღე მიწევდა, ხოლო პერანგს, ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც ვიცვლიდი.
Collars had to be changed daily and shirts, if not daily, at least every alternate day.
143611.
განდი | ნაწილი III, თავი IX
ვიყიდე რეცხვის სახელმძღვანელო, შევისწავლე ეს ხელოვნება და ჩემს ცოლსაც ვასწავლე.
I bought a book on washing, studied the art and taught it also to my wife.
143612.
განდი | ნაწილი III, თავი IX
რა თქმა უნდა, საქმე მომემატა, მაგრამ სიახლე სიამოვნებას მანიჭებდა.
This no doubt added to my work, but its novelty made it a pleasure.
143613.
განდი | ნაწილი III, თავი IX
რა დამავიწყებს პირველ საყელოს, რომელიც მე თვითონ გავირეცხე.
I shall never forget the first collar that I washed myself.
143614.
განდი | ნაწილი III, თავი IX
საყელო ზედმეტად გამოხმა და შემხმარი სახამებელი სცვიოდა.
The collar was fairly stiff, the superfluous starch dropped off it.
143615.
განდი | ნაწილი III, თავი IX
„მერე რა, – ვთქვი მე, — საყელოს გარეცხვა პირველად ვცადე“.
'Well,' said I, 'this is my first experiment at washing my own collars'.
143616.
განდი | ნაწილი III, თავი IX
„მაგრამ ეგ სულ არ მაწუხებს, თანაც, გემოზეც გაცინეთ“.
'But it does not trouble me, and then there is the advantage of providing you with so much fun.'
143617.
განდი | ნაწილი III, თავი IX
„კი მაგრამ, ჩვენში მრეცხავების ნაკლებობა რომ არ შეინიშნება?!“ — მითხრა ერთ-ერთმა მეგობარმა.
'But surely there is no lack of laundries here?' asked a friend.
143618.
განდი | ნაწილი III, თავი IX
„მრეცხავის გასამრჯელო ძალიან მაღალია, – მივუგე მე.
'The laundry bill is very heavy,' said I.
143619.
განდი | ნაწილი III, თავი IX
„ერთი საყელოს გარეცხვა თითქმის იგივე ჯდება, რაც ახალი საყელოს ყიდვა. თან სულ მრეცხავზე ხარ დამოკიდებული“.
'The charge for washing a collar is almost as much as its price, and even then there is the eternal dependence on the washerman'.
143620.
განდი | ნაწილი III, თავი IX
„მირჩევნია, თვითონ გავრეცხო ჩემი ნივთები“.
'I prefer by far to wash my things myself.'