მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143641.
განდი | ნაწილი III, თავი IX
იმის რწმენა, რომ ჩვენი ცოდვებისთვის ვისჯებოდი, არ მაძლევდა გაბრაზების ნებას.
The conviction that it was the punishment for our own sins saved me from becoming angry.
143642.
განდი | ნაწილი III, თავი IX
მას მორწყვა სჭირდებოდა, ფესვი რომ გამოეღო, აყვავებულიყო და ნაყოფი გამოესხა.
It only needed watering to take root, to flower and to fructify.
143643.
განდი | ნაწილი III, თავი X
ბურების ომი.
THE BOER WAR.
143644.
განდი | ნაწილი III, თავი X
ახლა 1897-იდან 1899 წლამდე მონაკვეთის გამოტოვება და პირდაპირ ბურების ომზე გადასვლა მომიწევს.
I must skip the period between 1897 and 1899 and come straight to the Boer War.
143645.
განდი | ნაწილი III, თავი X
როცა ომი გამოცხადდა, პირადად მე ბურებს ვუჭერდი მხარს.
When the war was declared, my personal sympathies were all with the Boers.
143646.
განდი | ნაწილი III, თავი X
თუმცა მწამდა, რომ იმ დროს არ მქონდა უფლება, ასეთ საკითხებში ჩემი საკუთარი დამოკიდებულება გამომემჟღავნებინა.
But I believed then that I had yet no right in such cases to enforce my individual convictions.
143647.
განდი | ნაწილი III, თავი X
ცნობისმოყვარეთ ვურჩევ, ეს წიგნი წაიკითხონ.
I invite the curious to turn to those pages.
143648.
განდი | ნაწილი III, თავი X
ვთვლიდი, რომ რაკი ჩემს უფლებებს როგორც ბრიტანეთის მოქალაქე, ისე ვითხოვდი, ჩემი მოვალეობა იყო, მონაწილეობა მიმეღო ბრიტანეთის იმპერიის დაცვაში.
I felt that, if I demanded rights as a British citizen, it was my duty to participate in the defence of the British Empire.
143649.
განდი | ნაწილი III, თავი X
მაშინ მჯეროდა, რომ ინდოეთს მხოლოდ ბრიტანეთის იმპერიის ფარგლებში და მისივე დახმარებით შეეძლო, მოეპოვებინა სრული დამოუკიდებლობა.
I held then that India could achieve her complete emancipation only within and through the British Empire.
143650.
განდი | ნაწილი III, თავი X
ამიტომ შევკრიბე რაც შეიძლებოდა მეტი თანამოაზრე და დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიე იმას, რომ არმიაში სანიტრებად მივეღეთ.
So I collected together as many comrades as possible, and with very great difficulty got their services accepted as an ambulance corps.
143651.
განდი | ნაწილი III, თავი X
რიგით ინგლისელს მიაჩნია, რომ ინდოელი მხდალია, — ვერც რისკზე წავა და ვერც საკუთარი ინტერესების მიღმა ხედავს ვერაფერს.
The average Englishman believed that the Indian was a coward, incapable of taking risks or looking beyond his immediate self-interest.
143652.
განდი | ნაწილი III, თავი X
ამდენად, ბევრმა ინგლისელმა მეგობარმა ჩემს გეგმას ცივი წყალი გადაასხა.
Many English friends, therefore, threw cold water on my plan.
143653.
განდი | ნაწილი III, თავი X
მაგრამ ექიმმა ბუთმა მხარი დამიჭირა და სანიტრობა გვასწავლა.
But Dr. Booth supported me wholeheartedly and trained us in ambulance work.
143654.
განდი | ნაწილი III, თავი X
მთავრობამ მადლიერებით მიიღო ჩვენი განცხადება, მაგრამ შემოგვითვალა, რომ ჩვენი სამსახური იმ მომენტისათვის არ ესაჭიროებოდა.
The Government thankfully acknowledged our application, but said that our services were not then needed.
143655.
განდი | ნაწილი III, თავი X
ექიმი ბუთის რეკომენდაციით ნატალის ეპისკოპოსს ვეახლე.
Through the introduction of Dr. Booth, I called on the Bishop of Natal.
143656.
განდი | ნაწილი III, თავი X
რაზმში ბევრი ქრისტიანი ინდოელი გვყავდა.
There were many Christian Indians in our corps.
143657.
განდი | ნაწილი III, თავი X
ეპისკოპოსი აღტაცებული იყო ჩემი შეთავაზებით.
The Bishop was delighted with my proposal.
143658.
განდი | ნაწილი III, თავი X
დრომაც ჩვენს სასარგებლოდ იმუშავა.
Time too was working with us.
143659.
განდი | ნაწილი III, თავი X
ბურებმა იმაზე მეტი ვაჟკაცობა, შემართება და სიმამაცე გამოავლინეს, ვიდრე მათგან ელოდნენ და ჩვენი დახმარებაც საჭირო შეიქნა.
The Boer had shown more pluck, determination and bravery than had been expected and our services were ultimately needed.
143660.
განდი | ნაწილი III, თავი X
ექიმი ბუთიც ჩვენს რიგებში ჩადგა.
Dr. Booth was also with us.