მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143621.
განდი | ნაწილი III, თავი IX
მაგრამ მეგობრებს ვერაფრით დავანახე თვითმომსახურების ხიბლი.
But I could not make my friends appreciate the beauty of self-help.
143622.
განდი | ნაწილი III, თავი IX
დროთა განმავლობაში გამოცდილებამ რეცხვის ოსტატად მაქცია.
In course of time I became an expert washerman.
143623.
განდი | ნაწილი III, თავი IX
არც ჩემი საყელოები იყო სხვებისაზე ნაკლებად ტკიცინა და ქათქათა.
My collars were no less stiff or shiny than others.
143624.
განდი | ნაწილი III, თავი IX
როცა გოქალე სამხრეთ აფრიკაში ჩამოვიდა, თან მაჰადეო გოვინ რანადეს ნაჩუქარი ჰალსტუხი ჩამოიტანა.
When Gokhale came to South Africa, he had with him a scarf which was a gift from Mahadeo Govind Ranade.
143625.
განდი | ნაწილი III, თავი IX
ელოლიავებოდა სახსოვარს და მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში იკეთებდა.
He treasured the memento with the utmost care and used it only on special occasions.
143626.
განდი | ნაწილი III, თავი IX
ერთი ასეთი საგანგებო ღონისძიება იოჰანესბურგელი ინდოელების მიერ მის საპატივცემულოდ გამართული ბანკეტი გახლდათ.
One such occasion was the banquet given in his honour by the Johannesburg Indians.
143627.
განდი | ნაწილი III, თავი IX
ჰალსტუხი დაიჭმუჭნა და დაუთოება ესაჭიროებოდა.
The scarf was creased and needed ironing.
143628.
განდი | ნაწილი III, თავი IX
სამრეცხაოში წაღება და უკან დროზე მოტანა ვეღარ ესწრებოდა.
It was not possible to send it to the laundry and get it back in time.
143629.
განდი | ნაწილი III, თავი IX
შევთავაზე, ჩემი ოსტატობა გამოეცადა.
I offered to try my art.
143630.
განდი | ნაწილი III, თავი IX
— როგორც ვექილს გენდობით, მაგრამ როგორც მრეცხავს - არა, – მითხრა გოქალემ, – რომ გამიფუჭოთ?
'I can trust to your capacity as a lawyer, but not as a washerman,' said Gokhale. 'What if you should soil it?
143631.
განდი | ნაწილი III, თავი IX
— იცით, რას ნიშნავს ჩემთვის ეს?!
'Do you know what it means to me?'
143632.
განდი | ნაწილი III, თავი IX
მე კი იძულებული გავხდი, ესეც ამეთვისებინა.
I had to learn that too.
143633.
განდი | ნაწილი III, თავი IX
ერთხელ პრეტორიაში ინგლისელ დალაქთან მივედი.
I once went to an English hair-cutter in Pretoria.
143634.
განდი | ნაწილი III, თავი IX
ჩემი გაკრეჭა ითაკილა.
He contemptuously refused to cut my hair.
143635.
განდი | ნაწილი III, თავი IX
რა თქმა უნდა, მეწყინა, მაგრამ მაშინვე შევიძინე მაკრატელი და თმა სარკის წინ მე თვითონ შევიჭერი.
I certainly felt hurt, but immediately purchased a pair of clippers and cut my hair before the mirror.
143636.
განდი | ნაწილი III, თავი IX
სასამართლოში მეგობრები სიცილისაგან კინაღამ ჩაბჟირდნენ.
The friends in the court shook with laughter.
143637.
განდი | ნაწილი III, თავი IX
— რა სჭირს შენს თმას, განდი? ვირთხები ხომ არ დაგესიენ?
'What's wrong with your hair, Gandhi? Rats have been at it?'
143638.
განდი | ნაწილი III, თავი IX
– არა, თეთრკანიანმა დალაქმა არ იკადრა, ჩემს შავ ქოჩორს მიჰკარებოდა, — მივუგე მე, — ასე რომ, გადავწყვიტე, თვითონ შემეჭრა, საშინლადაც რომ გამომსვლოდა.
'No. The white barber would not condescend to touch my black hair,' said I, 'so I preferred to cut it myself, no matter how badly.'
143639.
განდი | ნაწილი III, თავი IX
ჩემს პასუხს მეგობრები არ გაუკვირვებია.
The reply did not surprise the friends.
143640.
განდი | ნაწილი III, თავი IX
ჩვენც ხომ ვუკრძალავთ ჩვენს დალაქებს ჩვენივე მიუკარებელი ძმების მომსახურებას?!
We do not allow our barbers to serve our untouchable brethren.