მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143661.
განდი | ნაწილი III, თავი X
ხელისუფლებას არ სურდა ფრონტის ხაზზე ჩვენი ყოფნა.
The authorities did not want us to be within the range of fire.
143662.
განდი | ნაწილი III, თავი X
მაგრამ „სპიონ კოპთან“ დამარცხების შემდეგ ვითარება შეიცვალა.
The situation, however, was changed after the repulse at Spion Kop.
143663.
განდი | ნაწილი III, თავი X
გენერალმა ბულერმა შეტყობინება გამოგვიგზავნა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენ არ გვევალებოდა, მთავრობა მადლიერი დაგვრჩებოდა, თუ დავთანხმდებოდით და დაჭრილებს ბრძოლის ველიდან გამოვიყვანდით.
General Buller sent the message that, though we were not bound to take the risk, Government would be thankful if we would do so and fetch the wounded from the field.
143664.
განდი | ნაწილი III, თავი X
ოცი-ოცდახუთი მილის დაფარვა და საკაცეებით დაჭრილების ბრძოლის ველიდან გამოყვანა გვიხდებოდა.
We had to march from twenty to twenty-five miles, bearing the wounded on stretchers.
143665.
განდი | ნაწილი III, თავი X
სპიონ კოპიდან და ვაალკრანზიდან უკუგდებულმა ბრიტანეთის მხედართმთავარმა უარი თქვა მცდელობაზე, ლედისმიტი და სხვა პუნქტები მოულოდნელი შეტევით აეღო.
After the reverses at Spion Kop and Vaalkranz, the British Commander-in-Chief abandoned the attempt to relieve Ladysmith and other places by summary procedure.
143666.
განდი | ნაწილი III, თავი X
გადაწყვიტა, ინგლისისა და ინდოეთის დახმარების მოლოდინში ნელ-ნელა წაეწია წინ.
He decided to proceed slowly, awaiting reinforcements from England and India.
143667.
განდი | ნაწილი III, თავი X
ჩვენმა მაშინდელმა მოკრძალებულმა წვლილმა პოპულარობა მოგვიტანა და ინდოელების პრესტიჟიც აამაღლა.
Our humble work was at the moment much applauded, and the Indians' prestige was enhanced.
143668.
განდი | ნაწილი III, თავი X
გაზეთებმა ჩვენი საქებარი ლექსები გამოაქვეყნა ასეთი რეფრენით: „ჩვენ ყველანი ხომ იმპერიის შვილები ვართ!“
The newspapers published laudatory rhymes with the refrain, 'We are sons of Empire after all.'
143669.
განდი | ნაწილი III, თავი X
გენერალმა ბულერმა ოფიციალურ მოხსენებაში აღნიშნა რაზმის საქმიანობის შესახებ და მისი ყველა ხელმძღვანელი საბრძოლო მედლებით დააჯილდოვეს.
General Buller mentioned with appreciation the work of the corps in his despatch, and the leaders were awarded the War Medal.
143670.
განდი | ნაწილი III, თავი X
ინდური სათვისტომო უფრო მეტად ორგანიზებული გახდა.
The Indian community became better organized.
143671.
განდი | ნაწილი III, თავი X
ხელშეკრულებით მომუშავე ინდოელებთან უფრო მჭიდრო კავშირი დავამყარე.
I got into closer touch with the indentured Indians.
143672.
განდი | ნაწილი III, თავი X
მათში დიდი გამოცოცხლება იგრძნობოდა.
There came a greater awakening amongst them.
143673.
განდი | ნაწილი III, თავი X
მათში თანდათან ღრმად გაიდგა ფესვი შეგნებამ, რომ ინდუსი, მუსლიმანი, ქრისტიანი, ტამილი, გუჯარათელი თუ სინდჰი — ყველანი ინდოელები და ერთი სამშობლოს შვილები ვიყავით.
The feeling that Hindus, Musalmans, Christians, Tamilians, Gujaratis and Sindhis were all Indians and children of the same motherland took deep root amongst them.
143674.
განდი | ნაწილი III, თავი X
თეთრკანიანების დამოკიდებულება თითქოს მკვეთრად შეიცვალა.
The white man's attitude seemed to be distinctly changed.
143675.
განდი | ნაწილი III, თავი X
ათასობით თეთრკანიან ჯარისკაცს შევხვდით.
We had come in contact with thousands of Tommies.
143676.
განდი | ნაწილი III, თავი X
მეგობრულად გვექცეოდნენ და მადლიერები.
They were friendly with us and thankful.
143677.
განდი | ნაწილი III, თავი XI
ინდოელებს ხშირად აბრალებდნენ ფეთხუმობას, რომ სახლი და კარმიდამო ბინძური აქვთ.
The charge had often been made that the Indian was slovenly in his habits and did not keep his house and surroundings clean.
143678.
განდი | ნაწილი III, თავი XI
ამიტომ სათვისტომოს მოწინავე წევრებმა უკვე დაიწყეს თავიანთი სახლების მოწესრიგება.
The principal men of the community had, therefore, already begun to put their houses in order.
143679.
განდი | ნაწილი III, თავი XI
როცა ეპიდემიის გავრცელების საფრთხე იჩენს თავს, ხელისუფლება, როგორც წესი, მოთმინებას კარგავს, გადამეტებულ მონდომებას იჩენს და მკაცრი ზომების გამო ხშირად მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.
For whenever there is an outbreak of epidemics, the executive, as a general rule, get impatient, take excessive measures and behave to such as may have incurred their displeasure with a heavy hand.
143680.
განდი | ნაწილი III, თავი XI
ჩვენმა სათვისტომომ ასეთი მოქცევა იმით აირიდა, რომ სანიტარული ღონისძიებები ნებაყოფლობით წამოიწყო.
The community saved itself from this oppression by voluntarily taking sanitary measures.